ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
ორშაბათი, 2024-05-06, 6:24 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » შეწყვეტილი სერია –“ოლიმპმა” “ვიტ ჯორჯიას” მეოთხედაც მოუგო
3:55 PM
შეწყვეტილი სერია –“ოლიმპმა” “ვიტ ჯორჯიას” მეოთხედაც მოუგო


ვიტ ჯორჯიას” 7-მატჩიანი წაუგებელი სერია რუსთავის "ოლიმპთან” საშინაო შეხვედრაში შეწყდა. მიმდინარე სეზონში, ეროვნულ ჩემპიონატში აქამდე ჩატარებულ სამივე მატჩში რუსთაველებს "ვეტერინარები” დამარცხებული ჰყავდათ და მეტოქეს ამჯერადაც აჯობეს. თან, სტუმრებს დისკვალიფიკაციის გამო ცენტრალური მცველი ალექსანდრე კვახაძე აკლდათ, ხოლო ტრავმების მიზეზით თამაში ლაშა ჯაფარიძემ და სანდრო იაშვილმა გამოტოვეს. რუსთაველებს, როგორც ამ სეზონში არაერთხელ მომხდარა მხსნელად კვლავ რევაზ გეწაძე მოევლინათ, რომელმაც მეორე ტაიმში სტუმართა უპირობო უპირატესობა გოლად აქცია.
პირველმა ტაიმმა თანაბარ ორთაბრძოლაში ჩაიარა და რეალური საგოლე მომენტი არც ერთ კართან შექმნილა. მე-7 წუთზე, გიგა ბეჭვაიამ დაკარგა საკუთარ ნახევარზე ბურთი და მარცხნიდან გეწაძის ჩამოწოდების შემდეგ, მასპინძელთა მცველები არადამაჯერებლად გაირჯნენ – საბოლოოდ, ეპიზოდი ირაკლი მაისურაძის დარტყმით დასრულდა, რომელსაც არდალიონ მიქაბერიძისთვის პრობლემა არ შეუქმნია. 24-ე წუთზე, დავით ბოლქვაძის პასის შემდეგ, ირაკლი მოდებაძემ მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთი დაამუშავა, შემოტრიალდა და სუსტად დაარტყა – მიქაბერიძე კვლავ ადგილზე აღმოჩნდა. ერთ წუთში, მარცხენა ფლანგიდან გიორგი კორიფაძის გადაცემის მერე, ბესიკ ჩიმაკაძე დასწრებაზე ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა კარიდან გამოსულმა გრიგოლ ბედიაშვილმა აჯობა, რომელმაც სახიფათო მომენტი კი განმუხტა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას” ფორვარდთან შეჯახების შემდეგ ექიმის დახმარება დასჭირდა – თამაში მცირე ხნით შეჩერდა. ტაიმი თბილისელთა საჯარიმოში მყოფი გიორგი ქავთარაძის მარჯვენა მახვილი კუთხიდან კარის მიმართულებით დარტყმით დასრულდა.
შესვენების შემდეგ, "ოლიმპის” ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა და მატჩის ბოლომდე ასე გაგრძელდა. 47-ე წუთზე, მარცხენა ფრთიდან ბოლქვაძის მიერ შესრულებულ საჯარიმოს "ვიტ ჯორჯიას” კარის წინ მყოფი გიორგი რეხვიაშვილის თავური მოჰყვა – ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და კარში რომ არ ჩაეშვა მიქაბერიძის დამსახურებაა. მალევე, ქავთარაძის შორეული დარტყმის შემდეგ, "ვეტერინართა” გოლკიპერმა ბურთი კარის წინ მოიგერია, მაგრამ სტუმართაგან დამატებაზე არავინ აღმოჩნდა. ამ ეპიზოდიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ გიორგი მურველაშვილმა ბურთი დაკარგა და მასპინძელთა კონტრეშეტევის დროს რევაზ ქემოკლიძე ოთხი მეტოქის წინააღმდეგ მარტო დარჩა – ბეჭვაიამ პარტნიორისთვის პასის მიცემის ნაცვლად, "ოლიმპის” მცველისთვის გვერდის ავლა მოინდომა, რაც ვერ შეძლო. 63-ე წუთზე, რუსთაველთა შეტევის დროს მაისურაძემ დროულად მოძებნა თბილისელთა საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი გეწაძე, რომელმაც მიქაბერიძისგან მარცხენა დაბალ კუთხეში დარტყმით ანგარიში გახსნა. ათიოდე წუთის შემდეგ, ჩიმაკაძისა და ქემოკლიძის ოთაბრძოლა, ორივეს წაქცევით დასრულდა, რასაც ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მოჰყვა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარეები დააშოშმინეს. მატჩის მიწურულს, მარცხენა ფრთიდან გეწაძის პასის შემდეგ, ვალიკო ტყემელაძემ ცრუ მოძრაობით რევაზ ღანიაშვილი ჩამოიცილა და კარგი პოზიციიდან ბურთი კარს ზემოდან გადააცილა. საპასუხო იერიშში, მარჯვენა ფლანგიდან კორიფაძემ "ოლიმპის” კარის სიახლოვეს მყოფ ბექა ზაქრაძეს საუცხოო პასი მისცა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას” ფორვარდი ბურთს ვერ მიწვდა.
არმაზ ჯელაძე: "ძალიან მძიმე თამაში იყო. ამდენი უიღბლობის გამო ბევრი ქულა დავკარგეთ და დღეს, როგორც იქნა, ჩვენს მიერ გატანილი გოლი ვიხილეთ. კომბინაციური თამაშის შედეგად კარგი გოლი გავიტანეთ. მინდა ბიჭებს თამაშისთვის მადლობა გადაუხადო”.
მერაბ კოჭლაშვილი: "კარგი ხანია, ჩემი გუნდის ასეთი სუსტი თამაში არ მინახავს. ალბათ, შეცდომები პირადად მე დაუშვი. ყველაფერთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”.

6 მარტი. თბილისი. სპორტკომლექსი "შატილი”.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) –ოლიმპი (რუსთავი) 0:1 (0:0)
ვიტ ჯორჯია: მიქაბერიძე, ადამაძე, ღანიაშვილი, ხურცილავა, კორიფაძე, ჯანელიძე, გურამ გურეშიძე, კასრაძე, ვასაძე, ბეჭვაია (კ) (ზაქრაძე, 72), ჩიმაკაძე.
მთავარი მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი
ოლიმპი: ბედიაშვილი, რეხვიაშვილი, მურველაშვილი, ქემოკლიძე, დობროვოლსკი, რაზმაძე, დავით ბოლქვაძე (ტყემელაძე, 85), გეწაძე, მაისურაძე, ქავთარაძე (გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე, 58), მოდებაძე (კ) (პავლიაშვილი, 77).
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გოლი: 0:1 გეწაძე (63)
გაფრთხილება: ჩიმაკაძე (27), მოდებაძე (35), ქემოკლიძე (45+1), ვასაძე (59), დობროვოლსკი (82).
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, გ. ჩიგოგიძე, ზ. მენთეშაშვილი, მეოთხე მსაჯი ჯ. ხორავა

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 685 | დაამატა: kritikosi | ტეგები: olimpi, qartuli sporti, qartuli, sporti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz