ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
სამშაბათი, 2024-05-14, 1:52 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » მწირი ხვავრიელად “კონექტიკუტისთვის” იქცა
7:45 PM
მწირი ხვავრიელად “კონექტიკუტისთვის” იქცა

მწირი ხვავრიელად "კონექტიკუტისთვის” იქცა
"ნიუ იორკ ნიქსისა” და "მემფის გრიზლიზის” ფორვარდები, კარმელო ენტონი და ზაკ რენდოლფი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA), შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.
ენტონიმ "ნიქსს” კვირის სამივე მატჩი მოაგებინა და 2003-04 წლების სეზონის შემდეგ, გუნდს პირველი საფლეიოფო საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. კარმელო საშუალოდ 34.3 ქულას 8.3 მოხსნასა და 3.3 პასს აგროვებდა, რითაც ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
სამივე შეხვედრაში იმარჯვა "მემფისმაც”, რენდოლფი კი ერთადერთი კალათბურთელი გახდა, რომლის საშუალო მონაგარიც ოც ქულას, ათ მოხსნასა და ხუთ პასს გაუტოლდა. მიმდინარე სეზონში, ზაკი კვირის მოთამაშედ მესამედ აღიარეს.
აღნიშნულ ტიტულზე პრეტენზიას დერეკ კოლისონი ("ინდიანა”), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი”), კარლ ლენდრი ("ნიუ ორლეანი”), დუაიტ ჰოვარდი ("ორლანდო”) და ჯორდან კროუფორდიც ("ვაშგინგტონი”) აცხადებდნენ.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ დღეს დილით, ნბა-ში არცერთი მატჩი არ ჩატარებულა, რისი მიზეზიც სტუდენტური ლიგის (NCAA) ფინალი გახდა. ჰიუსტონში გამართულ უჩვეულოდ მწირქულიან მატჩში, კონექტიკუტმა ბატლერს 53:41 სძლია და მეტად პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, კემბა უოკერმა 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. და ერთიც. ტეხასურ Reliant Stadium-ზე მატჩს 70 376 მაყურებელი (!) დაეწრო.


კატეგორია: სპორტი | ნანახია: 798 | დაამატა: kritikosi | ტეგები: კარმელო ენტონი და ზაკ რენდოლფი ეროვ, მწირი ხვავრიელად “კონექტიკუტისთვის” | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz