ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
სამშაბათი, 2024-05-14, 11:46 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » ზვიად სიჭინავა: `მე მონიკა ბელუჩი არ ვარ, რომ პიარი მჭირდებოდეს`!
8:26 PM
ზვიად სიჭინავა: `მე მონიკა ბელუჩი არ ვარ, რომ პიარი მჭირდებოდეს`!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პასუხი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტს - ილია კოკაიას გასცა, რომემაც საკუთარი პრეტენზიები ერთ-ერთი მედიასაშუალებით გამოთქვა. ილია კოკაიამ განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში იურიდიული ქაოსია, თუმცა პრესკონფერენციის დაწყებისთანავე სიჭინავამ განაცხადა, რომ ქაოსი არა ფედერაციაში, არამედ მის თავზეა სამი კვირაა, ვინაიდან "საკუთარი მასტერი არ უნახავს" და თმა შესაჭრელი დარჩენია, თუმცა იმავდროულად დაამატა, რომ ის ირონიით არავის ესაუბრება.



კოკაიას კიდევ ერთ განცხადებას პიართან დაკავშირებით კი ასე გამოეხმაურა: "მე მონიკა ბელუჩი არ ვარ, რომ პიარი მჭირდებოდეს". (ლირიული გადახვევაა, მაგრამ - "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო".)



სფფ-ს პრეზიდენტს ის აკვირვებს, თუ რატომ არის დაინტერესებული ფეხბურთის ფედერაციისა და "ტაოპრივატბანკის" ურთიერთობითა და ვალებით "ზესტაფონის" პრეზიდენტი.



"ბოლო დროს საუბარი არის იმაზე, რომ ფედერაციაში და ქართულ ფეხბურთში არაფერი არ კეთდება. იმ წარმატებას, რომელმაც ნაკრებმა მიაღწია, თურმე მარტო თემურ ქეცბაიას დამსახურებაა და იმ ფეხბურთელების, რომლებიც თამაშობენ. ეს დამსახურება იმ ხალხის, რომელიც ემსახურება ნაკრებს – მასაჟისტებიდან დაწყებული დამლაგებლებით დამთავრებული. ეს ხალხი მუშაობს იმისთვის, რომ ნაკრებს შეუქმნას ყველა ის პირობა, რომ არ ქონდეთ პრობლემები, როგორიც ჰქონდათ წინა ფედერაციის დროს, რომ არ ჰქონდათ საჭმელი და ფორმები. მინდა ეს თემა ამოწურული უნდა იყოს.



რაც შეეხება "ტაოპრივატბანკის” ვალს, ილია კოკაია მადანაშაულებს იმაში, რომ ფედერაცია 100 ათასი ევროთი დავაზარალე. ეს საქმე გადაცემულია სასამართლოში. ის მოლაპარაკება, რომელიც პირველად შედგა "ტაოპროვატბანკის” დირექტორთან და რომელიც ახსენა კოკაიამ, მოლაპარაკება მართლაც იყო და ამას ვაღიარებ. ის შეთანხმება, რომელიც იყო, პირველი ორი გადახდა მოვახდინეთ, შემდეგ 2010 წლის 19 დეკემბერს დააყადაღეს ჩვენი ქონება და საბანკო ანგარიშები. გვყავს იურისტი, რომელიც არკვევს ”ტაო პრივატ ბანკის” საკითხებს. საქმის განხილვა სასამართლოში უახლოეს მომავალში იქნება. კანონის ფარგლებში გაირკვევა, ვინ დაკარგა და ვინ მოუტანა ზარალი ამ საქმეს და ფედერაციას პირველ რიგში. მეც მაინტერესებს, რატომ იყო ილია კოკაია ამ საკითხით დაინტერესებული? რატომ ერევა ამ საქმეში კლუბის პრეზიდენტი და აწყობს შეხვედრებს ფედერაციასა და "ტაოპროვატბანკს შორის. რა ინტერესია ამაში, ესაა გასარკვევი, თან მაშინ, როდესაც ილია კოკაია ერთ-ერთი თანადამფუძნებელია ამ ბანკის.



რაც შეეხება ვალს, ის ერთი წლის ვადით იყო გაცემული. 2009 წელს უნდა დადებულიყო ყადაღა ,იმ შემთხვევაში, თუ ვერ იხდიდა ფედერაცია ვალს, რა იყო ჩადებული ამაში, ამას სასამართლო დაადგენს. ვინაიდან საქართველოს ბანკში იყო დაგირავებული ფედერაციის ყველა ქონება, თავდებად ამ სესხზე დადგა ადამიანი, რომელმაც საკუთარი პირადი ანგარიში ჩადო გარანტად. იმ შემთხვევაში, თუკი სფფ ვერ გადაიხდიდა ამ ვალს და პროცენტებს, თანხა უნდა ჩამოჭრილიყო ამ ადამიანის პირადი ანგარიშიდან, რაც არ მოხდა და რის გამოც დაგვედო სწორედ ამდენი ვალი. საგარანტიო ფურცელი კი დაკარგულია და ვარკვევთ, თუ ვინ იყო ის ადამიანი".



ღიმილის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ბანკი საგარანტიო ფურცელს კარგავდეს, ხოლო ფედერაციაში თურმე ეს ფურცელი საერთოდაც არ მისულა. როგორც სფფ-ს მთავარმა ბუღალტერმა განმარტა, ეს ადამიანი, შესაძლოა, სწორედ ის იყოს, რომელსაც ახლა ყველაზე მეტი პრეტენზია აქვს.



გამოდის, რომ ილია კოკაია, (რომლის სახელსაც პირდაპირ არავინ ამბობს, თუმცა კი მიგვანიშნებენ) ყოფილა ამ სესხის გარანტი და სწორედ მისი პირადი ანგარიშიდან უნდა მომხდარიყო აღნიშნული სესხის და მისი პროცენტების დაქვითვა, რაც არ მოხდა. სწორედ ამით აპელირებს ფედერაციაც. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, "ტაოპრივატბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გარანტად უდგება ფედერაციას და ვალის არგასტუმრების შემთხვევაში სწორედ მანდ უნდა გადაიხადოს აღნიშნული თანხა. მაგრამ ეს ფული მისი ანგარიშიდან არ ჩამოჭრილა. გამოდის, რომ ილია კოკაია არის დაინტერესებული იმით, რომ სფფ-ს ზარალი მიადგეს. (???)



ფედერაციაში კი, როგორც გითხარით, აცხადებენ, რომ საგარანტიო ფურცელი არ აქვთ და იმ შემთხვევაში, თუკი ეს საკითხი გაირკვა, სფფ თანხის უკან დაბრუნებას სასამართლოს გზით ეცდება.კითხვაზე, აქვს თუ არა ზვიად სიჭინავას რაიმე სახის პრეტენზია "ზესტაფონთან" და აპირებს თუ არა მათ წინააღმდეგ თუნდაც სასამართლოს გზით ურთიერთობის გარკვევას, პასუხი შემდეგია."ზესტაფონის" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პრეზიდენტთან შეხვედრისას, პირველ რიგში ის აღვნიშნე, რომ ზესტაფონში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფეხბურთი განვითარდეს და ამისთვის ხელმძღვანელობა ყოველგვარ პირობას ქმნის. გულში რომ ჩამედო რამე, ამას ხომ არ ვიტყოდი? სხვა საქმეა კლუბის პრეზიდენტთან ურთიერთობა. კონკრეტულად კლუბთან, ჩვენ საპრეტენზიო და გასარკვევი არაფერი გვაქვს".



როგორც ზვიად სიჭინავა აცხადებს, "ტაოპრივატბანკის" წინაშე, ფედერაციას დავალიანება აღარ აქვს. ბუღალტერის განმარტებით, სულ ბანკისთვის 430 ათასი ევრო გადაირიცხა, ხოლო ბანკის აღმასრულებელმა 45 ათასი ევრო მოითხოვა და ეს თანხაც გადაირიცხა. ახლა სასამართლოში საქმე აღმასრულებლის თანხასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სფფ-ს მისი დაბრუნება სურს. რაც შეეხება გარანტორობას, ილია კოკაია „მსოფლიოსპორტთან" ინტერვიუს დროს, ამ ფაქტს ასე იხსენებს:



"პირადად ვთხოვე "ტაოპრივატბანკის” დირექტორს, მივიყვანე ფედერაციაში და შევახვედრე მათ. მოილაპარაკეს, რომ 345 ათას ევროს გადაიხდიდა ფედერაცია და ის ძველი კრედიტიც დაიხურებოდა. პრინციპული თანხმობა იყო, რომ ამ შეთანხმებაზე ხელი ორივე მხრიდან მოეწერებოდა, მაგრამ ფედერაციამ იცრუა. ბანკი იძულებული გახდა, რომ სასამართლოში შეეტანა სარჩელი და ამ გზით, 475 ათასი ევროს გადახდა დაეკისრებინა ფედერაციისთვის. რატომ არ კითხულობთ, ვინ აზარალა ქართული ფეხბურთი ამხელა თანხით და ვინ უნდა გადაიხადოს იგი.რა თქმა უნდა, ასეთი სიმართლე არავის მოეწონება - მასზე ტელევიზორში ვერ ვიყვირებდი, რადგან არავის აინტერესებს ამის გაგება. გამოდიან ტელევიზიით და ამ ბანკის წინააღმდეგ პრესკონფერენციას აწყობენ. იცით, ეს რას გამოიწვევს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სესხის აღება დასჭირდება და ასეთი დამოკიდებულების გამო ყველა ბანკი უარს ეტყვის".



სფფ-ს პრეზიდენტს კი თავად აქვს ეს კითხვა - ვინ აზარალა რეალურად ქართული ფეხბურთი? რაც შეეხება ბანკებიდან სესხების აღებას, სიჭინავას პოზიცია ცალსახაა: ვიდრე ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იქნება, სფფ სესხს არცერთი ბანკიდან არ აიღებს.



კიდევ ერთ კითხვაზე - დათანხმდება თუ არა ის ილია კოკაიასთან ტელედებატებს, პასუხი იყო, რომ მათ სალაპარაკო არაფერი არ აქვთ და მედიით გაღჟერებულ ყველა ბრალდებას სფფ-მ გარკვეული პასუხი გასცა.



იმ შემთხვევაში, თუკი გარანტიის წერილით გარანტორის ვინაობა დადგინდება, „ტაოპრივატბანკთან" და სავარაუდოდ, „ზესტაფონის" პრეზიდენტთან ურთიერთობის გარკვევა ახალ ფაზაში გადავა.
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 749 | დაამატა: kritikosi | ტეგები: „ზესტაფონის“ პრეზიდენტთან ურთიერთობ, „ტაოპრივატბანკთან“ და სავარაუდოდ, თუკი გარანტიის წერილით გარანტორის ვ, იმ შემთხვევაში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz