ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
ოთხშაბათი, 2024-05-15, 4:54 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » მაისი » 2 » სირბილაძემ და კილაძემ ფინეთი წარმატებით დაიწყეს
2:39 PM
სირბილაძემ და კილაძემ ფინეთი წარმატებით დაიწყეს
ფინეთის იუკონენლიგაში (რანგით პირველი ლიგა) წარმატებული სტარტი ჰქონდა კპვ-ს, სადაც ფორვარდი ირაკლი სირბილაძე და ნახევარმცველი ნიკა კილაძე გამოდიან. კპვ-მ საკუთარ მოედანზე პოპა-ს 1:0 სძლია და ორივე ქართველმა ლეგიონერმა სრულად ითამაშა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, სირბილაძე 16 გოლით იუკონენლიგაში საუკეთესო ბომბარდირი იყო, ხოლო კილაძემ ახალ გუნდში სადებიუტი შეხვედრა ჩაატარა. პოპა-ს რიგებში არ გამოჩენილა ანზორ კალაძე.
სეზონის პირველ შეხვედრაში, "კოოტეეპეე” საშინაო მატჩში პკ-35-თან დამარცხდა - 0:1. მასპინძელთა შორის შეუცვლელად გაისარჯა მცველი გიორგი ოსიტაშვილი.
ლატვიის ვირშლიგაში, თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილმა დაუგავპილსის "დაუგავამ”, სტუმრად "იურმალა” დაამარცხა - 3:1. გამარჯვებულთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ბიძინა ცინცაძემ, ხოლო გიორგი ჩიხრაძე სათადარიგოთა შორის იყო. 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდნენ ჯემალ ჯალიაშვილი და მამუკა ღონღაძე. "დაუგავას” 14 ქულა აქვს და 9-გუნდიან ვირშლიგაში მე-3 ადგილი უკავია.
განვლილ ტურში, მორიგი მატჩი წააგო რიგის "ოლიმპსმა”, რომლის დირექტორიც ალექსანდრე რეხვიაშვილია. ამჯერად, რიგელები სტუმრად "გულბენესთან” დამარცხდნენ - 1:2. მათ რიგებში, შეუცვლელად გაისარჯნენ კოტე ზარნაძე და პაატა ბალაძე. ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჩხიკვიშვილი, რომელიც 26-ე წუთზე შეცვალეს. ასევე, სასტარტოში იმყოფებოდა თომა ტაბატაძე, რომელიც 90-ე წუთზე მიღებული მე-2 ყვითელი ბარათის გამო გააძევეს. "გულბენეს” 18-კაციან განაცხადში იყვნენ დავით ცისკარიშვილი და ილია სორდია, რომელთაც მოედანზე გასვლა არ მოუწიათ. მიდინარე სეზონში მოპოვებული პირველი გამარჯვების წყალობით, "გულბენე” მე-7 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო "ოლიმპსი” კვლავ ცხრილის ფსკერზეა.
ლიტვის A ლიგაში, "შიაულიაემ”, სადაც გოჩა ტვილდიანი გამოდის, სტუმრად ფრედ (0:0) დაასრულა შეხვედრა "სუდუვასთან”. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. 7 ტურის შემდეგ, "შიაულიაეს” 14 ქულა აქვს და 12-გუნდიან A ლიგაში მე-4 ადგილზე იმყოფება.
სომხეთის პრემიერლიგის ლიდერმა "ულისესმა”, მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა – შინ "იმპულსთან” 0:1 წააგო. "ულისესის” შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს თენგიზ უგრეხელიძემ და შოთა ჯიქიამ, ხოლო გიორგი კრასოვსკი და ლევან აკობია მოედანზე არ გამოჩენილან. "იმპულსში” არ უასპარეზია გაგა თიბილაშვილს. მარცხის მიუხედავად, 7 ტურის შემდეგ, "ულისესი” 16 ქულით, 8-გუნდიან პრემიერლიგაში კვლავ ტურნირის სათავეში იმყოფება, ხოლო "იმპულსს” 10 ქულა აქვს და მე-5-ეა.
ამავე ტურში, "შირაქი” საკუთარ მოედანზე "არარატს” დაუზავდა 1:1, მაგრამ მასპინძელთა შორის ქართველი მეკარე გელა ძამუნაშვილი არ გამოჩენილა. "შირაქს” 6 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზეა.
"განძასარმა”, სადაც ლევან ბუბუტეიშვილი გამოდის, სახლში "ბანანცს” აჯობა 2:0 და 15 ქულით ცხრილში მე-2 ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 29-ე ტურში, ტოვუზის "თურანი” საკუთარ მოედანზე "მუღანთან” 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში არც ერთი ქართველი ლეგიონერი – გიორგი ბერიაშვილი, ოლეგ გველესიანი და გიორგი ჭედია - 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. "მუღანის” სასტარტოში იყო გიორგი გულორდავა, რომელიც 76-ე წუთზე შეცვალეს. "თურანი” 12-გუნდიან აზერბაიჯანის ჩემპიონატში, 24 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება, ხოლო "მუღანს” 41 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა.
"სიმურგი” შინ "გაბალას” დაუზავდა 0:0 და სტუმართა შორის გოგა ბერაიამ, რომელიც მიმდინარე სეზონში გუნდს კაპიტნობდა კიდეც, მთელი სათამაშო დრო სათადარიგოთა სკამზე გაატარა. "გაბალას” 44 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა.
"განჯამ” საშინაო კედლებში მოიკ-ს 1:0 აჯობა და გამარჯვებულთა რიგებში ზურაბ ძამსაშვილი 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა. "განჯა” 35 ქულით მე-9 ადგილზეა.
უზბეკეთის თასის პირველ რაუნდში, ტაშკენტის "ფახთაქორმა” სტუმრად თანაქალაქელი "სპარტაკი” 5:0 დაამარცხა და გამარჯვებულთა შორის კახა მახარაძემ მოედანზე 2 ტაიმი დაჰყო.
რუსეთის პრემიერლიგის დუბლშემადგენლობათა მე-7 ტურში, მახაჩყალის "ანჟიმ” თავის მოედანზე "როსტოვს” 1:0 აჯობა. მახაჩყალელთა დუბლებში, მოედანზე პირველივე წუთიდან იმყოფებოდა გიორგი ილურიძე, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს. ვიდრე მოედნიდან გავიდოდა, ერთ-ერთ ეპიზოდში მისი დარტყმული ბურთი როსტოველთა კარის ზედა ძელს მოხვდა.
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 726 | დაამატა: kritikosi | ტეგები: piranha3de, Lil Wayne, pirania 3de, Taylor Swift, piranha 3de, My fair lady, Genesis, pirania 3d, piranha 3d, No Strings Attached | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz