ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
სამშაბათი, 2024-05-07, 2:57 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » ერთმანეთის ღირსთა მორიგი ამაოება
3:59 PM
ერთმანეთის ღირსთა მორიგი ამაოება

ძნელი გასახსენებელია, როდის იყო, რომ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდმა, ზედიზედ 9 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა. ფოთის "კოლხეთმა”, ამ ანტირეკორდის დამყარება ბესო შეროზიას ხელმძღვანელობით დაიწყო და სოსო ფილიას თავკაცობით განაგრძობს. არადა, ლიგაში დასარჩენად ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან გასვლითი შეხვედრა ზღვისპირელთა შეტევებით დაიწყო და ყველა (თვით მასპინძლებიც) იმის მოლოდინში იყო, როდის მოახერხებდნენ სტუმრები ამ საოცრად მავნე ტრადიციის დარღვევას.
უკვე მე-10 წუთზე შეეძლო "კოლხეთს” ანგარიშში დაწინაურება. ლაშა გვალიამ, ზუსტი პასით გიორგი გავაშელიშვილი ხელსაყრელ სიტუაციაში გაიყვანა - საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ფორვარდმა, ბურთი ცოტათი წინ გაიგდო და ძლიერი დარტყმა მიაყოლა. ყველა გოლის მოლოდინში იყო, მაგრამ ბურთი ხარიხამ მოიგერია.
მასპინძლები ფოთელებს აქტიურ დასაწყისში არ ჩამორჩნენ და მე-11 წუთზე მათაც მიეცათ დამაგვირგვინებელი დარტყმის საშუალება. სწრაფი კონტრშეტევა მარჯვენა ფლანგიდან ჩხიკვაძემ წამოიწყო, გრძელი გადაცემით, მეტოქის საჯარიმოს კუთხეში ბურჯანაძეს გადააწოდა, მაგრამ ამ უკანასკნელის მიერ ძირსდაუშვებლად დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. იმავ წუთს, "ზესტაფონიდან” იჯარის პრინციპით დამატებულ მიქაბერიძეს მიეცა გოლის გატანის შანსი, მაგრამ სტუმართა კიპერმა კუთხურზე მოგერიება შეძლო.
ტაიმის დამთავრებამდე, სტუმრებს კიდევ ორჯერ მიეცათ გაგრძელებული წარუმატებელი სერიის შეწყვეტის საშუალება, თუმცა, "სამტრედია” ორჯერვე გადარჩა. ჯერ მასპინძელ თორნიკე შალიკაშვილისგან ბურთის ცუდად მიღების შემდეგ, ბურთი ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ გავაშელიშვილს მიუვიდა, რომლის დარტყმული მცირედით ასცდა კარის ჩარჩოს, ტაიმის ბოლოსკენ კი, ომარ გოგონაიას მიერ განხორციელებული შორიდან დარტყმული ბურთი ჯინჭარაძემ კუთხურზე მოიგერია.
ლოგიკით, ასეთი უხვმომენტებიანი პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდებს მე-2 ნახევარში ბევრად უფრო უნდა ეაქტიურათ, მაგრამ პირიქით მოხდა. ამას რამდენიმე ახსნა შეიძლება მიეცეს. პირველი ის, რომ ნაწვიმარი გაზონი თანდათან "მძიმდებოდა” და მასზე კომპინაციური თამაში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა; მეორეც, ერთმანეთს ჩემპიონატის ფიზიკურად ყველაზე მოუმზადებელი გუნდები ხვდებოდნენ და ისე ვეღარ გადაადგილდებოდნენ, როგორც ამას პირველ ტაიმში ახერხებდნენ; და კიდევ, დროის გასვლის პროპორციულად მატულობდა მეტოქეთა სიფრთხილე და იმის შიში, რომ გოლი გაეშვათ - კი, მოგება ორივე გუნდს ჰაერივით ესაჭიროებოდა, მაგრამ მთლად არაფერს, მაინც ქულა ერჩივნათ.
ამ ყველაფრის ფონზე, ფოთელები მე-2 ტაიმშიც ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, თუმცა, გოლად მისი გადაქცევა ვერ შეძლეს. შეცვლაზე შესული ზამირ ჯანაშია, სხვებზე მეტს ცდილობდა, მაგრამ ერთადერთი, რითაც "კოლხეთის” ახალწვეულმა მინდორზე ყოფნისას თავი დაგვამახსოვრა, 71-ე წუთზე, თავით სუსტი დარტყმული იყო, რომელსაც სამტრედიელთა კიპერი იოლად დაეუფლა. ამ უკანასკნელმა, აქედან ათიოდე წუთში, დავით ჩხიკვაძის ავტოგოლისაგან საკუთარი გუნდის გადარჩენა შეძლო. საჯარიმოში მყოფ მასპინძელთა მარჯვენაფლანგელს ბურთი ფეხზე აეჭრა და ჯინჭარაძისაგან მარცხენა მაღალ კუთხეში მიდიოდა - კიპერი ბოლომდე "გაიჭიმა” და ბურთი კუთხურზე გადააგდო.
მე-2 ნახევარში "სამტრედიას” გარჯას ორგანიზებული ნაკლებად ეთქმოდა, თუმცა, ლევან ანჯაფარიძის შეგირდები, "ბაიასთან” მოგების მსგავსად, ერთგული გულშემატკივრის გაკვირვებას, მონდომებას არ აკლებდნენ. ეს უკანასკნელი, ამინდის მიუხედავად, "ეროსი მანჯგალაძეზე” საკმაოდ მრავლად მოვიდა და პირველ ლიგაში დაქვეითების უმთავრეს კანდიდატს გულიანად ქომაგობდა.
სამტრედიელი ქომაგის შემართება ისეთი იყო, ბარე ორი კონკურენტი გუნდისას გადასწონის. აი, მსაჯს რომ ერთი სული ჰქონდა, გუნდები სახლში მალე გაესტუმრებინა, ასისტენტ გიორგი დოგრაშვილის მიერ ტაბლოს აწევის შემდეგ გამოჩნდა. კრიჭაშვილის მითითებით, მაყურებელს მატჩის ძირითად დროზე 2 წუთის დამატება ეუწყა, მაგრამ რატომღაც "რემბოს” საფინალოდ ჩასტვენა ერთ წუთში მოუნდა.
უგოლო ფრით და დასარჩენად მებრძოლი კიდევ 2 კონკურენტი ("სიონი”, "სპარტაკი”) გუნდის ამ ტურში ნაჩვენები შედეგებით, ერთი რამ გამოიკვეთა - დაგროვილი ქულების გარდა, სათამაშო პოტენციალის გათვალისწინებით, "სამტრედიაც” და "კოლხეთიც” იმისთვის თუღა იბრძოლებენ, რომ ცხრილში VIII ადგილი დაიკავონ და პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან ერთმატჩიან გადათამაშებაში გაარკვიონ, იმსახურებენ თუ არა მომავალ სეზონშიც უმაღლესში თამაშს.

"სამტრედია” - "კოლხეთი” (ფოთი) 0:0
6 აპრილი, სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე”, 1500 მაყურებელი.
"სამტრედია”: ჯინჭარაძე, თორნიკე შალიკაშვილი, ხუმარაშვილი, გოგია, კირთაძე (რუხაია, 69), ცხადაია, ლომაშვილი, გიორგი მიქაბერიძე, ბურჯანაძე (ხვადაგიანი, 60), ალავერდაშვილი, დავით ჩხიკვაძე.
მთავარი მწვრთნელი: ლევან ანჯაფარიძე.
"კოლხეთი”: ლაშა ძაგანია, ცხვიტარია, ინწკირველი, მახვილაძე, მეგრელიშვილი, გოგონაია (მდივნიშვილი, 77), გვალია, პავლე დათუნაიშვილი (გულუა, 27), დათა სიჭინავა, გავაშელიშვილი, წიქარიშვილი (ზამირ ჯანაშია, 46).
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფილია.
გაფრთხილებები: მახვილაძე (50), გოგონაია (65).
მსაჯი: ალექსანდრე კრიჭაშვილი.

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 720 | დაამატა: kritikosi | ტეგები: ინწკირველი, გოგონაია (მდივნიშვილი, 77), მეგრელიშვილი, 27), პავლე დათუნაიშვილი (გულუა, გვალია, მახვილაძე, ლაშა ძაგანია, ცხვიტარია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz