ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
ოთხშაბათი, 2024-05-15, 1:40 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » სპორტი

კანკავა-ღვინიანიძე 3:1 და კუტალიას საგოლე პასი
უკრაინის პრემიერლიგის 27-ე ტურში, ჯაბა კანკავას "კრივბასმა" შინ 3:1 სძლია მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლს". კანკავამ 84 წუთი ითამაშა, ხოლო ღვინიანიძე არ შეუცვლიათ. უშუალოდ მათეს ბრალი არცერთი გოლი არ ყოფილა, თუმცა, უკრაინული გამოცემების მიხედვით, მთლიანად "სევასტოპოლის" დაცვამ ითამაშა ცუდად. რაც შეეხება კანკავას, მან ერთ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. ჯაბამ 21-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
ჯაბა ლიპარტიას "ზარიამ" სტუმრად 0:1 წააგო "ვორსკლასთან" და არცთუ მშვიდად აქვს საქმე. ლიპარტიამ 72 წუთი ითამაშა და აქტიურიც იყო, თუმცა, მისი გუნდი უგოლოდ დარჩა.
და რა ხდება პრემიერლიგის ცხრილის ქვედა ნაწილში? "ზარია" მე-12 ადგილზეა 27 ქულით, კანკავას "კრივბასი" 26 ქულით მე-13 საფეხურზეა, ღვინიანიძის "სევასტოპოლი" მე-14 პოზიციაზეა 24 ქულით, ხოლო ბოლოსწინაზე თორნიკე ოქრიაშვილის "ილიჩევეცია" - 23 ქულით. პრემიერლიგიდან 2 გუნდი ვარდება.
ბოსნიის ჩემპიონატში ლევან კუტალიას "ზრინსკიმ" შინ 1:0 სძლია სარაევოს "ოლიმპიკს" და მნიშვნელოვნად აინაცვლა ცხრილში - მე-10 ადგილზეა. კუტალიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და საგოლე პასი გააკეთა.
რაც ლევანი "ზრინსკიში" გადავიდა, შვიდ მატჩში 2 გოლი შეაგდო.

By: kritikosi | Views: 794 | Comms: 0


საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მახაჩყალის ”ანჟის” გოლკიპერმა ნუკრი რევიშვილმა, ტრავმა მიიღო და რუსული პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩის გამოტოვებაც მოუხდა. წინასწარი ინფორმაციით, რევიშვილი სერიოზულად არ დაშავებულა და მინდორზე დაბრუნებას ათიოდ დღეში შეძლებს, ამდენად, მაქსიმუმ კიდევ ერთი ტური დასვენება მოუწიოს.

რევიშვილის არყოფნაში, დაღესტნური კლუბის კარში ალექსანდრე მაკაროვი ჩადგა და საკმაოდ წარმატებულადაც გაისარჯა. მე-7 ტურში ”ანჟიმ” ”როსტოვი” 1:0 დაამარცხა და 12 ქულით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. მასპინძელთა განაცხადში ირაკლი კლიმიაშვილი და გიორგი ილურიძე არ გამოჩენილან.
10 ქულით მეშვიდეა ”კრასნოდარი”, რომელიც კვლავაც ლიდერის, ალექსანდრე ამისულაშვილის გარეშე ასპარეზობს. ქართველი კაპიტანი ჯერაც ტრავმას იშუშებს, მისი კლუბი კი "ზენიტს" უგოლოდ დაშორდა.
კვიპროსულ ლიგაში, სეზონში მე-5 გოლი შეაგდო 33 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლევან მაღრაძემ. მან ”ერმისს” ”პაფოსთან” გასვლით მატჩში ქულა 57-ე წუთზე გადაურჩინა (1:1), რისი წყალობითაც არადიპუელებმა ლიგაში დასარჩენ ოთხეულში მე-3 ადგილი შეინარჩუნეს. მაღრაძემ შეუცვლელად ითამაშა. ოთხეულის ლიდერად რჩება ლევან ქებაძის ”ეთნიკოსი”, რომელმაც ალკი-სთან საშინაო შეხვედრა, მოულოდნელად 0:3 წააგო. ქართველი ფორვარდი თამაშში არ ჩართულა.
აზერბაიჯანის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ადამიამ, რომლის ”ყარაბახიც” "ბაკის” დაუხვდა და 2:2 ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა მე-60 წუთზე ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მისმა გუნდმა კი ყაიმს მხოლოდ ბოლო წუთზე მიაღწია – 2:2. ადამიამ მინდორზე 90 წუთი გაატარა, ხოლო აგდამელები 54 ქულით, ჩემპიონობისთვის მებრძოლ ექვსეულში მესამე საფეხურზე არიან.

By: kritikosi | Views: 803 | Comms: 0


შოთა არველაძის გაწვრთნილმა "კაისერისპორმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და შინ 1:0 სძლია მე-3 ადგილზე მყოფ "ბურსასპორს", რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია.
"კაისერისპორმა" პარაგვაელი სანტანას 53-ე წუთზე გატანილი გოლით იმარჯვა და ცხრილში მე-6 ადგილზეა, მეხუთეზე მყოფ "ბეშიქთაშს" კი მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. თურქეთის სუპერლიგის დასრულებამდე 3 ტური დარჩა და ანატოლიელები ევროპის ლიგის საგზურს უმიზნებენ.
ცნობისათვის, შოთას გუნდმა 20 თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო.
ჰოლანდიის ერედივიზიონში ბოლოსწინა ტური გაიმართა და "ვიტესმა" სტუმრად 1:2 წააგო პსვ-სთან. არნემელთა ქართველმა მცველმა გურამ კაშიამ სრულად ითამაშა, ხოლო გიორგი ჭანტურია მომდევნო სეზონის დასაწყისშივე ჩაერთვება ერედივიზონში.
"ვიტესს" ჯერ ოფიციალურად არ შეუნარჩუნებია უძლიერესთა შორის ადგილი, თუმცა, ძალიანაც არ უნდა შიშობდეს - არნემელები ბოლო ტურში შინ "ექსელსიორს" მასპინძლობენ და 4 ბურთის სხვაობით თუ არ წააგებენ, ერედივიზიონში დარჩებიან.

By: kritikosi | Views: 765 | Comms: 0


ლონდონელ "მეთოფეთა” 20 წლის ნახევარმცველმა არონ რემსიმ, ინგლისის პრემიერლიგის წლევანდელი გამარჯვებულის გამოსავლენი მატჩი 8 მაისისთვის დანიშნა. სწორედ უელსელმა გაიტანა "მანჩესტერ იუნაიტედთან” პრინციპულ დაპირისპირებაში, სეზონის ეს დამაინტრიგებელი ერთადერთი გოლი. მოედნის ცენტრში, სტუმართა კომპინაცია სონგ ბილონგმა ჩაჭრა, რომელმაც საკუთარი გუნდის შეტევის მიმართულება მარჯვენა ფლანგზე გადაიტანა, საიდანაც ვან პერსიმ მეტოქის საჯარიმოში რემსი მოძებნა. უელსელის დარტყმული ჯერ კერიკის ფეხს ასცდა, მერე კი ნახტომში გაჭიმული ვან დერ სარის ხელის თითებს. ასე გავიდა, არსენ ვენგერსა და ალექს ფერგიუსონს შორის გამართული 45-ე დაპირისპირების ერთადერთი გოლი. ფრანგმა, შოტლანდიელთან მოგებებში ჩამორჩენა ერთით შეამცირა და პირადი დუელი 20:16 გახადა.

By: kritikosi | Views: 743 | Comms: 0


გუშინ, საფრანგეთის პირველ ლიგაში, 5 მატჩი გაიმართა და ვერცერთ მათგანში ვერ მოიგო ფავორიტად შერაცხულმა გუნდმა. ყველაზე დიდ მოულოდნელობად იქცა მოქმედი ჩემპიონისა და პირველობისთვის კვლავ მებრძოლი „მარსელის" მიერ ქულების დაკარგვა. დიდიე დეშამის გუნდი, პირველ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „ოსერს" დაუპირისპირდა და მიუხედავად უდიდესი უპირატესობისა, მასპინძლები მაინც მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

By: kritikosi | Views: 749 | Comms: 0


როგორც მოსალოდნელი იყო, სერია A-ს 35-ე ტურში, „მილანმა" თითქმის უმოტივაციოდ მოთამაშე „ბოლონია" დაამარცხა და ახლა, მასიმილიანო ალეგრის შეგირდები, სკუდეტოსგან უკვე ერთი ხელის გაწვდენაზე არიან. იმისათვის, რომ შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, „როსონერიმ" კვლავ იზეიმოს ჩემპიონობა, მილანელებს მხოლოდ ერთი მოგება სჭირდებათ.

მიუხედავად არაერთი სახიფათო მომენტისა, „სან სიროზე" გამართულ მატჩში, „მილანი" მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდა. შეხვედრის სტარტზე, შეტევაში ძალიან კარგად მოთამაშე ფლამინი მეკარესთან პირისპირ გავიდა და მართალია, ვივიანომ მას პირველი დარტყმა აუღო, მაგრამ დამატებაზე კვლავ ფრანგმა თავდამსხმელმა ითამაშა, რომელმაც ცარიელ კარში ბურთის შეგორებით, შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

By: kritikosi | Views: 709 | Comms: 0


ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად, ერთ ტურში, საუკეთესო სამეულში შემავალი ყველა გუნდი უქულოდ დარჩა. შაბათს, თავისი მატჩები დათმეს „ბარსელონამ" და „რეალმა", ხოლო კვირას, მათ რიგებს „ვალენსიაც" შეუერთდა, რომელიც „ოსასუნასთან" გასვლით შეხვედრაში დარჩა უქულოდ.

„ღამურების" მარცხი მოულოდნელი იყო, რადგან მათი მეტოქე შეხვედრას ძალზე ცუდ ფორმაში შეხვდა. პამპლონელებს ბოლო 4 თამაში ჰქონდათ წაგებული და მათ მოგებას ბევრი არც „ვალენსიასთან" უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ხოსე მენდილიბარის გუნდმა 3 ქულის მოპოვება და გასავარდნი ზონისთვის თავის დაღწევა მაინც მოახერხა. სტუმართა კარში ერთადერთი გოლი ალვარო სეხუდომ გაიტანა, რომელმაც 59-ე წუთზე, 25 მეტრიდან დარტყმითა და რიკოშეტით იხეირა.

„ვალენსიას" ფეხის დაცდენით ისარგებლა „ვილიარეალმა", რომელმაც „ღამურებთან" ქულათა სხვაობა სამამდე შეამცირა. პრიმერაში დარჩენისთვის მებრძოლ „ხეტაფესთან" 3 ქულის მოპოვებით, „ვილიარეალმა" „ატლეტიკოს", „სევილიასა" და „ბილბაოს" ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი შეაწყვეტინა. მიუხედავად „ვალენსიასთან" მიახლოებისა, მე-3 ადგილის დაკავება „ყვითელ წყალქვეშა ნავს" მაინც გაუჭირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ მართალია, „ვილიარეალი" „ვალენსიას" 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ „ღამურებს" ურთიერთშეხვედრებში აქვთ უპირატესობა და დარჩენილ ოთხ ტურში, გარიდოს გუნდს კონკურენტზე 4 ქულით მეტის დაგროვება მართებს.

By: kritikosi | Views: 766 | Comms: 0


"ქართული სპორტის ქომაგებმა” მოყვარულ ფეხბურთელთა ლიგაში თამაში გამარჯვებით დაიწყეს. "დიპლომატ სერვისის” მიერ ორგანიზებულ ტურნირზე, გასულ შაბათ-კვირას პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. ქომაგთა გუნდი, რომელიც D ქვეჯგუფში მოხვდა, პარტნიორ კომპანიას – "ნატახტარს” დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. ამავე ჯგუფში, აზერბაიჯანის საელჩო და GMC ჯგუფი უგოლო ფრით დაშორდნენ ერთმანეთს.
ტურში ყველაზე დიდი ანგარიშით – 8:1 "PSP”-მ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმარჯვა.
მეორე ტურის მატჩები მომავალ უქმეებზე გაიმართება. შეგახსენებთ, ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ერთმანეთს ორ-ორჯერ შეხვდებიან. 4 საუკეთესო პირველადგილოსანი პირდაპირ მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს, ხოლო მეხუთე პირველადგილოსანი, ხუთივე მეორეადგილოსანი და ორი საუკეთესო მესამე ჩემპიონობისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებენ.

By: kritikosi | Views: 754 | Comms: 0


ინფორმაცია, რომელიც მოდულის შენობაში 12:00 საათზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, შსს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგო თოფურიძემ გააცნო საზოგადოებას, მოულოდნელი არ ყოფილა - კუდ-ის თანამშრომლებმა, ოპერატიულად წარმოებული გამოძიების საფუძველზე, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი დააკავეს.

By: kritikosi | Views: 747 | Comms: 0


იტალიური "მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ აღნიშნა, რომ გუნდის ვეტერანები - პირლო, ზეედორფი, ნესტა და ამბროზინი, არსად წასვლას არ აპირებენ და მომავალი სეზონისთვის გუნდში რჩებიან.
Football Italia-სთან საუბარში, მან განაცხადა, რომ კლუბი ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სეზონის ბოლომდე მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. მისი თქმით, იმ ფეხბურთელებმა, რომლებსაც მოქმედი კონტრაქტები მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურებათ, გუნდში დარჩენის სურვილი თავად გამოთქვეს.
"მივიღეთ გადაწყვეტილება და სეზონის დასრულებამდე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებას არავისთან არ ვაწარმოებთ. მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს და მათ აგენტებს სიტუაციის სწორად შეფასებისთვის. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, არცერთი ფეხბურთელი, რომელთა კონტრაქტებიც სეზონის ბოლოს იწურება, სხვა კლუბებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს. ვიცი, რომ პირლო, ზეედორფი, ნესტა და ამბროზინი, "მილანში” დარჩენას” გეგმავენ” - თქვა გალიანიმ.

By: kritikosi | Views: 770 | Comms: 0


« 1 2 3 4 ... 7 8 »
Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz