ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
სამშაბათი, 2024-05-14, 10:20 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » უსენსაციოდ
4:10 PM
უსენსაციოდ

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XXVIII ტურის ოთხი მატჩი დასრულდა და მათ სენსაციები არ მოუტანიათ. ქუთაისში ჯერ ჩასატარებელია მატჩი და არავინ იცის, რამდენი ხნით დარჩა ლიდერად რუსთავის "ოლიმპი”, რომელმაც სპორტკომპლექს "შატილის” მოედანზე 1:0 სძლია "ვიტ ჯორჯიას”. აღსანიშნავია, რომ ვიტელებმა წლეულს "ოლიმპთან” მესამე წრეში რომ წააგეს, მას შემდეგ მარცხი არ ჰქონდათ და ისევ რუსთაველებთან დარჩნენ დამწუხრებულნი. ეს ერთადერთი გოლი რევაზ გეწაძემ გაიტანა 64-ე წუთზე.
"დინამომ” მშვიდად სძლია გორში ცხინვალის "სპარტაკს”. პირველ ტაიმში ალექსანდრე კოშკაძის დუბლს (14, 33) ერთი დიმიტრი ტატანაშვილმაც მიამატა (28) და მე-2 ტაიმი ფორმალობად აქციეს თბილისელებმა. "დინამოს” ბევრი აღარ მოუნდომებია და პირიქით, გოლი აქეთ გაუშვა – თანაც "სპარტაკიდან”, ახალწვეულმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, 30 წლის ლაშა ჯაკობიამ შეაგდო. "სპარტაკმა” ბოლოსწინა ადგილზე ჩაინაცვლა.
ცნობისთვის, კოშკაძემ გოლებს საგოლე პასიც დაამატა და პლუს, ძელსაც გაარტყა ბურთი.
პრინციპული მატჩი იყო სამტრედიაში, სადაც მასპინძლები ფოთის "კოლხეთს” 0:0 გაეყარნენ. ეს ფრე, რა თქმა უნდა, ზღვისპირელებს უფრო ხელს აძლევდათ – ფაქტობრივად, ექვსქულიანი თამაში იყო.
და "სიონი”... ბოლნისელებმა ზედიზედ მეორედ იმარჯვეს - "ოლიმპის” შემდეგ, "ბაიასაც” 1:0 სძლიეს და ეს ერთადერთი ბურთი ირაკლი ჩირიკაშვილმა გაიტანა 73-ე წუთზე. ქვემოქართლელები საშიშ ზონას მოშორდნენ.
№ გუნდი თ მ ფ წ ბ ქ
1 ოლიმპი 28 17 6 5 41-20 57
2 ზესტაფონი 27 17 5 5 52-15 56
3 დინამო 26 14 8 4 38-13 50
4 ვიტ ჯორჯია 27 12 3 12 29-31 39
5 ბაია 27 10 5 12 25-35 35
6 ტორპედო 27 8 10 9 17-17 34
7 სიონი 28 8 8 12 18-33 32
8 კოლხეთი 28 6 8 14 16-37 26
9 სპარტაკი 28 6 7 15 27-35 25
10 სამტრედია 27 6 6 16 23-50 24



შენიშვნები:
• გათამაშების რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა;
• ოთხი წრის შედეგების მიხედვით ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი XXIII ჩემპიონატში პირველ ლიგაში დაქვეითდება, ხოლო სეზონის მე-8 ადგილზე დამამთავრებელი გუნდი, პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან ერთ შეხვედრაში გაარკვევს - შეინარჩუნებს ადგილს უმაღლესში, თუ ახალი სეზონიდან დაბალ ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.

ბომბარდირები
ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი) - 14, ირაკლი მოდებაძე (ოლიმპი) - 12 (1 პენალტით), რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) - 11 (1), გიორგი მეგრელაძე (ბაია, ტორპედო) - 11 (1), ჯაბა დვალი (ზესტაფონი) - 10, ლევან ხმალაძე (დინამო) - 7 (3).

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 687 | დაამატა: kritikosi | ტეგები: უსენსაციოდ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz