ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
კვირა, 2024-04-28, 10:55 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » სპორტი

"ბარსელონას" თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა, განაცხადა, რომ მას და მის თანაგუნდელებს არანაირი პრობლემა არ აქვთ რეალის ფეხბურთელებთან.
პედრომ ასეთი პასუხი გასცა კითხვაზე, თუ როგორი ურთიერთობაა ესპანელებს შორის ბოლო "ელ კლასიკოს" შემდეგ.
ყველა "ელ კლასიკო" იქნება დაძაბული და ემოციებით აღსავსე. რაც არ იყო გამონაკლისი ბოლო კლასიკოზე. მაგრამ ნაკრებში ჩვენ ვართ ერთმანეთის გვერდით და მივიწევთ იმ მიზნისკენ, რომელიც გვავალია. მინდა გითხრათ, რომ ბოლო კლასიკოს შემდეგ ურთიერთობა "რეალის" ფეხბურთელებთან გამოკეთდა".


avtor:barcagundi.tk
By: zura-sazandrishvili | Views: 984 | Comms: 0


დინამო თბილისი — თბილისის საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის მთავარი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის „კარლ ცაისის" წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2-1.

კლუბის ისტორიაში ყველაზე განთქმული გამარჯვება იყო 3:0 „ლივერპულთან" 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. არანაკლებ სასახელო იყო ინგლისის „ვესტ ჰემისა" და „კარდიფ სიტის", ასევე ჰოლანდიის „ფეიენოორდის", იტალიის „ნაპოლისა" და „ინტერის" დამარცხება.

გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 1978) და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). დინამო ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.

By: kritikosi | Views: 850 | Comms: 0


უოლტერ უაილდი (1899-01)
ბარტომეუ ტერადასი (1901-02)
პაულ ჰაასი (1902)
არტურ უიტი (1902-05)
ჰანს გამპერი (1908-09, 1910-13, 1917-19, 1921-23, 1924-25)
ოტო გმელინგი (1909)
ხოსეპ სანიული (1935-36)
ენრიკე პინეირო (1940-43)
აგუსტი მონტალი (1969-77)
ხოსეპ ლუის ნუნიესი (1978-2000)
ხუან გასპარი (2000-2003)
ჟოან ლაპორტა (2003-2010)
By: kritikosi | Views: 747 | Comms: 0


ბარსელონა — ესპანური საფეხბურთო კლუბი, რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის - კატალონიის წარმომადგენელია. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. „ბარსელონა" უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელს მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს[საჭიროებს წყაროს მითითებას]. კლუბის დევიზია „Més que un club" (ესპ. უფრო მეტი, ვიდრე კლუბი).

By: kritikosi | Views: 785 | Comms: 0


გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოხიმ ლიოვმა იმ ფეხბურთელების სია ჩამოწერა, რომლებსაც იგი უახლოესი 3 შეხვედრისთვის გამოიძახებს.
მსოფლიოს ბოლო 2 ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გუნდი, 29 მაისს ურუგვაის გაეჯიბრება ამხანაგურად, სამ და შვიდ ივნისს კი, გერმანელები ჯერ ავსტრიას, შემდეგ კი აზერბაიჯანს ეწვევიან და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.
By: kritikosi | Views: 784 | Comms: 0


მახაჩყალის "ანჟის” მთავარი მწვრთნელი, გაჯი გაჯიევი ადასტურებს, რომ მისი კლუბის ხელმძღვანელი პირები იტალიური "მილანის” ნახევარმცველთან, ჯენარო გატუზოსთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.
ბოლო დროს, იტალიურ და რუსულ პრესაში არაერთხელ გაჟღერდა 33 წლის ნახევარმცველის მახაჩყალაში შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაცია. "ანჟის” მთავარი მწვრთნელის განცხადებით, გატუზო თავად იყო ჩასული დაღესტანში მახაჩყალელებთან მოლაპარაკების საწარმოებლად.
"ვერ გეტყვით, გატუზოს თვითმფრინავი გაუგზავნეს, თუ თავად ჩამოფრინდა ჩვენთან, მაგრამ ვიცი, რომ იგი ჩამოსული იყო მოლაპარაკებების საწარმოებლად. არც ის ვიცი, ამჟამად გრძელდება თუ არა მოლაპარაკებები” – ციტირებს გაჯი გაჯიევის სიტყვებს Sport Segodnya.
By: kritikosi | Views: 771 | Comms: 0


ცნობილი სახეები - ვინ ვის გულშემატკივრობს ესპანურ პრიმერადივიზიონში? "მსოფლიო სპორტმა” ორი კვირის წინ ინგლისური პრენმიერლიგის კლუბების ელიტ-ქომაგებზე დაწერა, ახლა კი, ესპანეთისკენაც გავიხედოთ... უმეტესად "ბარსელონასა” და "რეალზე” მოტრფიალეებზე წაიკითხავთ, თუმცა, არც ზოგიერთ სხვა კლუბს დავჩრდილავთ.
"კატალონიელების თამაშს რომ ვუყურებ, აღფრთოვანებული ვრჩები. ლეო მესი კი ნამდვილი ჯადოქარია” – ეს სიტყვები კობი ბრაიანტს ეკუთვნის. სხვათა შორის, "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” "მფრინავი კაცი” რამდენჯერმე ნახეს "კამპ ნოუზე”. ადრე ბრაიანტი ტურინის "იუვენტუსის” სიყვარულშიც შეამჩნიეს, თუმცა თავად ამბობს, "ბარსა” და მხოლოდ "ბარსაო”...
"ბარსელონა” nba-ს კიდევ ერთ ვარსკვლავს, "სან ანტონიო სპერსის” ფრანგ ტონი პარკერს ჩავარდნია გულში.
By: kritikosi | Views: 795 | Comms: 0


ლონდონის "არსენალის” მაროკოელ თავდამსხმელის, მარუენ შამახის საკუთარ რიგებში ხილვის სურვილი რომის "ლაციომ” გამოთქვა. აღნიშნულ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.
By: kritikosi | Views: 846 | Comms: 0


თბილისის "დინამოს” მიერ 1981 წელს ევროპის თასების თასის მოგებასთან გასამართ საუბილეო საღამოზე, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უწევს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბევრი ცნობილი საფეხბურთო მოღვაწის სტუმრობაა მოსალოდნელი.
By: kritikosi | Views: 785 | Comms: 0


გაიმართა საქართველოს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის მე-4 ტურის მატჩები. ცენტრალური იყო თსუ-სა და ილიას უნივერსიტეტის გუნდის შეხვედრა, თსუ-მ 2:1 იმარჯვა და ლიდერი მე-3 ადგილზე დააქვეითა, თავად კი მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება ახალ ლიდერ სტუ-ს.
ფრე ამ ტურშიც გამოერია - შსს აკადემიამ და სამედიცინო უნივერსიტეტმა ერთმანეთს ოთხ-ოთხი ბურთი გაუტანეს.
უნიბურთის პირველი ტურნირი ერთ წრედ, ანუ შვიდ ტურად გაიმართება. ასე რომ, ცხრილიდანაც ჩანს - ბოლო ტურები ძალიან დაძაბული იქნება.

სოხუმი - სამხატვრო აკადემია 5:2
თსუ - ილიას უნივერსიტეტი 2:1
შსს აკადემია – სამედიცინო 4:4
სტუ - კავკასიის უნივერსიტეტი 3:2






1. სტუ 4 3 0 1 11-6 9
2. თსუ 4 3 0 1 13-10 9
3. ილიას უნ. 4 2 1 1 22-11 7
4. თსსუ 4 2 1 1 19-13 7
5. კავკასია 4 2 0 2 10-12 6
6. შსს აკადემია 4 1 1 2 8-9 4
7. სოხუმის უნ. 4 1 1 2 11-13 4
8. სამხატვრო 4 0 0 4 8-28 0

By: kritikosi | Views: 799 | Comms: 0


1 2 3 ... 7 8 »
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz