ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
სამშაბათი, 2024-05-14, 11:58 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » მიხეილ ბერუაშვილი: “18-წლამდელთა ნაკრებში ადგილი არავის აქვს გარანტირებული”
7:39 PM
მიხეილ ბერუაშვილი: “18-წლამდელთა ნაკრებში ადგილი არავის აქვს გარანტირებული”

ასაკობრივი საკალათბურთო ნაკრებებიდან, გასულ სეზონში ყველაზე უკეთ საქართველოს 16-წლამდელთა გუნდმა იასპარეზა. გია კაზანჯიანის დამოძღვრილმა კადეტებმა ესტონეთში გამართულ B დივიზიონში 7 მატჩი მოიგეს და 1 წააგეს, თუმცა A დივიზიონში მაინც ვერ გადავიდნენ. მათ საკვანძო მატჩი წააგეს და საუკეთესო ორეულში მოხვედრა ვერ მოახერხეს.
იმ გუნდის ბირთვს წლეულს 18-წლამდელთა ნაკრებში უწევს თამაში, რომელსაც მიხეილ ბერუაშვილი წვრთნის. სავარაუდოდ, უფროს ასაკში გადასული ეს თაობა კვლავ კონკურენტუნარიანი იქნება და ევროპის ჩემპიონატზე ელიტაში ასანაცვლებლად იბრძოლებს.
ბულგარეთში 21-31 ივლისს გასამართ ევროტურნირში, საქართველოს ნაკრები ჯგუფში უნგრეთთან, ლუქსემბურგთან, ავსტრიასთან და მასპინძელ ბულგარეთთან ერთად მოხვდა. ბერუაშვილი ნაკრებში მუშაობას უკვე შეუდგა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან ამის შესახებ ისაუბრა.
– ვარჯიში მარტის შუა რიცხვებში დავიწყეთ. რამდენიმე წვრთნა რუსთავში ჩავატარეთ, რის შემდეგაც ვაკეში მდებარე, ახალგარემონტებულ "საკალათბურთო აკადემიის" დარბაზში გადავედით.
– რამდენი მოთამაშე გყავთ გამოძახებული?
– კონკრეტულ ციფრს ვერ დავასახელებ. გენერალური შეკრება ჯერ არ დაგვიწყია. ამ ვარჯიშებს უფრო სელექციის პროცესს დავარქმევდი. ჩვენ ვიბარებთ სხვადასხვა მოთამაშეებს და პირადად ვეცნობით მათ.
– ნაკრებს ხომ ჰყავს თავისი ბირთვი. მათზე რას იტყვით?
– ბირთვად შეიძლება ის ახალგაზრდები ჩითვალოს, რომლებმაც გასულ წელს 16-წლამდელებში ითამაშეს და საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენეს. თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ ნაკრებში ის ითამაშებს, ვინც ამას დაიმსახურებს. არა აქვს მნიშვნელობა, შარშან გამოიჩინა თავი თუ შარშანწინ. ვინც კონკრეტულად წლეულს იქნება ფორმაში და ჩვენს გუნდს გამოადგება, ნაკრებშიც იმას ავიყვან. მინდა ვთქვა, რომ გუნდში ადგილი გარანტირებული არავის არა აქვს.
– ამ ასაკში მოთამაშე პერსპექტიულ ახალგაზრდებზე ინფორმაცია საიდან გაქვთ?
– ვესწრები საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატს. ვაკვირდები გუნდებს და შესაბამისად, ყველა იმ მოთამაშეს, რომელიც წამყვანი და გამორჩეულია, ნაკრებში ვეძახი. ქუთაისის გუნდიდან 3 კალათბურთელი შევარჩიეთ, თუმცა იქ კიდევ არიან ისეთები, რომლებსაც ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვთ. ბათუმის გუნდიდან გვყავს რამდენიმე მოთამაშე. რეგიონებიდან ფოთის გუნდი დამრჩა სანახავი.
– როდის დაასრულებთ სელექციის პროცესს?
– მაისის შუა რიცხვებში დავიწყებთ გენერალურ შეკრებას ყოველდღიური ვარჯიშებით, სადაც საუკეთესო ოც მოთამაშეს მოვიწვევთ. ამ შემადგენლობიდან მოხდება გაცხრილვა და საბოლოოდ, ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე წავლენ. ეს ივლისში მოხდება.
– მოსამზადებელი მატჩების ჩატარებას თუ გეგმავთ?
– თითქმის გადაწყვეტილია, რომ ივნისში 18-წლამდელთა ნაკრები ამხანაგური მატჩების გასამართად უკრაინაში გაემგზავრება. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ამ საკითხზე მუშაობენ და სავარაუდოდ, უკრაინელების გარდა, სხვა სპარინგ-პარტნიორიც გვეყოლება.
– რამდენად ძლიერ ჯგუფში მოხვდით?
– საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იოლი ჯგუფი არ არსებობს. საქართველოს ყოველთვის ბრძოლა უხდებოდა და ვფიქრობ, ახლაც საკმაო გარჯა მოგვიწევს. ის, რომ მასპინძელია ჩვენს ჯგუფში, რა თქმა უნდა, არაა კარგი. ბულგარეთის ნაკრები, ალბათ, ყველაზე უხერხული მეტოქე იქნება, თუმცა დანარჩენი მეტოქეების მსგავსად, მასპინძლების დამარცხებასაც ვეცდებით. პირველი შეხვედრა ლუქსემბურგთან გვაქვს, რის შემდეგაც უკეთესად გავერკვევით სიტუაციაში. ეს ისეთი ასაკია, როცა მოთამაშეს პროფესიულად ძალიან დიდი ნახტომის გაკეთება შეუძლია. შესაბამისად, შესაძლოა, ვინც შედარებით სუსტი გვგონია, ძლიერი აღმოჩნდეს და პირიქით. ამიტომ, სანამ საქმეში არ ვნახავთ ჩვენს მეტოქეებს, მათ სიძლიერეზე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვით.
– ის ფაქტი, რომ შარშან 16-წლამდელთა ნაკრებს სულ ცოტა დააკლდა ელიტაში ასასვლელად, თქვენ ალბათ მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებთ. იმ გუნდის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხომ თქვენს ასაკში გადმოინაცვლა...
– პასუხისმგებლობა ყოველთვის აკისრია მწვრთნელს. საქმე საქართველოს საერთაშორისო არენაზე გაყვანას და მისი სახელის დაცვას ეხება. ასე რომ, პასუხისმგებლობას ყოველთვის ვგრძნობ და ცხადია, ამ შემთხვევაშიც ასეა. ბულგარეთში გუნდს გასამარჯვებლად წავიყვან. ვეცდებით, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. ყველაფერი კი ჯგუფიდან გასვლით უნდა დავიწყოთ.




კატეგორია: სპორტი | ნანახია: 871 | დაამატა: kritikosi | ტეგები: 18-წლამდელთა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz