ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
ოთხშაბათი, 2024-05-15, 1:54 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » მაისი » 2 » სკანდალი ქართულ ფეხბურთში
2:42 PM
სკანდალი ქართულ ფეხბურთში
ინფორმაცია, რომელიც მოდულის შენობაში 12:00 საათზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, შსს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგო თოფურიძემ გააცნო საზოგადოებას, მოულოდნელი არ ყოფილა - კუდ-ის თანამშრომლებმა, ოპერატიულად წარმოებული გამოძიების საფუძველზე, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი დააკავეს.
"ჩვენს მიერ გამოვლენილ იქნა ს/კ "სამტერედიის” კაპიტანი სპარტაკ გოგია, ფეხბურთელი კახაბერ კირთაძე, ზუგდიდის "ბაიას” კაპიტანი როინ ონიანი, ფეხბურთელი ლევან ვართაგავა, თბილისის "ვიტ ჯორჯიას” კაპიტანი გიგა ბეჭვაია, რომლებიც სისტემატურად შედიოდნენ ფარულ გარიგებაში ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელ დავით გაბედავასთან და დიდი ოდენობით თანხების სანაცვლოდ, ხელოვნურად განსაზღვრავდნენ თამაშის შედეგებს. Aმგვარად, გამოვლენილ იქნა შემდეგი თამაშები - 2011 წლის 15 აპრილს გამართული "სიონი”-"სამტრედია” (5:0), რომელშიც სამტრედიელებმა აიღეს 15 ათასი ლარი, 2011 წლის 19 აპრილს გამართული "დინამო”-"ბაია” (2:1), რომელშიც სტუმრებმა აიღეს 12 ათასი ლარი და 2011 წლის 30 აპრილს გამართული "ვიტ ჯორჯია”-"სიონი” (3:0), რომელშიც თბილისელთა კაპიტანმა 20 ათასი ლარი აიღო”, - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე თოფურიძემ.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ოპერატიული მასალიდან ჩანს, რომ "ბაიას” ფეხბურთელი გაბედავას ჰპირდება, თუ საჭირო გახდა, შეცვლა მე-10 წამზეც იქნება. მეორე ზუგდიდელი იქვე ამატებს - პრობლემა არაა, ორ პენალტსაც ავიკიდებთ, თუ პირველში არა, მე-2 ტაიმში აუცილებლად იქნება პენალტი.
როგორც გავრცელებული მასალებიდან ჩანს, დავით გაბედავასთან ზემოთ დასახელებულ ფეხბურთელთა გარიგება, მხოლოდ მატჩის შედეგებზე არ ხდებოდა - მხარეთა ძირითადი დაინტერესების საგანი, ე.წ. "ცოცხალი ფსონები” იყო. ქვემოთ გთავაზობთ, შსს-ს მიერ გავრცელებულ კომენტარებს:
გიგა ბეჭვაია ("ვიტ ჯორჯია”) - "ამ ფულში, პირველსავე ტაიმში შეცვლას გიკეთებთ, პირველ ყვითელს გიკეთებთ და ჩვენი მეტი აუტი იქნება. თავი რომ დავიზღვიოთ, სადღაც თხუთმეტ აუტს ჩავაწვდით”.
სპარტაკ გოგია ("სამტრედია”) - "რა გინდა ამ 15 ათასში გავაკეთო. ტრენერი ამბობს, შეცვლას პირველ ტაიმში გავაკეთებო, ჩვენ კი პენალტს ავიკიდებთ”.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, დავით გაბედავა ყოფილი ფეხბურთელია, რომელმაც ძველი ურთიერთობები გამოიყენა და ახლანდელ კოლეგებთან საერთო ენის გამოძებნაც იმიტომ არ გაუჭირდა.
კუდ-ის ინფორმაციით, აღნიშნულ თემებზე გამოძიება გრძელდება და არაა გამორიცხული, ახლო მომავალში ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე სხვა ფეხბურთელების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 748 | დაამატა: kritikosi | ტეგები: beautiful girls.com, FIFA, Fu, BCM, grand, Half-Life, H.A.W.X., GTA3, Ertso, el | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz