ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
სამშაბათი, 2024-05-07, 5:38 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » მასალის არქივი

წლეულს გამართულ ევრო-2012-ის მატჩებში, ყველაზე დიდი დასწრება უელს-ინგლისის მატჩში აღინიშნა, ოცდაექვს მარტს, კარდიფის "მილენიუმზე” დამსწრე 68959-მა მაყურებელმა, ცოცხლად ნახა ინგლისელთა მიერ მეზობელთა ძლევა. დასწრების მხრივ, მეორეზე კი თბილისის "ეროვნულზე” გამართული საქართველო-ხორვატიის მატჩი იყო, რომელსაც 55000 მაყურებელი ჰყავდა და ის დღე, ალბათ, არცერთ მათგანს არ დაავიწყდება...

By: kritikosi | Views: 720 | Comms: 0


რუსეთის საკალათბურთო ნაკრების ძირითადმა ცენტრმა ტიმოფეი მოზგოვმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს როდის დაუბრუნდება, ჯერჯერობით უცნობია. "დენვერ ნაგითსის” კალათბურთელმა ფეხი დღეს დილით დაზიანა, როდესაც მისი გუნდი შინაურ კედლებში "ოკლაჰომა სიტი სანდერსს” მასპინძლობდა.

By: kritikosi | Views: 756 | Comms: 0


ის, რაც ისედაც ყველამ იცოდა, ოფიციალურად დადასტურდა: ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსი” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ პირველობას აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზე დაასრულებს და ფლეი ოფის პირველ რაუნდში მეოთხეადგილოსან "ორლანდო მეჯიქს” დაუპირისპირდება.
აღნიშნული მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დღეს დილით ჯორჯიელებმა მშობლიურ "ფილიპს სენთერში” ჩემპიონატის საუკეთესო გუნდ "სან ანტონიო სპურზს” უმასპინძლეს და 17 ათასამდე ქომაგის თვალწინ 90:97 დამარცხდნენ. შედეგად, "ჰოუქსს” 44 მოგების წილ 34 მარცხი მოუგროვდა და ორლანდოელებს ვერცერთ ვარიანტში ვეღარ დაეწევა, თუმცა, არც მე-5 საფეხურიდან ჩამოქვეითება ემუქრება.

By: kritikosi | Views: 732 | Comms: 0


დღეს ჩატარდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის, სტკ-ს (სადისციპლინო ტექნიკური კომიტეტის) სხდომა, რომელმაც ნიკოლოზ ჩხატარაშვილსა ("ბათუმი”) და გიორგი გაბისონიას ("ავერსი”), ორ-ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუტანა, ამის გარდა, ჩხატარაშვილი 100 დოლარის ექვივალენტი ლარით დაჯარიმდა.

By: kritikosi | Views: 796 | Comms: 0


გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას "ოლიმპიამ” სლოვენიის საკალათბურთო ჩემპიონატში პირველი მარცხი იწვნია. ქართველთა კლუბი ლიუბლიანურ დერბიში "გეოპლინ სლოვანს” ეწვია და სენსაციურად – 69:70 წააგო.

By: kritikosi | Views: 719 | Comms: 0


ცნობა ნიკოლოზ ცქიტიშვილის სალონიკის პაოკ-ში შესაძლოა გადაბარგების შესახენ, გუშინ ბერძნულ წყაროებში გამოჩნდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის სინამდვილეს არ შეესაბამება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელს ესპანურმა "ლაგუნ არომ" კონტრაქტი გაუწყვიტა და მოსალოდნელიც იყო, რომ ნიკა რომელიმე სხვა გუნდში გადასულიყო, მაგრამ ხსენებული ფაქტი "სკიტამ” საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან საუბარში უარყო.

By: kritikosi | Views: 717 | Comms: 0


საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XXVIII ტურის ოთხი მატჩი დასრულდა და მათ სენსაციები არ მოუტანიათ. ქუთაისში ჯერ ჩასატარებელია მატჩი და არავინ იცის, რამდენი ხნით დარჩა ლიდერად რუსთავის "ოლიმპი”, რომელმაც სპორტკომპლექს "შატილის” მოედანზე 1:0 სძლია "ვიტ ჯორჯიას”. აღსანიშნავია, რომ ვიტელებმა წლეულს "ოლიმპთან” მესამე წრეში რომ წააგეს, მას შემდეგ მარცხი არ ჰქონდათ და ისევ რუსთაველებთან დარჩნენ დამწუხრებულნი. ეს ერთადერთი გოლი რევაზ გეწაძემ გაიტანა 64-ე წუთზე.

By: kritikosi | Views: 685 | Comms: 0


ინგლისური "ლივერპულის” დანიელი მცველი, დანიელ აგერი გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება. ეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ექიმებმა დაასკვნეს, რომ 26 წლის უკანახაზელს ოპერაცია სჭირდება.

By: kritikosi | Views: 703 | Comms: 0


ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, მადრიდის "რეალთან” 0:4 განადგურების შემდეგ, "ტოტენჰემის” მარცხენაფლანგელმა, გარეთ ბეილიმ საკმაოდ ოპტიმისტური განცხადება გააკეთა. ახალგაზრდა უელსელის თქმით, მას შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი კვლავ აქვს

By: kritikosi | Views: 710 | Comms: 0


თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამ აპრილს, "რომასა” და "იუვენტუსს” შორის გამართულ შეხვედრაში, ფილიპ მექსემ "ჯალოროსის” მაისურით უკანასკენლად ითამაშა. როგორც ცნობილია, ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონში, ფრანგი მცველი ვეღარ ითამაშებს, ხოლო როგორც დღეს გაირკვა, ზაფხულში, იგი კლუბს დატოვებს.

By: kritikosi | Views: 819 | Comms: 0


« 1 2 ... 41 42 43 44 45 46 47 »
Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz