ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
ორშაბათი, 2024-05-06, 8:51 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » წინასათასო მშვიდობიანი რეპეტიცია
3:58 PM
წინასათასო მშვიდობიანი რეპეტიცია

გუშინდელი იმერული დერბი ერთგვარად ეროვნული თასის მომავალი ნახევარფინალის რეპეტიციად უნდა მივიჩნიოთ. 19 აპრილს, დავით ყიფიანის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თითოეულ საჩემპიონატო შეხვედრას "ზესტაფონისათვის" სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გუნდი ჩემპიონობის უპირველესი ფავორიტია და ბუნებრივია, ამ დროს ქულების დაკარგვა შესაძლოა სავალალოც აღმოჩნდეს.
პრინციპულ შეხვედრაში, მეტოქე გუნდებს საკმაო პრობლემები შეექმნათ. მასპინძლებმა, მათი მთავარი დამრტყმელი ძალის - გიორგი მეგრელაძის მოედანზე თავიდანვე გამოყვანა ვერ შეძლეს. გაცილებით დიდი დანაკლისი ჰქონდათ სტუმრებს, რომლებსაც დისკვალიფიკაციის გამო დვალი, გელაშვილი და დაუშვილი დააკლდათ. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა, ორივე გუნდის ფეხბურთელები საბრძოლო შემართებით გამოვიდნენ. აქვე უნდა დავძინოთ, რომ წინა საშინაო მატჩის მსგავსად, უჩვეულო სიხალვათე იგრძნობოდა ტრიბუნებზე.
მატჩის პირველი ნახევარი ნაკლებ საინტერესო გამოდგა. სახიფათო მომენტების მხრივაც სიტუაცია ვერ იყო სახარბიელო. შეიძლება ითქვას, რომ საწყისს 45 წუთში მეტოქეებს უფრო შეტევების მცდელობის იმიტირება ჰქონდათ, ვიდრე რეალური მომენტები. მე-3 წუთზე ბენაშვილმა ჩააწოდა სახიფათოდ "ტორპედოს" საჯარიმოში, მაგრამ სტუმრები ამ შეტევაში მხოლოდ კუთხურს გამორჩნენ. მე-10 წუთზე გიორგი ონიანის შეცდომით ისარგებლა საბანაძემ და თავისი გუნდის შეტევა წამოიწყო. ნიკამ ბურთი უკეთეს პოზიციაზე მდგომ კვარაცხელიას გადააწოდა, რომელმაც შორიდან კი დაარტყა, მაგრამ ძალზე არაზუსტად. რამდენიმე წუთში, თარხნიშვილმა სცადა შორიდან მოწინააღმდეგის კარის აღება. მართალია, ბურთი კარს ცდებოდა, თუმცა, როინ კვასხვაძემ მაინც გაარტყა ბურთს ხელი და ქუთათურებმა მხოლოდ კუთხურის ჩაწოდების უფლება მიიღეს. 27-ე წუთზეც შეიძლებოდა "ფეროელთა” კართან ხიფათის შექმნა, როდესაც კვარაცხელიამ მოწინააღმდეგის მეკარის ბაქანზე ჩააგდო ბურთი, მაგრამ ონიანმა თავით დაასწრო საბანაძეს და ხიფათიც განიმუხტა. მთლიანობაში, პაექრობის ეს ნაწილი ძალზე უფერული გამოდგა.
მე-2 ტაიმი უფრო თვალსასეირო გამოდგა. მეტოქეთა მწვრთნელებს ტაქტიკური თვალსაზრისით არაფერი შეუცვლიათ. მასპინძლები კლასიკურ 4-4-2-ით თამაშობდნენ, ხოლო გეგუჩაძის დამოძღვრილები შუახაზში დიდი ძალებით იყვნენ თავმოყრილნი და რატი წინამძღვრიშვილისათვის მომენტების შექმნას ცდილობდნენ.
55-ე წუთზე, "ზესტაფონმა" მატჩში ყველაზე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. ბაბუნაშვილის მიერ ჩაწოდებული სტანდარტულის შემდეგ, ფარულავა შეცდა და წინამძღვრიშვილს 5 მეტრიდან ისე მიეცა დარტყმის საშუალება, რომ ხელს არავინ უშლიდა. რატის დარტყმა ძალზე სუსტი და პირდაპირ მეკარეზე "ორიენტირებული” იყო. მიგინეიშვილს რატის მცდელობაზე დიდი ჯაფა არ დასჭირვებია. სწორედ შერჩეული პოზიციის წაყალობით, ~ტორპედოს~ კიპერმა თავისი დასაცავი ობიექტი მშრალად შეინახა. ორიოდ წუთში ბენაშვილმა გაისროლა შორი მანძილიდან ძლიერად, მაგრამ მცირედით უზუსტოდ. ამას, ორივე გუნდის დამრიგებლებისაგან შეცვლები მოჰყვა. "ფეროელთა” თავკაცმა თამაშში თორნიკე აფციაური და საბა ლომია ჩართო. მისმა ვიზავიმ, გია გიგატაძემ კი მოედანზე ჯერ მეგრელაძე, ხოლო შემდეგ დოლიძე და ქებაძე შეიყვანა.
თანდათანობით, ქუთათურებმა მცირეოდენი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქის კართან ხიფათის შექმნაც მოახერხეს. 69-ე წუთზე, შეტევის მარცხენა ფლანგზე იაქტიურა თარხნიშვილმა, რომელმაც ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა მეურვე და ზესტაფონელთა საჯარიმოში მეგრელაძის მისამართით ჩააწოდა, გიას თავური კი მეტოქის კარს მცირედით აცდა, თორემ როინ კვასხვაძეს ძალიან გაუჭირდებოდა მისი განეიტრალება. იქვე, მეგრელაძე კვარაცხელიას უწევდა ასისტენტობას, მაგრამ ვახოს მცველებთან ბრძოლაში ბურთის დამორჩილება გაუჭირდა და სიტუაციაც განიმუხტა.
მატჩის ეპილოგში, ორივე გუნდს მიეცა კარის აღების შესაძლებლობა, თუმცა, გოლი მაინც არ გასულა. თავდაპირველად, ზესტაფონელთა რამდენიმესვლიანი კომბინაციის შემდეგ, გორგიაშვილმა ბურთი ლომიას მისამართით ჩააწოდა. საბა ნახტომში ცდილობდა გატანას, მაგრამ ბურთს ჯეროვნად ვერ მისწვდა და "ტორპედოც" გადარჩა. 83-ე წუთზე კი, დოლიძის ჩაწოდებულ საჯარიმოს ქებაძე გამოეხმაურა დროულად, თუმცა, ლაშას თავური მცირედით ასცდა "ფეროელთა" კარს.
მართალია, დარჩენილ დროში მეტოქეებს მცდელობა და მონდომება არ დაუკლიათ, მაგრამ სასურველი გოლი ვერცერთმა გაიტანა.
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი"): "მოსაგებად ვიყავით განწყობილნი, მაგრამ სასურველ მიზანს ვერ მივაღწიეთ. მოედნის საფარი სათანადო მდგომარეობაში არ იყო. შედეგი კი, ვთვლი, რომ სამართლიანი იყო".
გია გიგატაძე ("ტორპედო"): "ზედიზედ რამდენიმე რთული მატჩის ჩატარება გვიწევს. ვფიქრობ, გუნდი ნორმალურად გამოიყურებოდა. მატჩიც, ლოგიკური შედეგით დასრულდა".

6 აპრილი. 19:00. ქუთაისი. "ცენტრალური". 4500 მაყურებელი
"ტორპედო" - "ზესტაფონი" 0:0
"ტორპედო": მიგინეიშვილი, ფოფხაძე, სევასტი თოდუა, ჩიკვილაძე, სეთურიძე, დიღმელაშვილი (ქებაძე, 81), თარხნიშვილი (დოლიძე, 71), გიორგი დათუნაიშვილი, ვახტანგ კვარაცხელია, საბანაძე (მეგრელაძე, 58), ფარულავა.
მწვრთნელი: გია გიგატაძე.
"ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, ალადაშვილი, გიორგი ონიანი, ხიდეშელი, ელიავა, გორგიაშვილი, ბაბუნაშვილი (ჭანკოტაძე, 88), ბენაშვილი (აფციაური, 58), ძარია, გრიგალაშვილი, წინამძღვრიშვილი (ლომია, 61).
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ხიდეშელი (47).
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 821 | დაამატა: kritikosi | ტეგები: ბენაშვილი (აფციაური, ალადაშვილი, 88), გორგიაშვილი, როინ კვასხვაძე, გიორგი ონიანი, ხიდეშელი, 58), ბაბუნაშვილი (ჭანკოტაძე, ელიავა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz