ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
ოთხშაბათი, 2024-05-15, 2:57 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » რუსებს ცენტრი დაუშავდათ
4:44 PM
რუსებს ცენტრი დაუშავდათ

რუსეთის საკალათბურთო ნაკრების ძირითადმა ცენტრმა ტიმოფეი მოზგოვმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს როდის დაუბრუნდება, ჯერჯერობით უცნობია. "დენვერ ნაგითსის” კალათბურთელმა ფეხი დღეს დილით დაზიანა, როდესაც მისი გუნდი შინაურ კედლებში "ოკლაჰომა სიტი სანდერსს” მასპინძლობდა.
აღსანიშნავია, რომ რუსმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 1 წუთი გაატარა, რომელიც მისთვის ფატალური გამოდგა. სათამაშო ეპიზოდში მოზგოვს ოკლაჰომელი ნიკ კოლისონი შეეჯახა, ტიმოფეი უხერხულად დაეცა და მუხლი და კოჭი ერთდროულად დაიშავა. მოზგოვი წამოდგომას რამდენიმე წუთი ვერ ახერხებდა, შემდეგ კი მოედანი მედპერსონალისა და თანაგუნდელების დახმარებით დატოვა.
თამაშის შემდეგ, რუსმა ცენტრმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "ტრავმისთვის კარგი პერიოდი არასდროსაა, ახლა კი, განსაკუთრებით ცუდი დროა. ექიმმა მითხრა, რომ მუხლი წესრიგშია და საშიში არაფერია, რაც შეეხება კოჭს, ჯერ დიაგნოზი არ დაუსვამთ”.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რუსეთის ნაკრები საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა. მომავალი დაპირისპირება ლიტვის ქალაქ კლაიპედაში 1 სექტემბერს შედგება.

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 759 | დაამატა: kritikosi | ტეგები: შეეჯახა, ტიმოფეი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz