ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
ოთხშაბათი, 2024-05-15, 4:12 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » მაისი » 2 » ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა
2:46 PM
ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა
როგორც მოსალოდნელი იყო, სერია A-ს 35-ე ტურში, „მილანმა" თითქმის უმოტივაციოდ მოთამაშე „ბოლონია" დაამარცხა და ახლა, მასიმილიანო ალეგრის შეგირდები, სკუდეტოსგან უკვე ერთი ხელის გაწვდენაზე არიან. იმისათვის, რომ შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, „როსონერიმ" კვლავ იზეიმოს ჩემპიონობა, მილანელებს მხოლოდ ერთი მოგება სჭირდებათ.

მიუხედავად არაერთი სახიფათო მომენტისა, „სან სიროზე" გამართულ მატჩში, „მილანი" მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდა. შეხვედრის სტარტზე, შეტევაში ძალიან კარგად მოთამაშე ფლამინი მეკარესთან პირისპირ გავიდა და მართალია, ვივიანომ მას პირველი დარტყმა აუღო, მაგრამ დამატებაზე კვლავ ფრანგმა თავდამსხმელმა ითამაშა, რომელმაც ცარიელ კარში ბურთის შეგორებით, შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

მოულოდნელად, ძალიან დაძაბული გამოდგა „ბარისა" და „რომას" შორის გამართული მატჩი. დედაქალაქური გუნდი რომ 3 ქულისთვის იბრძოლებდა, ეს თავიდანვე ნათელი იყო, რადგან „ჯალოროსი", ერთის მხრივ, ევროპის ლიგაზე გასმვლელი ადგილის შენარჩუნებას ცდილობს და მეორეს მხრივ, ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს. გასაკვირი ის იყო, რომ სერია B-ში ოფიციალურად გავარდნილმა „ბარიმ" მეტოქეს უშეღავათო ბრძოლა გაუმართლა და კინაღამ ქულებიც დააკარგვინა.

ტურის ბოლო შეხვედრაში, ანგარიში 25-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც რომაელი ფეხბურთელის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი გოლად ბენტავოლიომ აქცია. ანგარიში ხუთ წუთში გათანაბრდა და რა გასაკვირია, რომ მასპინძელთა კარის ბადე ტოტიმ შეარხია. „რომას" უბერებელმა კაპიტანმა საჯარიმო დარტყმით იხეირა. პირველი ტაიმი მაინც მასპინძელთა უპირატესობით დასრულდა - 42-ე წუთზე, რომეროს მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი ჰუზეკლოპმა დაუხვედრა და ეფექტური გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მეტოქისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმის გამო, დე როსიმ წითელი ბარათი მიიღო და რომაელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა ანგარიშის კვლავ გათანაბრება მათ მაინც მოახერხეს. 57-ე წუთზე, ჟუანის წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად ტოტიმ გარდასახა. 78-ე წუთზე, საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევის გამო, გლიკი წითელი ბარათით, ხოლო „ბარი" პენალტით დაისაჯა და თითქოს „რომას" 3 ქულის მოპოვება აღარ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ 11 მეტრიდან, ტოტიმ ბურთი ძელს გაარტყა. შეხვედრის დამატებულ წუთზე, „რომას" მე-2 ფეხბურთელიც გაუგდეს. მეტოქისთვის ხელის დარტყმის გამო, მოედანი პეროტას დაატოვებინეს. როგორც ჩანს, დედაქალაქელებს კაცნაკლული თამაში უკეთესად გამოსდით. 9 კაცით დარჩენიდან მცირე ხანში, რიისეს მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე როზიმ ითამაშა, რომელიც 3 ქულის მომტანი გოლის ავტორი გახდა.

ბარიში მოგება „რომასთვის" ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისი უშუალო კონკურენტები, „ლაციო" და „იუვენტუსი" დღეს, ერთმანეთს ეთამაშებიან. ტურინელთა ვერმოგების შემთხვევაში, „ჯალოროსი" ევროპის ლიგის საგზურს თითქმის გაინაღდებს, ხოლო თუ „ლაციომ" დაკარგა ქულები, „რომას" მე-4 ადგილზე გასვლის შანსები გაეზრდება.

35-ე ტური იტალიაში დრამატული მატჩების სიმრავლით იყო გამორჩეული. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართა გენუაში, სადაც სერია A-ში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი „სამპდორია" და „ბრეშია" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები 3-ჯერ იგებდნენ, მასპინძლებმა მაინც მოახერხეს მნიშვნელოვანი ქულის მოპოვება.

სერია A-ში დარჩენა ფაქტობრივად გაინაღდა „კატანიამ", რომელმაც მიუხედავად 10 კაცით თამაშისა, უმოტივაციოდ მყოფ „კალიარის" მაინც სძლია. მატჩის მიწურულს, ოთხწუთიან მონაკვეთში, სარდინიელთა კარში გოლები სილვესტრემ და ბერგესიომ გაიტანეს.



მილანი-ბოლონია 1:0 (1:0)

მილანი, "სან სირო”74121

მილანი(4-3-1-2): აბიატი, აბატე, ნესტა, სილვა, ძამბროტა, ფლამინი, ამბროზინი, ზეედორფი, ბოატენგი (პირლო 81), რობინიო, კასანო (ბერეტა 86).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

ბოლონია(4-2-3-1): ვივიანო, მორასი, პორტანოვა, ბრიტოსი, შებურინი, მუტარელი, მუდინგაი, მეგიორინი (დელა როკა 54), ეკდალი (ხიმენესი 71), რუბინი (რამირესი 54), დი ვაიო.

მწვრთნელი: ალბერტო მალეზანი.

გოლი: 1:0 ფლამინი (7).

გაფრთხილებები: ბოატენგი 63 - მუტარელი 43, მეგიორინი 53, მუდინგაი 61, ვივიანო 90.

გაძევება: დელა როკა 82.

მსაჯი: ანდრეა დე მარკო.

ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 8 (4)-3 (1), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-3, ჯარიმა: 13-21.



სამპდორია-ბრეშია 3:3 (0:0)

გენუა, "ლუიჯი ფერარისი”25555

სამპდორია(4-4-2): კურჩი, ძაური, გასტალდელო, ლუჩინი, ციგლერი, მანინი, პალომბო, ტისონე, ლაჩკო (გუბერტი 59), ბიაბიანი (მაკარონე 66), პოცი (მაკედა 84).

მწვრთნელი: ალბერტო კავაზინი.

ბრეშია(4-3-1-2): არკარი, ძამბელი, ძობოლი (ძებინა 79), ბეგა, ბერარდი, ფილიპინი (ვასი 64), ჰეტემაი, ბაიოკო (კონე 75), დიამანტი, ედერი, კარაჩიოლო.

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი.

გოლები: 0:1 ედერი (50), 1:1 პოცი (55), 1:2 კარაჩიოლო (58), 2:2 ტისონე (63), 2:3 კარაჩიოლო (84), 3:3 მანინი (90).

გაფრთხილებები: ლაჩკო 24, პოცი 61 - ჰეტემაი 45, ბერარდი 48.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 13 (9)-5 (5), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 1-5, სეივი: 2-6, ჯარიმა: 15-26.



კატანია-კალიარი 2:0 (0:0)

კატანია, "ანჯელო მასიმინო”13882

კატანია(4-2-3-1): ანდუხარი, ალვარესი, სილვესტრე, სპოლი, კაპუანო, ლედესმა (ლოდი 62), კარბონი, გომესი (სკელოტო 71), რიკიუტი, ბერგესიო, ლოპესი (პოტენცა 79).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.

კალიარი(4-3-2-1): აგაცი, პერიკო (ლანერი 88), კანინი, ასტორი, აგოსტინი, ბიონდინი, კონტი (რაგაცუ 80), ნაინგოლანი, ლაცარი, კოსუ, აკვაფრესკა (მისიროლი 63).

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

გოლები: 1:0 სილვესტრე (78), 2:0 ბერგესიო (82).

გაფრთხილებები: ლედესმა 45, სილვესტრე 78 - ასტორი 24, კოსუ 81.

გაძევება: ალვარესი 74.

მსაჯი: სებასტიანო პერუცო.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 11 (6)-9 (1), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 4-1, სეივი: 1-4, ჯარიმა: 13-16.



კიევო-ლეჩე 1:0 (0:0)

ვერონა, "ანტონიო ბენტეგოდი”12000

კიევო(4-3-1-2): სორენტინო, სარდო, ანდრეოლი, ბოშტიანი, მანტოვანი, ფერნანდესი, რიგონი, კონსტანტი (მარკოლინი 79), ბოლიაჩინო (მორერო 70), პელისიერი, მოსკარდელი (ტერუ 75).

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

ლეჩე(4-5-1): როზატი, ტომოვიჩი, ფაბიანო, ფერარიო, ბრივიო (პიატი 70), მუნარი, ჯაკომაცი (კორვია 61), ვივესი, ოლივერა (შევანტონი 83), მესბა, დი მიკელე.

მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.

გოლი: 1:0 რიგონი (58).

გაფრთხილებები: ფერნანდესი 24, რიგონი 89 - ვივესი 10.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 7 (5)-12 (6), კუთხური: 3-10, თამაშგარე: 4-4, სეივი: 7-4, ჯარიმა: 11-13.



პარმა-პალერმო 3:1 (2:0)

პარმა, "ენიო ტარდინი”14315

პარმა(4-4-2): მირანტე (პავარინი 29), ფელჩერი, პალეტა, ლუკარელი, გობი, ვალიანი, მორონე, ჯემაილი, მოდესტო, ჯოვინკო (კანდრევა 77), კრესპო (ბოჟინოვი 68).

მწვრთნელი: ფრანკო კოლომბა.

პალერმო(4-3-2-1): სირიგუ, კასანი, მუნიოსი, გოიანი, ბალცარეტი, მილიაჩო, ბაჩინოვიჩი (აკვა 46), ნოჩერინო, ილიჩიჩი (პინილია 46), პასტორე, ერნანდესი.

მწვრთნელი: დელიო როსი.

გოლები: 1:0 ჯემაილი (2), 2:0 მოდესტო (18), 2:1 პასტორე (56), 3:1 კანდრევა (89).

მსაჯი: დომენიკო ჩელი.

ბურთის ფლობა: 33%-67%, დარტყმა: 6 (4)-15 (7), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 13-1, სეივი: 5-1, ჯარიმა: 10-13.



ფიორენტინა-უდინეზე 5:2 (2:1)

ფლორენცია, "არტემიო ფრანკი”24604

ფიორენტინა(4-3-3): ბორუცი, დე სილვესტრი, გამბერინი (ნატალი 88), კლორდრუპი, პასკუალი, მონტოლივო, დ’აგოსტინო (გულანი 89), ბეჰრამი, ჩერჩი, ჯილარდინო, ვარგასი (მარკიონი 79).

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.

უდინეზე(3-5-2): ჰანდანოვიჩი, ბენატია, საპატა, კოდა (ანგელა 8), ბადუ (დენისი 39), ისლა, პინცი, ასამოა, პასკუალე, დი ნატალე, კუარდადო (ვიდრა 83).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

გოლები: 1:0 ვარგასი (9), 2:0 დ’აგოსტინო (21), 2:1 პინცი (29), 3:1 დ’აგოსტინო (51), 3:2 ასამოა (57), 4:2 ჩერჩი (71), 5:2 ჩერჩი (86).

გაფრთხილებები: მონტოლივო 66 - ბადუ 14, ბენატია 64, კუარდადო 67.

მსაჯი: კრისტიან ბრიგი.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 11 (8)-13 (5), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-3, ჯარიმა: 17-22.



ბარი-რომა 2:3 (2:1)

ბარი, "სან ნიკოლა”16000

ბარი(4-3-2-1): ჟილე, მაზიელო, ბელმონტე, გლიკი, პარიზი, კოპუნეკი, დონატი (გეცალი 73), გაცი, რომერო (ალვარესი 73), ბენტავოლიო, ჰუზეკლოპი (როსი 82).

მწვრთნელი: ბორტოლო მუტი.

რომა(4-2-3-1): დონი, კასეტი (როზი 88), ბურდისო, ჟუანი, რიისე, პისარო, დე როსი, მენესი (ბორიელო 46), პეროტა, ვუჩინიჩი (ტადეი 54), ტოტი.

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

გოლები: 1:0 ბენტავოლიო (25, პენ), 1:1 ტოტი (30), 2:1 ჰუზეკლოპი (42), 2:2 ტოტი (57, პენ), 2:3 როზი (90).

79-ე წუთზე, ტოტიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (ძელი)

გაფრთხილებები: პარიზი 57, რომერო 66, მაზიელო 78 - როზი 90.

გაძევება: გლიკი 78 - დე როსი 48, პეროტა 90.

მსაჯი: კარმინე რუსო.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10 (4)-10 (6), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-3, ჯარიმა: 13-13.

# გუნდი თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 35 23 8 4 61:23 77
2. ინტერი 35 21 6 8 62:39 69
3. ნაპოლი 35 21 5 9 55:34 68
4. ლაციო 34 18 6 10 46:32 60
5. რომა 35 17 8 10 55:49 59
6. უდინეზე 35 18 5 12 61:42 59
7. იუვენტუსი 34 14 11 9 52:42 53
8. პალერმო 35 15 5 15 53:58 50
9. ფიორენტინა 35 12 13 10 45:38 49
10. ჯენოა 35 12 9 14 38:40 45
11. კალიარი 35 12 8 15 42:44 44
12. კიევო 35 10 12 13 33:35 42
13. პარმა 35 10 11 14 37:46 41
14. ბოლონია 35 11 10 14 34:47 40
15. კატანია 35 10 10 15 35:47 40
16. ჩეზენა 35 9 10 16 33:47 37
17. სამპდორია 35 8 12 15 30:42 36
18. ლეჩე 35 9 8 18 40:61 35
19. ბრეშია 35 7 10 18 31:47 31
20. ბარი 35 4 9 22 22:52 21




ბომბარდირები

დი ნატალე („უდინეზე"), კავანი („ნაპოლი") – 26, ეტოო („ინტერი") – 20, დი ვაიო („ბოლონია") – 19, მატრი („იუვენტუსი") – 18, იბრაჰიმოვიჩი („მილანი"), პატო („მილანი"), პაცინი („ინტერი"), ტოტი („რომა") – 14, სანჩესი („უდინეზე"), რობინიო („მილანი"), კარაჩიოლო („ბრეშია") – 12.



2 მაისი

ლაციო-იუვენტუსი.



შემდეგი ტური

7 მაისი

პალერმო-ბარი; რომა-მილანი.

8 მაისი

ბრეშია-კატანია; კალიარი-ჩეზენა; უდინეზე-ლაციო; ბოლონია-პარმა; ინტერი-ფიორენტინა; ლეჩე-ნაპოლი; ჯენოა-სამპდორია.

9 მაისი

იუვენტუსი-კიევო.
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 710 | დაამატა: kritikosi | ტეგები: DOMINO, 18 wheels, porno saiti, Учебный автосимулятор 2, erotika film, Sniper, N95, ??????? ?????????, damka, ????????? | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz