ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
ოთხშაბათი, 2024-05-15, 0:31 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » შსს “არმიასთან” სრული შემადგენლობით იასპარეზებს
7:43 PM
შსს “არმიასთან” სრული შემადგენლობით იასპარეზებს

დიდ ინტერესს იწვევს საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მე-20 ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ეროვნული თასის მფლობელი "არმია” და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შსს ხვდებიან. თუ ტურის ცენტრალურ მატჩამდე რაიმე არ შეიცვალა, 8 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაში შსს სრული შემადგენლობით იასპარეზებს.
როგორც "მსოფლიო სპორტს” შსს-ს მთავარმა მწვრთნელმა, დავით უსტიაშვილმა განუცხადა, სამთვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ, პირველად გავა მოედანზე გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი დავით იმნაძე (208 სმ), რომელმაც მუხლის მძიმე ტრავმა გადაიტანა. თამაშს შეძლებს ფორვარდი კოკა ტომარაძეც, რომელსაც მუხლის მსუბუქი ტრავმა ჰქონდა და ამის გამო წინა ტურში "ბათუმთან” შეხვედრა გამოტოვა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატში, აღნიშნული გუნდები ერთმანეთს მესამედ ხვდებიან. წინა მატჩებიდან ორივე "არმიამ” მოიგო, რომელმაც ჯერ პირველ წრეში, შემდეგ კი ეროვნული თასის ფინალში სძლია მეტოქეს.
ამ გუნდების წინა მატჩებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და სპორტის სასახლის ტრიბუნები ბოლომდე შეივსო. ანშლაგი არც ამჯერადაა გამორიცხული.

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 808 | დაამატა: kritikosi | ტეგები: “არმიასთან, შსს, შემადგენლობით, იასპარეზებს, ” სრული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz