ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
სამშაბათი, 2024-05-14, 10:13 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » ქართველთა სლოვენიური მარცხი
4:13 PM
ქართველთა სლოვენიური მარცხი

გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას "ოლიმპიამ” სლოვენიის საკალათბურთო ჩემპიონატში პირველი მარცხი იწვნია. ქართველთა კლუბი ლიუბლიანურ დერბიში "გეოპლინ სლოვანს” ეწვია და სენსაციურად – 69:70 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები "ოლიმპიას” სასტარტო ხუთეულში გამოჩნდნენ, თუმცა, დიდხანს არ უთამაშიათ. ბოისამ მოედანზე 14:23 წუთი დაჰყო და 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ვოვამ 3-დან 1 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ერთი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ოთხჯერ დაჯარიმდნენ.
კიდევ უფრო მცირე ხანს – 11:50 წუთს ითამაშა შერმადინმა, რა დროშიც მისი მონაგარი 2 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 0 საჯარიმო) და 6 მოხსნა გახლდათ. ქართველი ცენტრი ერთ ჯარიმას გამორჩა, მასზე კი თამაშის წესები ორჯერ დარღვიეს.
"ოლიმპიას” შემადგენლობაში საუკეთესონი ოზბოლტი (17 ქულა) და იაგოდნიკი (16) იყვნენ. იდენტური მაჩვენებლები ჰქონდათ სლოვანელთა ლიდერებს – დაპასა და კრუშიჩს.
ხსენებული წარუმატებლობის გამო, ლიუბლიანელებს ლიდერობის დათმობა მოუხდათ. ახლა, ოთხი მოგებით, პირველ პოზიციაზე "კრკა” იმყოფება, "ოლიმპია” და "ზლატოროგი” კი 3-3 გამარჯვებით, მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. 9 აპრილს ქართველთა კლუბი სწორედ "ზლატოროგს” უმასპინძლებს.

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 721 | დაამატა: kritikosi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz