ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
შაბათი, 2024-05-04, 3:05 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » მაისი » 12 » ესპანური პრიმერა – ვინ ვის და როგორ... მანოლოდან ბრაიანტამდე
10:41 PM
ესპანური პრიმერა – ვინ ვის და როგორ... მანოლოდან ბრაიანტამდე
ცნობილი სახეები - ვინ ვის გულშემატკივრობს ესპანურ პრიმერადივიზიონში? "მსოფლიო სპორტმა” ორი კვირის წინ ინგლისური პრენმიერლიგის კლუბების ელიტ-ქომაგებზე დაწერა, ახლა კი, ესპანეთისკენაც გავიხედოთ... უმეტესად "ბარსელონასა” და "რეალზე” მოტრფიალეებზე წაიკითხავთ, თუმცა, არც ზოგიერთ სხვა კლუბს დავჩრდილავთ.
"კატალონიელების თამაშს რომ ვუყურებ, აღფრთოვანებული ვრჩები. ლეო მესი კი ნამდვილი ჯადოქარია” – ეს სიტყვები კობი ბრაიანტს ეკუთვნის. სხვათა შორის, "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” "მფრინავი კაცი” რამდენჯერმე ნახეს "კამპ ნოუზე”. ადრე ბრაიანტი ტურინის "იუვენტუსის” სიყვარულშიც შეამჩნიეს, თუმცა თავად ამბობს, "ბარსა” და მხოლოდ "ბარსაო”...
"ბარსელონა” nba-ს კიდევ ერთ ვარსკვლავს, "სან ანტონიო სპერსის” ფრანგ ტონი პარკერს ჩავარდნია გულში.
პოლიტიკოსებიდან კი, "ბლაუგრანას” ყველაზე ცნობილი და გადამკვდარი ქომაგი ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხოსე ლუის საპატეროა. ეს კაცი "რეალის” მიმართ ქილიკსაც არ ერიდება-ხოლმე.
გავაგრძელოთ... "ბარსასკენ” არიან ფორმულა1-ის ბრიტანელი მრბოლელი ლუის ჰემილტონი, მისი ესპანელი კოლეგა პედრო დე ლა როსა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ველომრბოლელი მიგელ ინდურაინი, მოტომრბოლელი ხორხე ლორენსო, ექსჩოგბურთელი ქალი არანჩა სანჩეს-ვიკარიო, ასევე კარლოს მოია.
თქმა რად უნდა, "ბარსელონისტია” კოლუმბიელი მომღერალი შაკირა, რომელიც ადრე "რეალისკენ” იყო, მაგრამ "ჩვენება შეცვალა” – აბა, ჟერარდ პიკეს ჰყვარობს და სხვაგვარად როგორ იქნება.
ტენორი ხოსე კარერასი კატალონიური კლუბის ძველისძველი ქომაგია. და კიდევ, მიხაელ შუმახერი... გერმანელი მრბოლელის საყვარელი კლუბი "კიოლნია”, თუმცა არაერთხელ უთქვამს, ვისაც ეტრფის გერმანიის გარეთ.
ისე, "ბარსელონას” საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ყოფილი მწვრთნელიც გულშემატკივრობდა – ალენ ჟირესი და კლაუს ტოპმიოლერი.
"რეალი”...…რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ხუან კარლოს ფერერო, ფელისიანო ლოპესი – მსოფლიო ჩოგბურთის "ასებს” "სამეფო კლუბი” მოსწონთ, მათგან ყველაზე გამოჩეული გულშემატკივარი კი ნადალია. გეცოდინებათ, "ბუღას” ბიძა, მიგელ ანხელ ნადალი წლების მანძილზე "ბარსაში” თამაშობდა...
"მე მიყვარს "რეალი” და ვცდილობ, მათი თამაშები არასოდეს გამოვტოვო, თუმცა ეს ზოგჯერ ვერ ხერხდება. ისე კი, "ბარსელონაც” მომწონს, ფანტასტიკურად თამაშობენ” – აღნიშნა ერთხელ რაფაელ ნადალმა.
"რეალი” მოსწონს ავსტრალიელ მსახიობ რასელ ქროუს და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით კრიშტიანუ რონალდუთია აღფრთოვანებული. "მადრიდისტთა” სიაშია რობერტ დე ნიროც, თუმცა ისეთი "ბეჯითი” გულშემატკივარი არ გახლავთ.
კიდევ? მსახიობები ჩაკ ნორისი და პენელოპა კრუზი, ტენორი პლასიდო დომინგო, პარაგვაელი მოდელი ლარისა რიკელმე, მომღერალი რიკი მარტინი, ველომრბოლელი ალბერტო კონტადორი, იორდანიის მეფე აბდულა, კოლუმბიის პრეზიდენტი ალვარო ურიბე, ყოფილი რალისტი კარლოს საინსი.
მძლეოსანმა უსაინ ბოლტმა ერთხელ ისიც თქვა, "რეალი” ჩემი ცხოვრების ნაწილიაო. ბოლტი ხშირად უნახავთ "სანტიაგო ბერნაბეუზე”.
რა თქმა უნდა, "რეალისტია” მომღერალი ხულიო იგლესიასიც. ის მეკარე გახლდათ და კარიერას სწორედ "სამეფო კლუბში” იწყებდა, როცა 20 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში მოჰყვა და სამი წელი (!) იწვა საავადმყოფოში, თავისუფლად მხოლოდ ხელებს ამუშავებდა. ცხადი იყო, მეკარეობისთვის თავი უნდა დაენებებინა და გიტარაზე დაკვრა დაიწყო...
"ვალენსიას” ცნობადი სახეების ასეთი დიდი არმია არ ჰყავს, მაგრამ ერთი ისეთი ჰყავს... უფრო სწორად, ჰყავდა და "ღამურების” არცერთ მატჩს არ აცდენდა 1982 წლიდან, თუმცა 2006 წელს კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა და "მესტალაზე” აღარ ჩნდება. საუბარია 62 წლის მანოლოზე, მსოფლიოში ალბათ ყველაზე ცნობილ და თავგადაკლულ ფანზე – თავისი განუყრელი დოლით.
მანოლო კასერეს არტესერო ესპანეთის პატარა ქალაქ სან-კარლოს დელა-ვალეში დაიბადა და 5 წლისა იყო, მისი ოჯახი უესკაში რომ გადასახლდა. უესკა არაგონის მხარეშია და მანოლო "სარაგოსას” გულშემატკივარი გახდა, თუმცა შემდეგ "ვალენსიისკენ” გადაიხარა მისი სიყვარული.
ზოგადად კი, "ელ დელ ბომბო” (მანოლოს მეტსახელი) "ვალენსიის” იმდენად არა, უფრო ესპანეთის ნაკრების გიჟმაჟი ფანია. ბოლო 34 წლის განმავლობაში, ამ კაცმა "ფურია როხას” მხოლოდ ერთი მატჩი გააცდინა – გასულ მუნდიალზე ესპანეთი-პარაგვაის ნახევარფინალის წინ ავად გახდა. მანოლო რვა მსოფლიო ჩემპიონატზეა ნამყოფი და როგორც თავად ამბობს, 12-მდე უნდა ავიდეს...
"ვალენსიას” გულშემატკივრები ასევე არიან ჩოგბურთელი დავიდ ფერერი და მსახიობი ფრანცისკო ბოში.
"სევილიას” პირმშვენიერი მოტრფიალე ჰყავს მსახიობ პას ვეგას სახით. ანდალუზიელთა ქომაგები არიან მომღერალი იზაბელ პანტოია და ტორეადორი ემილიო მუნიოსიც.
"დეპორტივოს” ქომაგია მომღერალი მანუ ჩაო, ხოლო "ესპანიოლს” ცნობილი ქომაგი ჰყავდა სეოკ-ის პრეზიდენტ ხუან ანტონიო სამარანჩის სახით. ასევე "ესპანიოლისკენ” არიან nba-ში მოთამაშე ძმები – პაუ და მარკ გასოლები.
მადრიდის "ატლეტიკოს” გულშემატკივრები არიან მომღერალი ხოაკინ შაბინა, მოკრივე მანუელ კალვო და ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანი სარა კარბონერო.
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 797 | დაამატა: kritikosi | ტეგები: ცნობილი სახეები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz