ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
სამშაბათი, 2024-05-14, 11:06 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » ნიკოლოზ ცქიტიშვილი: “საბერძნეთი პირველად მესმის, ამ სეზონს უგუნდოდ ჩავამთავრებ”
4:11 PM
ნიკოლოზ ცქიტიშვილი: “საბერძნეთი პირველად მესმის, ამ სეზონს უგუნდოდ ჩავამთავრებ”

ცნობა ნიკოლოზ ცქიტიშვილის სალონიკის პაოკ-ში შესაძლოა გადაბარგების შესახენ, გუშინ ბერძნულ წყაროებში გამოჩნდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის სინამდვილეს არ შეესაბამება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელს ესპანურმა "ლაგუნ არომ" კონტრაქტი გაუწყვიტა და მოსალოდნელიც იყო, რომ ნიკა რომელიმე სხვა გუნდში გადასულიყო, მაგრამ ხსენებული ფაქტი "სკიტამ” საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან საუბარში უარყო.
– პირველად მესმის ეგ ამბავი. რომც მქონდეს შემოთავაზება, საბერძნეთში სათამაშოდ ალბათ მაინც არ წავიდოდი. მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ ბერძნებმა გამიკეთეს, იქითკენ გახედვაც აღარ მინდა.
– ეგებ პაოკ-ის ხელმძღვანელები შენი ყოფილი გუნდის "პანიონიოსის" უფროსობას არ ჰგავს, რომელმაც კონტრაქტის პირობები დაგირღვია...
– არ ვიცი, მაგრამ არაფერი მსმენია ბერძნული კლუბის შესახებ. ამ საკითხზე ჩემთან არავის არ ულაპარაკია და მენეჯერი თუ ჩემს ზურგსუკან ცდილობს რამეს, ეგ არ ვიცი. მაინტერესებს, რაში დასჭირდათ ამ ვებ-გვერდებს ცრუ ინფორმაციის გავრცელება. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ მაქვს რამდენიმე, ოღონდ არა ბერძნული ვარიანტი, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, სეზონის დარჩენილი ნაწილი დასასვენებლად გამოვიყენო.
– თუკი ვარიანტები გაქვს, უარს რატომ ამბობ?
– სეზონის დასრულებამდე ერთი თვეა დარჩენილი. ასე მცირე დროისთვის არ მიღირს ახალ გუნდში, ახალ ქალაქში გადაბარგება. ორი თვეა, ოჯახი არ მინახავს და მირჩევნია, ეს დრო ჩემს ცოლ-შვილთან, სამშობლოში გავატარო. უახლოეს დღეებში ესპანეთიდან თბილისში ჩამოვალ და მომავალი სეზონის გეგმებს წყნარად, აუჩქარებლად დავაწყობ.
– "ლაგუნ აროსთან" კონტრაქტი რატომ გაწყვიტე ?
– ასე სჯობდა. ბოლო მატჩებში თითქმის არ მათამაშებდნენ და ორივე მხარის სურვილი იყო, რომ კონტრაქტი გაწყვეტილიყო.
– მერედა, შენ ეს გაწყობდა?
– თამაში ფაქტობრივად არ მიწევდა და შესაბამისად, არ მინდოდა იქ გაჩერება. დანარჩენი, ფინანსური საკითხები, კონტრაქტის შესაბამისად გადაწყდა. ანუ მე წაგებაში არ დავრჩენილვარ. ეს საქმე რომ უმტკივნეულოდ მოგვარდა, გუნდის ხელმძღვანელობასთან კარგი დამოკიდებულების დასტურია. "ლაგუნ აროს" მეპატრონეებთან კარგად ვარ, ეგაა, მწვრთნელი არ მიყურებდა ბოლო დროს კარგი თვალით და გადავწყვიტეთ, ყველაფერი უმტკივნეულოდ მოგვეგვარებინა. ასე რომ, ახლა თავისუფალი ვარ და მინდა, დრო ოჯახს დავუთმო.
– მომავალი კლუბის მოძებნას როდის აპირებ? ეროვნული ნაკრები 24 ივლისიდან იკრიბება...
– ნაკრების თამაშებამდე არ ვაპირებ გუნდის მოძებნას. თუკი თავად რამე გამოჩნდება, უარს არ ვიტყვი. ეროვნულ ნაკრებში თამაში კარგი საშუალებაა საიმისოდ, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოაჩინო და გუნდები დააინტერესო. მეც სწორედ ამას ვაპირებ.
– რას იტყვი ჩვენი ეროვნული ნაკრების შანსებზე?
– რთული ბრძოლები გველის, მაგრამ უნდა დავამტკიცოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოვხვდით. ეს რომ მოვახერხოთ, კარგად უნდა მოვემზადოთ. ყველა გულით და მონდომებით უნდა მოეკიდოს საქმეს. შესანიშნავი მოსამზადებელი განრიგი გვაქვს. თორმეტ ამხანაგურ მატჩში ბევრი რამის დახვეწა და სრულყოფა შეიძლება. ეს ფაქტორი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ევროპის ჩემპიონატს მომზადებულები შევხვდეთ.
– საქართველოში კარგ დროს ჩამოდიხარ. ფლეი ოფი აქაც მალე დაიწყება...
– საქართველოს ჩემპიონატზე კარგი ამბები მომდის, რაც ძალიან მახარებს. საქართველოში ჩამოსვლა იმიტომაც მიხარია, რომ სუპერლიგის გადამწყვეტ თამაშებს დავესწრები. გავიგე, რომ სახელმწიფო გუნდებს ეხმარება და მომავალში კიდევ უფრო აქტიურ მხარდაჭერას აპირებს. ამ დახმარებამ უკვე გამოიღო ნაყოფი. როგორც ვიცი, ასეთი საინტერესო ჩემპიონატი კარგა ხანია, არ ჩატარებულა. რამდენიმე დღეში მანდ ვიქნები და ყველაფერს ჩემი თვალით ვნახავ.

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 719 | დაამატა: kritikosi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz