ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
პარასკევი, 2024-04-26, 9:57 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » მასალის არქივი

სპარტაკი (ცხინვალი) – დინამო (თბილისი) 1:3
თბილისის "დინამომ” გორში, 33-ე წუთისთვის, 3 გოლის გატანა მოასწრო "სპარტაკის” კარში და დარჩენილი დრო ფორმალობად აქცია. კახა კაჭარავას გუნდმა მორიგი შეხვედრა მოიგო, მინდორზე მთავარი ფიგურა კი ალექსანდრე კოშკაძე გახლდათ, რომელმაც 2 გოლი თავად შეაგდო, ერთი საგოლე პასი გაახერხა და ერთხელ ძელსაც მოარტყა ბურთი. დიმიტრი ტატანაშვილმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა. "ტატანასთვის” ახლა დადგა გადამწყვეტი პერიოდი, რადგან პეტარ იელიჩი ტრავმირებულია და მთავარფორვარდიც სწორედ "დინამოს” მე-18 ნომერი გახდა.

By: kritikosi | Views: 729 | Comms: 0


მოლდოვის ჩემპიონატში XXXI ტური გაიმართა და მნიშვნელოვანი ქართული გოლი გამოერია. "დაჩიამ” სტუმრად 1:0 სძლია "ისკრა-სტალს” და ეს ერთადერთი ბურთი 69-ე წუთზე ქართველმა მცველმა დავით გამეზარდაშვილმა შეაგდო.
"დაჩიას” ქართველებიდან გამეზარდაშვილის გარდა, ლევან კორღალიძემ და მამუკა ლომიძემაც (შეცვლაზე) ითამაშეს.

By: kritikosi | Views: 707 | Comms: 0


ძნელი გასახსენებელია, როდის იყო, რომ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდმა, ზედიზედ 9 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა. ფოთის "კოლხეთმა”, ამ ანტირეკორდის დამყარება ბესო შეროზიას ხელმძღვანელობით დაიწყო და სოსო ფილიას თავკაცობით განაგრძობს. არადა, ლიგაში დასარჩენად ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან გასვლითი შეხვედრა ზღვისპირელთა შეტევებით დაიწყო და ყველა (თვით მასპინძლებიც) იმის მოლოდინში იყო, როდის მოახერხებდნენ სტუმრები ამ საოცრად მავნე ტრადიციის დარღვევას.

By: kritikosi | Views: 718 | Comms: 0


გუშინდელი იმერული დერბი ერთგვარად ეროვნული თასის მომავალი ნახევარფინალის რეპეტიციად უნდა მივიჩნიოთ. 19 აპრილს, დავით ყიფიანის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თითოეულ საჩემპიონატო შეხვედრას "ზესტაფონისათვის" სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გუნდი ჩემპიონობის უპირველესი ფავორიტია და ბუნებრივია, ამ დროს ქულების დაკარგვა შესაძლოა სავალალოც აღმოჩნდეს.
პრინციპულ შეხვედრაში, მეტოქე გუნდებს საკმაო პრობლემები შეექმნათ. მასპინძლებმა, მათი მთავარი დამრტყმელი ძალის - გიორგი მეგრელაძის მოედანზე თავიდანვე გამოყვანა ვერ შეძლეს. გაცილებით დიდი დანაკლისი ჰქონდათ სტუმრებს, რომლებსაც დისკვალიფიკაციის გამო დვალი, გელაშვილი და დაუშვილი დააკლდათ. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა, ორივე გუნდის ფეხბურთელები საბრძოლო შემართებით გამოვიდნენ. აქვე უნდა დავძინოთ, რომ წინა საშინაო მატჩის მსგავსად, უჩვეულო სიხალვათე იგრძნობოდა ტრიბუნებზე.

By: kritikosi | Views: 820 | Comms: 0


დღეს, ევროპის ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება. გათამაშებას შემორჩენილი 8 გუნდიდან, 3 პორტუგალიურია და ვინაიდან არცერთი მათგანი ერთმანეთს არ ხვდება, არაა გამორიცხული, სამივე 1/2-ფინალში ვიხილოთ. ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ფინალში, მინიმუმ ერთი გუნდი პორტუგალიური იქნება.

By: kritikosi | Views: 708 | Comms: 0


"ვიტ ჯორჯიას” 7-მატჩიანი წაუგებელი სერია რუსთავის "ოლიმპთან” საშინაო შეხვედრაში შეწყდა. მიმდინარე სეზონში, ეროვნულ ჩემპიონატში აქამდე ჩატარებულ სამივე მატჩში რუსთაველებს "ვეტერინარები” დამარცხებული ჰყავდათ და მეტოქეს ამჯერადაც აჯობეს. თან, სტუმრებს დისკვალიფიკაციის გამო ცენტრალური მცველი ალექსანდრე კვახაძე აკლდათ, ხოლო ტრავმების მიზეზით თამაში ლაშა ჯაფარიძემ და სანდრო იაშვილმა გამოტოვეს. რუსთაველებს, როგორც ამ სეზონში არაერთხელ მომხდარა მხსნელად კვლავ რევაზ გეწაძე მოევლინათ, რომელმაც მეორე ტაიმში სტუმართა უპირობო უპირატესობა გოლად აქცია.  

By: kritikosi | Views: 683 | Comms: 0


მიუნხენის "ბაიერნის” ფორვარდმა მარიო გომესმა გაზეთ Bild-თან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ ბავარიული კლუბისთვის ბედნიერი დღე 14 მაისი იქნება. ამ დღეს, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტური გაიმართება და "ბაიერნი” "შტუტგარტს” დაუპირისპირდება. გომესის გუნდს ჩემპიონის ტიტულის მოგების მხოლოდ თეორიული შანსი აქვს და რეალურად, სამეულში შესასვლელად და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.

By: kritikosi | Views: 718 | Comms: 0


"ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში ზედიზედ მოპოვებულ გამარჯვებათა რიცხვი ცხრამდე გაზარდა. კატალონიურმა კლუბმა 6 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, "ნოუ კამპზე” დონეცკის "შახტარს” 5:1 სძლია და რეკორდს სამი მოგებაღა აშორებს.

By: kritikosi | Views: 787 | Comms: 0


დონეცკის "შახტარის” კაპიტანი დარიო სრნა დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგას "ბარსელონა” მოიგებს. ხორვატმა მარჯვენაფლანგელმა ტელეარხ "უკრაინასთან” საუბარში განაცხადა, 6 აპრილს საღამოს არანორმალური ძალის გუნდს ვეთამაშეთო.

By: kritikosi | Views: 701 | Comms: 0


იტალიური გამოცემების ცნობით, კლაუდიო რანიერი "ჯენოას” პრეზიდენტ ენრიკო პრეციოზის ესაუბრა და დიდი შანსია, ზაფხულიდან მათი თანამშრომლობა დაიწყოს – ანუ, 60 წლის სპეციალისტი კახა კალაძის მწვრთნელი გახდეს.

By: kritikosi | Views: 797 | Comms: 0


« 1 2 ... 42 43 44 45 46 47 »
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz