ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
პარასკევი, 2024-05-03, 10:02 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » მაისი » 02

დასახელება: სისხლი
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, ეროტიული, საშინელება,
წელი: 2009
პროდიუსერი: თენ სიმოიამა
ენა: რუსული
როლებში: აია სიგუმოტო,გუც ისიმაცუ, ჯან კანამე,სატოში მაცუდა,ჰიდეზირო მიცუმოტო

მოკლე შინაარსი:
დეტექტივი ჰოსინო თოთხმეტი წლის წინანდელი საქმის გამოძიებას იწყებს, როდესაც სეტეგაის მამულში 15 წლის გოგონას საზარელი მკვლელობა მოხდა. მაშინ პოლიციას ყველა მობინადრეზე ჰქონდა ეჭვი, მაგრამ ყველა მათგანს ალიბი ჰქონდა, რის გამოც გამოძიება ჩიხში აღმოჩნდა. ჰოსინო გადაწყვიტავს მამულის ყოფილი მეპატრონე მიაკო როზენბერგი მოინახულოს...(V)

By: kritikosi | Views: 852 | Comms: 0


დასახელება: სიყვარულის ტბა
ჟანრი: ეროტიული, მელოდრამა,
წელი: 1993
პროდიუსერი: რაფაელ აიზენმანი
ენა: რუსული
როლებში: ჯოან სევერენსი,ბილი სეინი,ჰოლი ლ.ჰუმელი,უიპ ჰაბლი,კორტლენდ მიდი

მოკლე შინაარსი:
ახლადგაცნობილი სიმპათიური მამაკაცი, ლამაზი გათხოვილი ქალისთვის - თავისუფლების, ბუნებასთან შერწყმის და ყოველგვარი ბარიერების არარსებობის სიმბილოდ იქცა...(V)

By: kritikosi | Views: 900 | Comms: 0


By: kritikosi | Views: 920 | Comms: 0


დასახელება: პატიმარი რ
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა,
წელი: 2010
პროდიუსერი: ტობიას ლინდჰოლმი,მაიკლ ნოერი
ენა: რუსული
როლებში: იოჰან ფილიპ ასბეკი,დულფი ალ-ჯაბოური,როლანდ მიულერი,ჯეკობ გრედსტედი,კიმ უინთერი

მოკლე შინაარსი:
მთელ დანიაში თავისი სასტიკი კანონებით ცნობილ ციხეში ახალი პატიმარი ჩამოყავთ, სახელად - რ. აქ ის ძალადობისთვის მოიხდის სასჯელს. ციხე - ეს არის პარალელური სამყარო, თავისი წესებით, გაგებებით და მოვალეობებით. აქ ფანჯრებზე გისოსებია, იატაკი კი სისხლით არის დასვრილი. რ-ს ყველაზე აგრესუილ პატიმრებთან ათავსებენ, სადაც მან თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს, ისწავლოს გადაადგილება და იბრძოლოს გადარჩენისათვის...(V)

By: kritikosi | Views: 765 | Comms: 0


დასახელება: სპეცნაზი
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, სერიალი,
წელი: 2002
პროდიუსერი: ანდრეი მალიუკოვი
ენა: რუსული
როლებში: ალექსანდრე ბალუევი, ვლადისლავ გალკინი, ალექსეი კრავჩენკო, ევკლიდ კიურდზიდისი, იგორ ლიფანოვი,�

მოკლე შინაარსი:
სერიალის გმირები – მთავარი სადაზვერვო განყოფილების ოფიცრები და მებრძოლები არიან. სამხედრო დაზვერვის სპეციალური განყოფილება - ეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ელიტარული ძალაა. თუმცე, ქვეყანაში თავიანთ გმირებს სახეზე არ იცნობენ, ეს სახელმწოფო საიდუმლოა. რეალური და ამავდროულად დაუჯერებელი ისტორიები სპეცნაზის ცხოვრებიდან. მოქმედება კი ჩრდილოეთ კავკასიაში, კოსოვოში, ტაჯიკეთში, ავღანეთში, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ვითარდება..

By: kritikosi | Views: 802 | Comms: 0


დასახელება: ვარსკვლავური ომები: კლონების ომი
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, ანიმაციური, ფანტასტიკა, სერიალი,
წელი: 2009
პროდიუსერი: დეივ ფილონი
ენა: რუსული
როლებში:

მოკლე შინაარსი:
გალაქტიკათა შორის ომი გრძელდება. ჩვენი საყვარელი გმირები - ანაკინ სქაიუოკერი, ობი-ვან კენობი და პადმე ამიდალა კვლავ სიკეთის სადარაჯოზე დგანან... მათი მოწინააღმდეგეები - პალატინი, გრაფ დუკუ და გენერალი გრივუსი გალაქტიკის დაპყრობის გეგმებს აწყობენ. უკანასკნელი ბრძოლა იწყება, სამყაროს ბედი რაინდი-ჯედაების ხელშია...(სერიალის მეორე სეზონი)(V)

By: kritikosi | Views: 757 | Comms: 1


დასახელება: ვარსკვლავური ომები: კლონების ომი
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, ანიმაციური, ფანტასტიკა, სერიალი,
წელი: 2008
პროდიუსერი: დეივ ფილონი
ენა: რუსული
როლებში:

მოკლე შინაარსი:
გალაქტიკათა შორის ომი გრძელდება. ჩვენი საყვარელი გმირები - ანაკინ სქაიუოკერი, ობი-ვან კენობი და პადმე ამიდალა კვლავ სიკეთის სადარაჯოზე დგანან... მათი მოწინააღმდეგეები - პალატინი, გრაფ დუკუ და გენერალი გრივუსი გალაქტიკის დაპყრობის გეგმებს აწყობენ. უკანასკნელი ბრძოლა იწყება, სამყაროს ბედი რაინდი-ჯედაების ხელშია...(V)

By: kritikosi | Views: 783 | Comms: 0


დასახელება: ვოროშილოვის მსროლელი
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა,
წელი: 1999
პროდიუსერი: მიხაილ ულიანოვი
ენა: რუსული
როლებში: სტანისლავ გოვორუხინი,ანა სინიაკინა,ალექსანდრე პოროხოვშიკოვი, სერგეი გარმაში,ირინა როზანოვ

მოკლე შინაარსი:
პენსიონერი რკინიგზის მუშაკი მოკრძალებულად ცხოვრობს მის შვილიშვილ კატიასთან ერთად. მეზობლად რეგულარულად იკრიბება სამი ახალგაზრდა უსაქმური ყმაწვილი. ერთხელაც მათ სახლში შეიტყუეს კატია და გააუპატიურეს.

By: kritikosi | Views: 1025 | Comms: 0


დასახელება: 1944 წლის აგვისტოში
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დეტექტივი, დრამა, ტრილერი,
წელი: 2001
პროდიუსერი: მიხაილ პტაშუკი
ენა: რუსული
როლებში: ევგენი მირონოვი, ვლადისლავ გალკინი, იური კოლოკოლნიკოვი, ბეატა ტიშკევიჩი,ლაექსეი პეტრენკო,ალ�

მოკლე შინაარსი:
1944 წლის ზაფხული. დიდებულ გამარჯვებამდე დაახლოებით ერთი წელი რჩება. ბელორუსია გათავისუფლებულია, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე დადიან ადამიანები, რომლებიც მტრებს საბჭოთა ჯარის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ჯაშუშებზე ნადირობა იწყება.

By: kritikosi | Views: 765 | Comms: 0


დასახელება: სპეცნაზი
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, სერიალი,
წელი:
პროდიუსერი: ანდრეი მალიუკოვი
ენა: რუსული
როლებში: ალექსანდრე ბალუევი, ვლადისლავ გალკინი, ალექსეი კრავჩენკო, ევკლიდ კიურდზიდისი, იგორ ლიფანოვი,�

მოკლე შინაარსი:
სერიალის გმირები – მთავარი სადაზვერვო განყოფილების ოფიცრები და მებრძოლები არიან. სამხედრო დაზვერვის სპეციალური განყოფილება - ეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ელიტარული ძალაა. თუმცე, ქვეყანაში თავიანთ გმირებს სახეზე არ იცნობენ, ეს სახელმწოფო საიდუმლოა. რეალური და ამავდროულად დაუჯერებელი ისტორიები სპეცნაზის ცხოვრებიდან. მოქმედება კი ჩრდილოეთ კავკასიაში, კოსოვოში, ტაჯიკეთში, ავღანეთში, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ვითარდება... (სერიალის მეორე სეზონი)

By: kritikosi | Views: 738 | Comms: 0


დასახელება: დიდი გასროლა
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დეტექტივი, ტრილერი,
წელი: 2011
პროდიუსერი: ტონი კრანტცი
ენა: რუსული
როლებში: სიენა გილორი, ოტემ რიზერი, ანტონიო ბანდერასი, სემ ელიოტი, უილიამ ფიხტნერი

მოკლე შინაარსი:
კერძო დეტექტივს ქირაობენ, რათა მან დაკარგული სტრიპტიზის მოცეკვავე იპოვნოს. უბრალო საქმე მაშინ იხლართება, როდესაც კვდება ყველა, ვისაც დეტექტივი კითხვებს უსვამდა...(V)

By: kritikosi | Views: 738 | Comms: 0


დასახელება: ძმა
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, სათავგადასავლო, დრამა,
წელი: 1997
პროდიუსერი: ალექსეი ბალაბანოვი
ენა: რუსული
როლებში: ალექსეი ბალაბანოვი

მოკლე შინაარსი:
სერგეი ბოდროვი უმცროსი, ვიქტორ სუხორუკოვი, სვეტლანა პისმიჩენკო, იური კუზნეცოვი, ვიჩესლავ ბუტუსოვი

By: kritikosi | Views: 843 | Comms: 0


დასახელება: ვარსკვლავი
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, სათავგადასავლო, დრამა,
წელი: 2002
პროდიუსერი: ნიკოლაი ლებედევი
ენა: რუსული
როლებში: იგორ პეტრენკო, ალექსეი პანინი,არტემ სემაკინი, ალექსეი კრავჩენკო,ანატოლი გუშინი,ამადუ მამადა

მოკლე შინაარსი:
1944 წლის ზაფხული, წითელი არმია სსრკ-ს დასავლეთის საზღვრის მისადგომებთან იბრძვის. ახალგაზრდა მეომრებისგან დაკომპლექტებული რაზმი „ვარსკვლავი" მტრის ზურგისკენ მიემართება. მათ რთული მისია უნდა შეასრულონ, რომელის შედეგებზეც დამოკიდებულია ფრონტის ბედი.

By: kritikosi | Views: 757 | Comms: 0


დასახელება: დივერსანტი
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, სერიალი,
წელი: 2004
პროდიუსერი: ანდრეი მალიუკოვი
ენა: რუსული
როლებში: ალექსეი ბარდუკოვი, ვლადისლავ გალკინი, კირილ პლეტნევი,ალექსანდრე ლიკოვი,ვილე ჰაპასალო,ვლადი�

მოკლე შინაარსი:
ფილმის მოქმედება 1942 წელს ვითარდება. ახალგაზრა მებრძოლები - სადაზვერვო სკოლის კურსდამთავრებულები მტრის ზურგში ურთულეს ოპერაციას ახორციელებენ.

By: kritikosi | Views: 773 | Comms: 0


დასახელება: ჯინები
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, საშინელება,
წელი: 2010
პროდიუსერი: ჰიუ და სანდრა მარტინები
ენა: რუსული
როლებში: გრეგუარ ლეპრენს-რენგე,ტიერი ფრემონი,საიდ თაგმაუი, სირილ რაფაელი,ორელიენ ვიკი

მოკლე შინაარსი:
ფილმის მოქმედება საუდის არაბეთში ხდება. უცხოელი ჯარისკაცებისგან შემდგარ რაზმს დაკარგული თვითმფრინავის მოსაძებნად აგზავნიან, რომლის ბორტზეც სამხედროები იმყოფებოდნენ. კატასტროფის ადგილზე, დაღუპულთა შორის, კეისს პოულობენ უცნობი შიგთავსით, რომელიც ხელბორკილებით აქვს მიბმული მაღალი ჩინის პირს. ქვიშის ქარბუქში მოხდედრილი რაზმი უცნობ სოფელს აფარებს თავს, სადაც გაურკვეველი მისტიკური მოვლენები ხდება...(V)

By: kritikosi | Views: 889 | Comms: 0


დასახელება: ტყვიაზე სწრაფი
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, ტრილერი,
წელი: 2010
პროდიუსერი: ჯორჯ თილმანი
ენა: რუსული
როლებში: დუეინ ჯონსონი, ბილი ბობ ტორნტონი,ოლივერ ჯექსონ კოენი, კარლა გუჯინო, მეგი გრეისი

მოკლე შინაარსი:
ყოფილი კრიმინალი, ძმის მკვლელობისთვის იძიებს შურს, რომელიც ათი წლის წინ მომხდარი ძარცვის დროს დაიღუპა...(V)

By: kritikosi | Views: 731 | Comms: 0


დასახელება: კარტერის მოშორება
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა,
წელი: 2000
პროდიუსერი: სტეფენ ტ.კეი
ენა: რუსული
როლებში: სილვესტრ სტალონე, მირანდა რიჩარდსონი,რეიჩელ ლი კყკი, რონა მიტრა,ჯონი სთრონგი

მოკლე შინაარსი:
ყველა ვინც ჯეკ კარტერს იცნობს იცის, რომ მასთან საქმის დაჭერა საშიშია. ის საუკეთესოა თავის საქმეში. მთელი კრიმინალური სამყარო პატივს სცემს და აფასებს ჯეკის "ტალანტებს". ყველაფერი ერთი ახალი ამბით იწყება. სიეტლში კარტერის ძმა იღუპება და ჯეკი დაკრძალვაზე მიემგზავრება. გულის სიღრმეში ის დარწმუნებულია, რომ მისი ძმა თავისი სიკვდილით არ მომკვდარა...(V)

By: kritikosi | Views: 800 | Comms: 0


დასახელება: კანონგარეშე
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა,
წელი: 2010
პროდიუსერი: რაშიდ ბუშარები
ენა: რუსული
როლებში: ჟამილ დებუზი,რეშდი ზემი, სამი ბუაჟილა,ჩაფია ბოუდრა, ბერნარ ბლანკანი,საბრინასეივეკუ

მოკლე შინაარსი:
ბედი ერთმანეთს აშორებს მშობლიური ალჟირიდან გამოძევებულ დედას და სამ ძმას. მასაუდი ინდოჩინეთში მიდის საომრად, აბდელკადერი პარიზში არსებული ალჟირის თავისუფლებისათვის მებრძოლი მოძრაობას უდგება სათავეში, საიდი კი, პიგალის რაიონში შოულობს ფულს. ძმების ბედი, რომელიც დედის სიყვარულით არის გაძლიერებული, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის ბედს უკავშირდება...(V)

By: kritikosi | Views: 785 | Comms: 0


დასახელება: ბუნკერი
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა,
წელი: 2004
პროდიუსერი: ოლივერ ჰირშბიგელი
ენა: რუსული
როლებში: ბრუნო განცი, ალექსანდრა მარია ლარა,კორინა ჰარფუხი,უილრიხ მათესი,იულიანე ქელერი

მოკლე შინაარსი:
1945 წლის აპრილი. საბჭოთა ჯარები ბერლინს გარს ერტყმიან. გარდაუვალი დამარცხების ფონზე ბუნკერში მყოფი ერთ-ერთი პირი თავის დაღწევას ცდილობს, თუმცა ფიურერი უარზეა. გიტლერი ირწმუნება, რომ გამარჯვება ახლოსაა და გაქცევაზე უარს ამბობს. ისც გერმანიის მიწასთან გასწორების ბრძანებას გასცემს და თვითმკვლელობის დეტალებს განიხილავს... და ის ვინც ამ ბეტონის ჯოჯოხეთს ცოცხალი გადაურჩა, შეუძლია ისტორიას უამბოს მეთაურის სიცოცხლისა და მისი რეჟიმის მოსაწყენი ისტორია... და სიცოცხლის უკანასკნელი წუთები.

By: kritikosi | Views: 807 | Comms: 0


გაიმართა საქართველოს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის მე-4 ტურის მატჩები. ცენტრალური იყო თსუ-სა და ილიას უნივერსიტეტის გუნდის შეხვედრა, თსუ-მ 2:1 იმარჯვა და ლიდერი მე-3 ადგილზე დააქვეითა, თავად კი მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება ახალ ლიდერ სტუ-ს.
ფრე ამ ტურშიც გამოერია - შსს აკადემიამ და სამედიცინო უნივერსიტეტმა ერთმანეთს ოთხ-ოთხი ბურთი გაუტანეს.
უნიბურთის პირველი ტურნირი ერთ წრედ, ანუ შვიდ ტურად გაიმართება. ასე რომ, ცხრილიდანაც ჩანს - ბოლო ტურები ძალიან დაძაბული იქნება.

სოხუმი - სამხატვრო აკადემია 5:2
თსუ - ილიას უნივერსიტეტი 2:1
შსს აკადემია – სამედიცინო 4:4
სტუ - კავკასიის უნივერსიტეტი 3:2






1. სტუ 4 3 0 1 11-6 9
2. თსუ 4 3 0 1 13-10 9
3. ილიას უნ. 4 2 1 1 22-11 7
4. თსსუ 4 2 1 1 19-13 7
5. კავკასია 4 2 0 2 10-12 6
6. შსს აკადემია 4 1 1 2 8-9 4
7. სოხუმის უნ. 4 1 1 2 11-13 4
8. სამხატვრო 4 0 0 4 8-28 0

By: kritikosi | Views: 800 | Comms: 0


კანკავა-ღვინიანიძე 3:1 და კუტალიას საგოლე პასი
უკრაინის პრემიერლიგის 27-ე ტურში, ჯაბა კანკავას "კრივბასმა" შინ 3:1 სძლია მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლს". კანკავამ 84 წუთი ითამაშა, ხოლო ღვინიანიძე არ შეუცვლიათ. უშუალოდ მათეს ბრალი არცერთი გოლი არ ყოფილა, თუმცა, უკრაინული გამოცემების მიხედვით, მთლიანად "სევასტოპოლის" დაცვამ ითამაშა ცუდად. რაც შეეხება კანკავას, მან ერთ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. ჯაბამ 21-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
ჯაბა ლიპარტიას "ზარიამ" სტუმრად 0:1 წააგო "ვორსკლასთან" და არცთუ მშვიდად აქვს საქმე. ლიპარტიამ 72 წუთი ითამაშა და აქტიურიც იყო, თუმცა, მისი გუნდი უგოლოდ დარჩა.
და რა ხდება პრემიერლიგის ცხრილის ქვედა ნაწილში? "ზარია" მე-12 ადგილზეა 27 ქულით, კანკავას "კრივბასი" 26 ქულით მე-13 საფეხურზეა, ღვინიანიძის "სევასტოპოლი" მე-14 პოზიციაზეა 24 ქულით, ხოლო ბოლოსწინაზე თორნიკე ოქრიაშვილის "ილიჩევეცია" - 23 ქულით. პრემიერლიგიდან 2 გუნდი ვარდება.
ბოსნიის ჩემპიონატში ლევან კუტალიას "ზრინსკიმ" შინ 1:0 სძლია სარაევოს "ოლიმპიკს" და მნიშვნელოვნად აინაცვლა ცხრილში - მე-10 ადგილზეა. კუტალიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და საგოლე პასი გააკეთა.
რაც ლევანი "ზრინსკიში" გადავიდა, შვიდ მატჩში 2 გოლი შეაგდო.

By: kritikosi | Views: 792 | Comms: 0


საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მახაჩყალის ”ანჟის” გოლკიპერმა ნუკრი რევიშვილმა, ტრავმა მიიღო და რუსული პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩის გამოტოვებაც მოუხდა. წინასწარი ინფორმაციით, რევიშვილი სერიოზულად არ დაშავებულა და მინდორზე დაბრუნებას ათიოდ დღეში შეძლებს, ამდენად, მაქსიმუმ კიდევ ერთი ტური დასვენება მოუწიოს.

რევიშვილის არყოფნაში, დაღესტნური კლუბის კარში ალექსანდრე მაკაროვი ჩადგა და საკმაოდ წარმატებულადაც გაისარჯა. მე-7 ტურში ”ანჟიმ” ”როსტოვი” 1:0 დაამარცხა და 12 ქულით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. მასპინძელთა განაცხადში ირაკლი კლიმიაშვილი და გიორგი ილურიძე არ გამოჩენილან.
10 ქულით მეშვიდეა ”კრასნოდარი”, რომელიც კვლავაც ლიდერის, ალექსანდრე ამისულაშვილის გარეშე ასპარეზობს. ქართველი კაპიტანი ჯერაც ტრავმას იშუშებს, მისი კლუბი კი "ზენიტს" უგოლოდ დაშორდა.
კვიპროსულ ლიგაში, სეზონში მე-5 გოლი შეაგდო 33 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლევან მაღრაძემ. მან ”ერმისს” ”პაფოსთან” გასვლით მატჩში ქულა 57-ე წუთზე გადაურჩინა (1:1), რისი წყალობითაც არადიპუელებმა ლიგაში დასარჩენ ოთხეულში მე-3 ადგილი შეინარჩუნეს. მაღრაძემ შეუცვლელად ითამაშა. ოთხეულის ლიდერად რჩება ლევან ქებაძის ”ეთნიკოსი”, რომელმაც ალკი-სთან საშინაო შეხვედრა, მოულოდნელად 0:3 წააგო. ქართველი ფორვარდი თამაშში არ ჩართულა.
აზერბაიჯანის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ადამიამ, რომლის ”ყარაბახიც” "ბაკის” დაუხვდა და 2:2 ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა მე-60 წუთზე ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მისმა გუნდმა კი ყაიმს მხოლოდ ბოლო წუთზე მიაღწია – 2:2. ადამიამ მინდორზე 90 წუთი გაატარა, ხოლო აგდამელები 54 ქულით, ჩემპიონობისთვის მებრძოლ ექვსეულში მესამე საფეხურზე არიან.

By: kritikosi | Views: 802 | Comms: 0


შოთა არველაძის გაწვრთნილმა "კაისერისპორმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და შინ 1:0 სძლია მე-3 ადგილზე მყოფ "ბურსასპორს", რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია.
"კაისერისპორმა" პარაგვაელი სანტანას 53-ე წუთზე გატანილი გოლით იმარჯვა და ცხრილში მე-6 ადგილზეა, მეხუთეზე მყოფ "ბეშიქთაშს" კი მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. თურქეთის სუპერლიგის დასრულებამდე 3 ტური დარჩა და ანატოლიელები ევროპის ლიგის საგზურს უმიზნებენ.
ცნობისათვის, შოთას გუნდმა 20 თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო.
ჰოლანდიის ერედივიზიონში ბოლოსწინა ტური გაიმართა და "ვიტესმა" სტუმრად 1:2 წააგო პსვ-სთან. არნემელთა ქართველმა მცველმა გურამ კაშიამ სრულად ითამაშა, ხოლო გიორგი ჭანტურია მომდევნო სეზონის დასაწყისშივე ჩაერთვება ერედივიზონში.
"ვიტესს" ჯერ ოფიციალურად არ შეუნარჩუნებია უძლიერესთა შორის ადგილი, თუმცა, ძალიანაც არ უნდა შიშობდეს - არნემელები ბოლო ტურში შინ "ექსელსიორს" მასპინძლობენ და 4 ბურთის სხვაობით თუ არ წააგებენ, ერედივიზიონში დარჩებიან.

By: kritikosi | Views: 764 | Comms: 0


ლონდონელ "მეთოფეთა” 20 წლის ნახევარმცველმა არონ რემსიმ, ინგლისის პრემიერლიგის წლევანდელი გამარჯვებულის გამოსავლენი მატჩი 8 მაისისთვის დანიშნა. სწორედ უელსელმა გაიტანა "მანჩესტერ იუნაიტედთან” პრინციპულ დაპირისპირებაში, სეზონის ეს დამაინტრიგებელი ერთადერთი გოლი. მოედნის ცენტრში, სტუმართა კომპინაცია სონგ ბილონგმა ჩაჭრა, რომელმაც საკუთარი გუნდის შეტევის მიმართულება მარჯვენა ფლანგზე გადაიტანა, საიდანაც ვან პერსიმ მეტოქის საჯარიმოში რემსი მოძებნა. უელსელის დარტყმული ჯერ კერიკის ფეხს ასცდა, მერე კი ნახტომში გაჭიმული ვან დერ სარის ხელის თითებს. ასე გავიდა, არსენ ვენგერსა და ალექს ფერგიუსონს შორის გამართული 45-ე დაპირისპირების ერთადერთი გოლი. ფრანგმა, შოტლანდიელთან მოგებებში ჩამორჩენა ერთით შეამცირა და პირადი დუელი 20:16 გახადა.

By: kritikosi | Views: 742 | Comms: 0


გუშინ, საფრანგეთის პირველ ლიგაში, 5 მატჩი გაიმართა და ვერცერთ მათგანში ვერ მოიგო ფავორიტად შერაცხულმა გუნდმა. ყველაზე დიდ მოულოდნელობად იქცა მოქმედი ჩემპიონისა და პირველობისთვის კვლავ მებრძოლი „მარსელის" მიერ ქულების დაკარგვა. დიდიე დეშამის გუნდი, პირველ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „ოსერს" დაუპირისპირდა და მიუხედავად უდიდესი უპირატესობისა, მასპინძლები მაინც მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

By: kritikosi | Views: 748 | Comms: 0


როგორც მოსალოდნელი იყო, სერია A-ს 35-ე ტურში, „მილანმა" თითქმის უმოტივაციოდ მოთამაშე „ბოლონია" დაამარცხა და ახლა, მასიმილიანო ალეგრის შეგირდები, სკუდეტოსგან უკვე ერთი ხელის გაწვდენაზე არიან. იმისათვის, რომ შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, „როსონერიმ" კვლავ იზეიმოს ჩემპიონობა, მილანელებს მხოლოდ ერთი მოგება სჭირდებათ.

მიუხედავად არაერთი სახიფათო მომენტისა, „სან სიროზე" გამართულ მატჩში, „მილანი" მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდა. შეხვედრის სტარტზე, შეტევაში ძალიან კარგად მოთამაშე ფლამინი მეკარესთან პირისპირ გავიდა და მართალია, ვივიანომ მას პირველი დარტყმა აუღო, მაგრამ დამატებაზე კვლავ ფრანგმა თავდამსხმელმა ითამაშა, რომელმაც ცარიელ კარში ბურთის შეგორებით, შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

By: kritikosi | Views: 707 | Comms: 0


ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად, ერთ ტურში, საუკეთესო სამეულში შემავალი ყველა გუნდი უქულოდ დარჩა. შაბათს, თავისი მატჩები დათმეს „ბარსელონამ" და „რეალმა", ხოლო კვირას, მათ რიგებს „ვალენსიაც" შეუერთდა, რომელიც „ოსასუნასთან" გასვლით შეხვედრაში დარჩა უქულოდ.

„ღამურების" მარცხი მოულოდნელი იყო, რადგან მათი მეტოქე შეხვედრას ძალზე ცუდ ფორმაში შეხვდა. პამპლონელებს ბოლო 4 თამაში ჰქონდათ წაგებული და მათ მოგებას ბევრი არც „ვალენსიასთან" უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ხოსე მენდილიბარის გუნდმა 3 ქულის მოპოვება და გასავარდნი ზონისთვის თავის დაღწევა მაინც მოახერხა. სტუმართა კარში ერთადერთი გოლი ალვარო სეხუდომ გაიტანა, რომელმაც 59-ე წუთზე, 25 მეტრიდან დარტყმითა და რიკოშეტით იხეირა.

„ვალენსიას" ფეხის დაცდენით ისარგებლა „ვილიარეალმა", რომელმაც „ღამურებთან" ქულათა სხვაობა სამამდე შეამცირა. პრიმერაში დარჩენისთვის მებრძოლ „ხეტაფესთან" 3 ქულის მოპოვებით, „ვილიარეალმა" „ატლეტიკოს", „სევილიასა" და „ბილბაოს" ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი შეაწყვეტინა. მიუხედავად „ვალენსიასთან" მიახლოებისა, მე-3 ადგილის დაკავება „ყვითელ წყალქვეშა ნავს" მაინც გაუჭირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ მართალია, „ვილიარეალი" „ვალენსიას" 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ „ღამურებს" ურთიერთშეხვედრებში აქვთ უპირატესობა და დარჩენილ ოთხ ტურში, გარიდოს გუნდს კონკურენტზე 4 ქულით მეტის დაგროვება მართებს.

By: kritikosi | Views: 765 | Comms: 0


"ქართული სპორტის ქომაგებმა” მოყვარულ ფეხბურთელთა ლიგაში თამაში გამარჯვებით დაიწყეს. "დიპლომატ სერვისის” მიერ ორგანიზებულ ტურნირზე, გასულ შაბათ-კვირას პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. ქომაგთა გუნდი, რომელიც D ქვეჯგუფში მოხვდა, პარტნიორ კომპანიას – "ნატახტარს” დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. ამავე ჯგუფში, აზერბაიჯანის საელჩო და GMC ჯგუფი უგოლო ფრით დაშორდნენ ერთმანეთს.
ტურში ყველაზე დიდი ანგარიშით – 8:1 "PSP”-მ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმარჯვა.
მეორე ტურის მატჩები მომავალ უქმეებზე გაიმართება. შეგახსენებთ, ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ერთმანეთს ორ-ორჯერ შეხვდებიან. 4 საუკეთესო პირველადგილოსანი პირდაპირ მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს, ხოლო მეხუთე პირველადგილოსანი, ხუთივე მეორეადგილოსანი და ორი საუკეთესო მესამე ჩემპიონობისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებენ.

By: kritikosi | Views: 753 | Comms: 0


ინფორმაცია, რომელიც მოდულის შენობაში 12:00 საათზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, შსს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგო თოფურიძემ გააცნო საზოგადოებას, მოულოდნელი არ ყოფილა - კუდ-ის თანამშრომლებმა, ოპერატიულად წარმოებული გამოძიების საფუძველზე, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი დააკავეს.

By: kritikosi | Views: 745 | Comms: 0


იტალიური "მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ აღნიშნა, რომ გუნდის ვეტერანები - პირლო, ზეედორფი, ნესტა და ამბროზინი, არსად წასვლას არ აპირებენ და მომავალი სეზონისთვის გუნდში რჩებიან.
Football Italia-სთან საუბარში, მან განაცხადა, რომ კლუბი ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სეზონის ბოლომდე მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. მისი თქმით, იმ ფეხბურთელებმა, რომლებსაც მოქმედი კონტრაქტები მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურებათ, გუნდში დარჩენის სურვილი თავად გამოთქვეს.
"მივიღეთ გადაწყვეტილება და სეზონის დასრულებამდე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებას არავისთან არ ვაწარმოებთ. მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს და მათ აგენტებს სიტუაციის სწორად შეფასებისთვის. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, არცერთი ფეხბურთელი, რომელთა კონტრაქტებიც სეზონის ბოლოს იწურება, სხვა კლუბებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს. ვიცი, რომ პირლო, ზეედორფი, ნესტა და ამბროზინი, "მილანში” დარჩენას” გეგმავენ” - თქვა გალიანიმ.

By: kritikosi | Views: 769 | Comms: 0


ფინეთის იუკონენლიგაში (რანგით პირველი ლიგა) წარმატებული სტარტი ჰქონდა კპვ-ს, სადაც ფორვარდი ირაკლი სირბილაძე და ნახევარმცველი ნიკა კილაძე გამოდიან. კპვ-მ საკუთარ მოედანზე პოპა-ს 1:0 სძლია და ორივე ქართველმა ლეგიონერმა სრულად ითამაშა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, სირბილაძე 16 გოლით იუკონენლიგაში საუკეთესო ბომბარდირი იყო, ხოლო კილაძემ ახალ გუნდში სადებიუტი შეხვედრა ჩაატარა. პოპა-ს რიგებში არ გამოჩენილა ანზორ კალაძე.
სეზონის პირველ შეხვედრაში, "კოოტეეპეე” საშინაო მატჩში პკ-35-თან დამარცხდა - 0:1. მასპინძელთა შორის შეუცვლელად გაისარჯა მცველი გიორგი ოსიტაშვილი.
ლატვიის ვირშლიგაში, თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილმა დაუგავპილსის "დაუგავამ”, სტუმრად "იურმალა” დაამარცხა - 3:1. გამარჯვებულთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ბიძინა ცინცაძემ, ხოლო გიორგი ჩიხრაძე სათადარიგოთა შორის იყო. 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდნენ ჯემალ ჯალიაშვილი და მამუკა ღონღაძე. "დაუგავას” 14 ქულა აქვს და 9-გუნდიან ვირშლიგაში მე-3 ადგილი უკავია.

By: kritikosi | Views: 724 | Comms: 0


დავით დევდარიანის "ორჰუსმა", დანიის რანგით მე-2 ლიგაში, შინ 1:0 სძლია "სკივეს" და ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, სუპერლიგაში გადასვლა გაინაღდა. "ორჰუსის" გამჩერებელი ლიგაში ვერავინ აღმოჩნდა, გუნდი 17 ქულით უსწრებს მესამეადგილოსანს.
ცნობისთვის, "ორჰუსი" შარშან გავარდა და თანაც, საკმაოდ უცნაურად - თავიდან ლიდერებში იყო, შემდეგ ცხრილის შუაში, ბოლო ტურები კი ცუდად ჩაატარა.
"სკივესთან" შეხვედრაში, დევდარიანმა 90 წუთი ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოს ძელს გაარტყა ბურთი.

By: kritikosi | Views: 805 | Comms: 0


მადრიდის "რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალის მატჩისწინა პრესკონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
Marca-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი "ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ, ხვალ ჟურნალისტების წინაშე არ წარსდგება.
პორტუგალიელი მწვრთნელი, მსაჯმა პირველი შეხვედრის მსვლელობისას ტექნიკური ზონიდან გააძევა და ასეთი გადაწყვეტილება ამის გამო მიიღო. მოურინიო ამით საკუთარ პროტესტს გამოხატავს, მის ნაცვლად კი, ჟურნალისტების წინაშე მისი ასისტენტი აიტორ კარანკა წარდგება. მის გარდა, პრესკონფერენციაზე "რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემაც გამოცხადდება.
"ბარსელონას” და "რეალის” განმეორებითი შეხვედრა ოთხშაბათს, "ნოუ კამპზე” გაიმართება. პირველი შეხვედრა კატალონიელებმა სტუმრად, "სანტიაგო ბერნაბეუზე” 2:0 მოიგეს.

By: kritikosi | Views: 803 | Comms: 0


კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, გამოავლინეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე საფეხბურთო კლუბების კორუფციული გარიგებები ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წამომადგენლებთან. გამოვლენილი იქნა: საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიის" კაპიტანი სპარტაკ გოგია, ფეხბურთელი კახაბერ კირთაძე, ზუგდიდის ”ბაიას" კაპიტანი როინ ონიანი, ფეხბურთელი ლევან ვართაგავა და თბილისის ”ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია.
ისინი სისტემატურად შედიოდნენ ფარულ გარიგებაში ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელ დავით გაბედავასთან და დიდი ოდენობით თანხების სანაცვლოდ, წინასწარ, ხელოვნურად განსაზღვრავდნენ თამაშების შედეგებს, ამგვარად, გამოვლენილი იქნა შემდეგი თამაშები:
2011 წლის 15 აპრილს გამართული სამტრედიის და ბოლნისის "სიონის" მატჩი, რომელშიც სამტრედიის გუნდმა აიღო 15 000 ლარი. 2011 წლის 19 აპრილს ჩატარებული თბილისის "დინამოსა" და ზუგდიდის "ბაიას" მატჩი, ”ბაიას" გუნდმა აიღო 12 000 ლარი. 2011 წლის 30 აპრილს ჩატარებულ "ვიტ ჯორჯიასა" და "სიონის" მატჩი, "ვიტ ჯორჯიას” გუნდმა აიღო 20 000 ლარი.
ძიება გრძელდება, გამოძიებას აწარმოებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.



www.police.ge

By: kritikosi | Views: 754 | Comms: 0


Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz