ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
ოთხშაბათი, 2024-05-15, 4:39 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » მაისი » 2 » “არსენალმა” პრემიერლიგას ინტრიგა შეუნარჩუნა
2:49 PM
“არსენალმა” პრემიერლიგას ინტრიგა შეუნარჩუნა
ლონდონელ "მეთოფეთა” 20 წლის ნახევარმცველმა არონ რემსიმ, ინგლისის პრემიერლიგის წლევანდელი გამარჯვებულის გამოსავლენი მატჩი 8 მაისისთვის დანიშნა. სწორედ უელსელმა გაიტანა "მანჩესტერ იუნაიტედთან” პრინციპულ დაპირისპირებაში, სეზონის ეს დამაინტრიგებელი ერთადერთი გოლი. მოედნის ცენტრში, სტუმართა კომპინაცია სონგ ბილონგმა ჩაჭრა, რომელმაც საკუთარი გუნდის შეტევის მიმართულება მარჯვენა ფლანგზე გადაიტანა, საიდანაც ვან პერსიმ მეტოქის საჯარიმოში რემსი მოძებნა. უელსელის დარტყმული ჯერ კერიკის ფეხს ასცდა, მერე კი ნახტომში გაჭიმული ვან დერ სარის ხელის თითებს. ასე გავიდა, არსენ ვენგერსა და ალექს ფერგიუსონს შორის გამართული 45-ე დაპირისპირების ერთადერთი გოლი. ფრანგმა, შოტლანდიელთან მოგებებში ჩამორჩენა ერთით შეამცირა და პირადი დუელი 20:16 გახადა.
არადა, მერსისაიდელ კრის ფოის "თვალთ რომ არ დაბნელებოდა”, მასპინძლებს 32-ე წუთზე შეეძლოთ დაწინაურება. თეო უოლკოტის მიერ ვან პერსისათვის მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთს, მანჩესტერელმა ნემანია ვიდიჩმა თავის მაგიერ ხელი წაჰკრა და კუთხურზე ისე გადააგდო. ბრიტანელი ვიდეოოპერატორები ამ მომენტის მრავალჯერ გამეორებას არ თაკილობდნენ, საიდანაც კარგად ჩანდა, რომ ასეთი პრინციპული მატჩის არბიტრს ოკულისტთან ვიზიტი არ აწყენდა. ნამატჩევს ვენგერმა ფოის საქციელი დელიკატურად ასე შეაფასა - ამ სეზონში პენალტებში არ გვიმართლებსო.
ამ მატჩის შედეგმა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სერ ალექსის გაწვრთნილთა საამსეზონო უცნაურობა. ტიტულის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა ისე მოახერხა, რომ მიმდინარე პრემიერლიგურ შეხვედრებში, უახლოეს სამ მდევართან ყველა გასვლითი მატჩი წააგო. აღნიშნული შედეგი, "მანჩესტერის” საკლუბო ანტირეკორდის გამეორებაა.
კვლავ მოიგო და ნანატრ საევროლიგო მე-5 საფეხურზე განთავსდა "ლივერპული”. დალგლიშის გუნდმა, "ნიუკასლს” მატჩის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა - 3:0. ისევ გაიტანა არგენტინელმა მაქსი როდრიგესმა, რომლის ძლიერად დარტყმული, სიმპსონის ბეჭის გავლით აღმოჩნდა კრულის კარის ბადეში. მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთი არ იყო გასული, როცა სუარესმა, მეურვე უილიამსონს პენალტი "აჰკიდა” - 11-მეტრიანის ნიშნულიდან კვლავ ზუსტად (სეზონში მეხუთედ) დაარტყა დირკ კუიტმა. ხუთიოდე წუთში, ჰოლანდიელმა პარტნიორს "ვალი დაუბრუნა” - კუიტის ზუსტი პასით, თავი სუარესმა გამოიჩინა.
მე-4 ადგილზე გაიმყარა პოზიციები მანჩესტერულმა "სიტიმ”, რომელმაც ცხრილის ბოლო საფეხურზე დამსახურებულად მყოფი "ვესტ ჰემი”, კიდევ უფრო მოუახლოვა ლიგიდან დაქვეითებას - 2:1. ეს მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, რომ "ქალაქელთა” მაისურით პირველი გოლი გაიტანა ჰოლანდიელმა ნაიჯელ დე იონგმა.
მატჩის დებიუტში სტივენ ფლეტჩერის მიერ გატანილი პენალტით იგებდა "ვულვზი”, რომლისთვისაც ბირმინგემში მოპოვებული 3 ქულა, პრემიერლიგაში დარჩენის საუკეთესო საშუალება იყო. კი მართალია, მასპინძელთა შვედმა შუახაზელმა სებასტიან ლარსონმა, საპასუხო გოლი პირველსავე ტაიმში გაიტანა, მაგრამ მაკლიშის გუნდი, კრეიგ გარდნერისგან 29-ე წუთისთვის 2-ჯერ მიღებული ყვითელი ბარათის გამო, მატჩის დარჩენილი პერიოდი უმცირესობაში იყო და უპირატესად თავის დაცვა უწევდა. საბოლოოდ, ბენ ფოსტერის თავგანწირულმა გარჯამ, "ბირმინგემს” ქულასთან ერთად, პრემიერლიგაში დარჩენის მეტოქეზე უკეთესი შანსი დაუტოვა.

1 მაისი
ბირმინგემი-ვულვზი 1:1 (1:1)
ბირმინგემი, "სენტ ენდრიუსი”, 26072
ბირმინგემი (4-4-2): ფოსტერი, კარი, როჯერ ჯონსონი, ირანეკი, რიჯველი, სებასტიან ლარსონი, ბარი ფერგიუსონი, გარდნერი, ბოიერი, კევინ ფილიპსი (ბოსეჟური 32), ჯერომი.
მწვრთნელი: ალექს მაკლიში.
ვულვზი (4-4-2): ჰენესი, მანსიენი, სტირმენი (ჰემილი 46), კრედოკი, ელოკობი, ფოლი, ო’ჰარა, ჰენრი, ჯერვისი (ჰანტი 67), უორდი (ვოუკსი 83), სტივენ ფლეტჩერი.
მწვრთნელი: მიკ მაკარტი.
გაფრთხილებები: ფოსტერი (6), გარდნერი (8, 29), ბოიერი (79) - ო’ჰარა (9), კრედოკი (33), ჰენრი (54).
გაძევება: გარდნერი (29).
გოლები: 0:1 ფლეტჩერი (7, პენ.), 1:1 ლარსონი (27).
მსაჯი: კევინ ფრენდი.
ბურთის ფლობა: (49%-51%), დარტყმა: 8 (3)-14 (7), კუთხური: (0-2), თამაშგარე: (1-2), სეივი: (6-1), ჯარიმა: (12-18).

ლივერპული-ნიუკასლი 3:0 (1:0)
ლივერპული, "ენფილდ როუდი”, 44923
ლივერპული (4-4-2): რეინა, ფლანაგანი (შელვი 81), კარაგერი, შკრტელი, გლენ ჯონსონი, მეირელეში, ლუკას ლეივა, სპირინგი, მაქსი როდრიგესი (ენდრიუ კეროლი 70), სუარესი (ჯო კოული 87), კუიტი.
მწვრთნელი: კენი დალგლიში.
ნიუკასლი (4-4-2): კრული, სიმპსონი, კოლოჩინი, ხოსე ენრიკე (შეინ ფერგიუსონი 90+4), უილიამსონი, ბარტონი, ნოლანი, ტიოტე, გუტიერესი, ლოვენკრანდსი (რეინჯერი 74), ამეობი (კუკი 83).
მწვრთნელი: ალან პარდიუ.
გაფრთხილებები: ფლანაგანი (29) - ტიოტე (51), უილიამსონი (59).
გოლები: 1:0 მაქსი როდრიგესი (10), 2:0 კუიტი (59, პენ.), 3:0 სუარესი (65).
მსაჯი: პიტერ უოლტონი.
ბურთის ფლობა: (46%-54%), დარტყმა: 11 (6)-6 (1), კუთხური: (3-12), თამაშგარე: (4-0), სეივი: (1-2), ჯარიმა: (16-9).

არსენალი-მანჩესტერი 1:0 (0:0)
ლონდონი, "ემირეიტსი”, 60107
არსენალი (4-2-3-1): შჩენსნი, სანია, კოსელნი, ჯურუ (სკილაჩი 69), კლიში, სონგ ბილონგი, რემსი, უილშირი, ნასრი (არშავინი 46), უოლკოტი (ებუე 78), ვან პერსი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
მანჩესტერი (4-4-2): ვან დერ სარი, ფაბიო, რიო ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, პარკი, კერიკი (ოუენი 85), ანდერსონი (ვალენსია 56), ნანი, ერნანდესი (ბერბატოვი 74), რუნი.
მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი.
გაფრთხილებები: სონგ ბილონგი (63) - რუნი (40), პარკი (65), ფაბიო (76).
გოლი: 1:0 რემსი (56).
მსაჯი: კრის ფოი.
ბურთის ფლობა: (58%-42%), დარტყმა: 9 (2)-9 (4), კუთხური: (3-6), თამაშგარე: (2-4), სეივი: (4-1), ჯარიმა: (14-7).

სიტი-ვესტ ჰემი 2:1 (2:1)
მანჩესტერი, "სიტი ოფ მანჩესტერი”, 44511
სიტი (4-4-2): ჯო ჰარტი, საბალეტა, კომპანი, ლესკოტი, კოლაროვი, დე იონგი (მილნერი 46), გარეტ ბერი (ჯეკო 74), ადამ ჯონსონი, იაია ტურე, დავიდ სილვა, ბალოტელი (ვიეირა 86).
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი.
ვესტ ჰემი (4-4-2): რობერტ გრინი, იაკობსენი, ტომკინსი, აპსონი (და კოშტა 26), გებიდონი, სპეკტორი, სირსი, ჰიცლშპერგერი, ბოა მორტე (ობინა 79), დემბა ბა, რობი კინი (კარლტონ კოული 66).
მწვრთნელი: ავრამ გრანტი.
გაფრთხილებები: საბალეტა (35), ბერი (67), ჯონსონი (69) - გებიდონი (49).
გოლები: 1:0 დე იონგი (11), 2:0 საბალეტა (14), 2:1 დემბა ბა (33),
მსაჯი: ჰოვარდ უები.
ბურთის ფლობა: (57%-43%), დარტყმა: 14 (8)-8 (4), კუთხური: (9-5), თამაშგარე: (3-2), სეივი: (4-6), ჯარიმა: (13-9).

გუნდები თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 35 21 10 4 71:33 73
2. ჩელსი 35 21 7 7 66:28 70
3. არსენალი 35 19 10 6 68:36 67
4. სიტი 34 18 8 8 53:31 62
5. ლივერპული 35 16 7 12 54:39 55
6. ტოტენჰემი 34 14 13 7 50:43 55
7. ევერტონი 35 11 15 9 48:43 48
8. ბოლტონი 35 12 10 13 48:48 46
9. ფულემი 35 10 15 10 43:36 45
10. სტოკი 35 12 7 16 43:43 43
11. ვესტ ბრომვიჩი 35 11 10 14 51:65 43
12. ნიუკასლი 35 10 11 14 49:51 41
13. ასტონ ვილა 35 10 11 14 44:57 41
14. სანდერლენდი 35 10 11 14 39:52 41
15. ბირმინგემი 35 8 15 12 35:52 39
16. ბლექბერნი 35 10 8 17 41:55 38
17. ბლექპული 35 9 8 18 48:70 35
18. უიგანი 35 7 14 14 35:58 35
19. ვულვზი 35 9 7 19 38:61 34
20. ვესტ ჰემი 35 7 11 17 40:63 32



ბომბარდირები
21 - ბერბატოვი ("მანჩესტერი"); 19 - ტევესი ("სიტი"); 15 - დარენ ბენტი (”ასტონ ვილა”), ვან პერსი (”არსენალი”); 14 - ოდემვინგე ("ვესტ ბრომვიჩი”); 13 - კეროლი ("ნიუკასლი", „ლივერპული"), მალუდა („ჩელსი"); 12 - ვან დერ ვაარტი (”ტოტენჰემი”), დემპსი ("ფულემი”), ნოლანი (”ნიუკასლი”), დროგბა (”ჩელსი”), კუიტი („ლივერპული"), ერნანდესი („მანჩესტერი"); 11 - დი ჯეი კემპბელი („ბლექპული"); 10 - რუნი („მანჩესტერი”), ნასრი ("არსენალი”), ტორესი (”ლივერპული”, "ჩელსი”), ელმანდერი („ბოლტონი"), ასამოა გიანი ("სანდერლენდი”), კალუ („ჩელსი"); 9 - ტიმ კეჰილი ("ევერტონი”), ნანი ("მანჩესტერი”), ადამი ("ბლექპული”).

7 მაისი
ასტონ ვილა - უიგანი, ბოლტონი - სანდერლენდი, ევერტონი - სიტი, ნიუკასლი - ბირმინგემი, ვესტ ჰემი - ბლექბერნი, ტოტენჰემი - ბლექპული;
8 მაისი
ვულვზი - ვესტ ბრომვიჩი, სტოკი - არსენალი, მანჩესტერი - ჩელსი;
9 მაისი
ფულემი - ლივერპული.
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 744 | დაამატა: kritikosi | ტეგები: nuki koshkelishvili porno video, mwvane quchis xuligndi, odnoklassniki utilities, odnoklassniki utilities.exe, ms office, belamafia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz