ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
სამშაბათი, 2024-05-14, 2:03 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » ზვიად სიჭინავას ბრალდება `ფეროს`
8:25 PM
ზვიად სიჭინავას ბრალდება `ფეროს`
ზვიად სიჭინავამ, დღეს გამართულ პრესკოფერენციაზე ერთი ამბავი გააღჟერა, რომლის მიხედვითაც, პირველი ვალი ფედერაციას, "ფეროს" გამო დაედო, რომლის ხელმძღვანელიც სწორედ "ზესტაფონის" პრეზიდენტი - ილია კოკაიაა. როგორც სფფ-ს პრეზიდენტი ამბობს, ეროვნულ ნაკრებში ალან ჟირესის თავკაცობის დროს, "ფერო" ეროვნული ნაკრების სპონსორი იყო. როდესაც სფფ-მ ფრანგ მწვრთნელს კონტრაქტი გაუწყვიტა, გადასახდელად 108 ათასი ევრო დააკისრა უეფამ. ფედერაციამ კი ამ თანხის გადახდა ნაკრების სპონსორსს სთხოვა.



"ხელთ მაქვს წერილი, სადაც ალექსანდრე ჩივაძე წერდა: "დაგვეხმარეთ, ვერ ვიხდით ჟირესის ხელფასს და შესაძლოა, შეგვექმნას პრობლემები” - პასუხი იყო დადებითი, მაგრამ ეს თანხა დღემდე არ გადაუხდიათ. ეს იყო ფედერაციის პირველი ვალი. შეიძლება კითხვები გაგიჩნდეთ, რატომ არ შეგვაქვს სასამართლოში საჩივარი ამ კონტრაქტთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე, შეიცვალა კომპანია "ფეროში” ყველაფერი. იურისტებთან მიდის მოლაპარაკება, რა შეიძლება გაკეთდეს აქედან", - ასეთია სიჭინავას ბრალდება "ფეროს".



სფფ-ს პრეზიდენტმა გარდა ამ საკითხისა, კლუბის ახალწვეულებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზეც ისაუბრა.



"გრუიცასთან დაკავშირებით, "ზესტაფონს" პრობლემა დაწესებულ გადასახადთან დაკავშირებით ჰქონდა და გაქვითვას ითხოვდა. ამბავიც ატყდა ამაზე, კი ბატონო, მივეცით რეგისტრაცია, თანხა ჯერ კიდევ გადასახდელია, მაგრამ ამ ფეხბურთელს ერთი შეხვედრაც კი არ უთამაშია".



ის, რომ "ზესტაფონს" ფეხბურთელის რეგისტრაცია ჭირდებოდა და ამაზე პასუხისმგებელი სწორედ სფფ-ა, სადაო არაფერია. უბრალოდ საინტერესო ის არის, რომ ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი, ეს ფედერაციის გასარჩევი რატომ უნდა იყოს? გუნდს ჰყავს მთავარი მწვრთნელი, რომელსაც სჭირდება ფეხბურთელი თამაშის ნებართვით და როდესაც დასჭირდება, მაშინ გამოიყენებს მას.



"მენთეშაშვილის ტრანფერს რაც შეეხება, ნებისმიერი ტრანსფერი უნდა მოგვარდეს კლუბსა და ფედერაციას შორის, რადგან ეს კლუბის კომერციული საქმიანობაა და თანხა შემოაქვს. ფედერაციამ გამოთქვა სურვილი, რომ ტექნიკური თვალსაზრისით დაეხმარებოდა იმერულ კლუბს. უეფადან ერთხელ უარი მოვიდა, ჩვენ ისევ მივწერეთ მათ და საქმე წარმოებაშია მიღებული. ეს საკითხვი ჩვენ ნამდვილად არ გვეხება", - განაცხადა სიჭინავამ.
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 722 | დაამატა: kritikosi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz