ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
სამშაბათი, 2024-05-14, 11:16 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » მაისი » 12 » ოცდაათი წლის შემდეგ - დიდი სტუმრიანობა თბილისში
10:37 PM
ოცდაათი წლის შემდეგ - დიდი სტუმრიანობა თბილისში
თბილისის "დინამოს” მიერ 1981 წელს ევროპის თასების თასის მოგებასთან გასამართ საუბილეო საღამოზე, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უწევს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბევრი ცნობილი საფეხბურთო მოღვაწის სტუმრობაა მოსალოდნელი.
"დინამოს” პრეს-ატაშის გიგა გვენცაძის ცნობით, უკვე თბილისში იმყოფება ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელი და თბილისელთა ყოფილი თავკაცი ივო შუშაკი. ხვალ ჩამოვა ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი დუშან უჰრინი, რომლის ხელმძღვანელობითაც "დინამომ” საქართველოს ჩემპიონის ბოლო ტიტული მოიპოვა. მათ გარდა, საიუბილეო საღამოს დაესწრება 1981 წლის ფინალში, იენის "კარლ ცაისის” კაპიტანი ლოთარ კურბივაიტი. მასთან ერთად იქნება გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი რაინერ მილკორაიტი. უკრაინიდან თბილისს ეწვევიან კიევის "დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელები - ანდრეი ბიბა და ვლადიმერ მუნტიანი. აზერბაიჯანიდან ჩამოვლენ ბაქოს "ნეფთჩის” ყოფილი მოთამაშეები ისკანდერ ჯავადოვი და მაშალა ახმედოვი. სომხეთიდან გამოეშურება ერევნის "არარატისა” და საბჭოთა კავშირის ექსნახევარმცველი ხორენ ოგანესიანი. ღონისძიებას გასაშუქებლად ეწვევა "ნტვ ფუტბოლის” ჟურნალისტი ალექსეი ანდრონოვი. სხვათაშორის, საქართველოს ფარგლებს გარედან ჩამოსვლა არა მხოლოდ უცხოელ სტუმრებს მოუწიათ – მომავალი ღონისძიებისთვის, სოჭიდან სპეციალურად ჩამოფრინდა თბილისის "დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი სიჭინავა.
უცხოელი სტუმრები ხვალ, 12:00 საათზე, "დინამოს” დიღმის საწვრთნელ ბაზას ეწვევიან და იქ მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დაათვალიერებენ. საღამოს 19:00 საათზე კი, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო შედგება.
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 786 | დაამატა: kritikosi | ტეგები: dinamo, fcdinamo, dinamo 1981, fc dinamo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz