ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
სამშაბათი, 2024-05-14, 9:16 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » ინტრიგა მხოლოდ კუნძულზე დარჩა
3:42 PM
ინტრიგა მხოლოდ კუნძულზე დარჩა

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის 4 მატჩიდან სამში ინტრიგა მოკვდა. მხოლოდ ინგლისური გუნდების დაპირისპირებაში უნდა ელოდოს გულშემატკივარი განმეორებით მატჩშიც ბრძოლას, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, "მანჩესტერი”-"ჩელსის” წყვილსაც ჰყავს გამოკვეთილი ფავორიტი.

მატჩის წინ, ინგლისური დაპირისპირების შედეგის პროგნოზირება ძალიან ძნელი იყო. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ორივე გუნდი უმაღლესი დონისაა და მათ შორის, კლასში სხვაობა თუ არის, საკმაოდ მცირე. გარდა ამისა, ბოლო წლებში, „მანჩესტერი" „სტემფორდ ბრიჯზე", არცთუ წარმატებით თამაშობდა, სამაგიეროდ, „წითელი ეშმაკები" ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრებში.

როგორც მოსალოდნელი იყო, მთელმა შეხვედრამ სწრაფ ტემპსა და დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. საწყის წუთებში, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. სანამ ანგარიში გაიხსნებოდა, ვან დერ სარის კარს 2-ჯერ ტორესი და ერთხელ დროგბა დაემუქრნენ, მაგრამ განსაკუთრებულ ხიფათამდე საქმე არ მისულა.

ძალიან ლამაზი გამოვიდა მატჩის ერთადერთი გოლი. 24-ე წუთზე, სტუმართა შეტევის მარცხენა ფლანგზე მყოფი გიგზი კერიკმა გრძელი გადაცემით მოძებნა. უბერებელმა უელსელმა ფეხბურთელმა, ბურთის მიღების დროს, ბოსინგვა ძალიან იოლად მოატყუა და საჯარიმოში შეჭრილმა, კარიდან ათ მეტრში მარტოდმარტო მდგომ რუნის უპასა, ხოლო მანკუნიანელების თავდამსხმელმა, ბურთი ჩეხისგან მარცხენა ქვედა კუთხეში გადაგზავნა.

ტაიმის მიწურულს, მასპინძლებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს. სწორედ ამ დროს შეიქმნა ვან დერ სარის კართან, მთელი 90 წუთის განმავლობაში, ყველაზე სახიფათო მომენტი. პირველი ტაიმის განმავლობაში, ლონდონელები, ძირითადად, მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ. ასე მოხდა 45-ე წუთზეც, როდესაც დროგბა ორ მეტოქეს იოლად გაუმკლავდა. კოტ დ’ივუარელის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულს ტორესი ვერ შეწვდა, მაგრამ ვან დერ სარის ნახტომიც უშედეგო გამოდგა და ბურთი სტუმართა კარის ძელს მოხვდა, ხოლო დამატებაზე მოთამაშე ლემპარდის დარტყმის შემდეგ, ცარიელი კარის ხაზიდან, ბურთი ევრამ გამოიტანა.

ვინაიდან გატანა „ჩელსის" სჭირდებოდა, გასაკვირი არ ყოფილა, რომ IIტაიმიც ლონდონელთა უპირატესობით დაიწყო და ასეც წარიმართა. თუმცა, შეხვედრის ბოლომდე, ანჩელოტის შეგირდებმა მხოლოდ ერთი რეალურად სახიფათო მომენტის შექმნა შესძლეს - 74-ე წუთზე, ფერნანდო ტორესის უზუსტესი თავურის შემდეგ, ვან დერ სარმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და ესპანელს, „ჩელსის" მაისურით, პირველი გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

მატჩის დამატებულ წუთებზე, ორ საკმაოდ საკამათო ეპიზოდში, არბიტრმა „მანჩესტერის" სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. 92-ე წუთზე, ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩენილი რამირესის წინააღმდეგ, ევრა თამაშის წესებს აშკარად არღვევდა, მაგრამ არ შეიძლება გადაჭრით იმის თქმა, რომ ფეხბურთელებს შორის კონტაქტი საჯარიმოს შიგნით მოხდა. 93-ე წუთზე, საჯარიმოში მყოფ ტორესს, ვალენსია უკნიდან დაეჯახა, რის შედეგადაც, ესპანელი დაეცა, თუმცა, თერთმეტმეტრიანის ნაცვლად, მან ხელი ყვითელ ბარათს გამოჰკრა.

ვინაიდან მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა, „მანჩესტერმა", „სტემფორდ ბრიჯზე", 2002 წლის შემდეგ, პირველად მოახერხა მოგება და განმეორებით შეხვედრის წინ, სოლიდური უპირატესობაც მოიპოვა.



სამშაბათის წყვილების მსგავსად, ყოველგვარი ინტრიგა დაკარგა „ბარსელონა"-„შახტარის" დაპირისპირებამაც. მატჩის დაწყებამდე იყო ვარაუდი, რომ უკრაინული კლუბი, შესუსტებული დაცვით მოთამაშე „ბარსელონას", სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა და ასეც მოხდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისეთი ანგარიში დაფიქსირდა, რომ განმეორებით შეხვედრას ინტრიგა დაეკარგა.

მატჩის წინა პრესკონფერენციის დროს, პეპ გვარდიოლა აცხადებდა, რომ მისი გუნდი მეტოქის ბრაზილიელ შემტევებს უნდა უფრთხილდნენ. ნაწილობრივ, კატალონიელი სპეციალისტი მართალი იყო, რადგან სტუმართა ბრაზილიელები, ვალდესის კარს მართლაც არაერთხელ დაემუქრნენ, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ მართალი იმიტომ, რომ სამხრეთ ამერიკელებმა, არაერთი ძალიან ხელსაწყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს. ერთ-ერთ ეპიზოდში, ლუიზ ადრიანოს მიერ ახლო მანძილიდან დარტყმის შემდეგ, მასპინძელთა კარი ძელმა იხსნა.

რაც შეეხება გოლებს - ანგარიში უკვე მე-2 წუთზე გაიხსნა. საჯარიმოს სიახლოვეს მყოფმა მესიმ, ვილიას მისამართით სცადა გადაცემის გაკეთება და მართალია არ გამოუვიდა, მაგრამ უკრაინელი ფეხბურთელისგან ასხლეტილი ბურთი ინიესტასთან მივიდა, რომელიც მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და ანგარიშიც გაიხსნა.

ინიესტას ბრწყინვალე თამაშს მოჰყვა მე-2 გოლიც. 34-ე წუთზე, კარიდან ორმოც მეტრში მყოფმა ესპანელმა ნახევარმცველმა, ძალიან ზუსტი გადაცემით, დანიელ ალვეში პიატოვს პირისპირ შეატოვა, ხოლო ბრაზილიელმა, სტუმართა კარის დარაჯი ბურთის მიღების დროს მოატყუა და მშვიდად გაიტანა შეხვედრის მეორე გოლი.

ვინაიდან კატალონიელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, IIტაიმში, ისინი აქცენტს თამაშის დაწყნარებაზე აკეთებდნენ და მართალია, სტუმართა სახიფათო შეტევების მინიმუმამდე დაყვანა მოახერხეს, მაგრამ შესვენების შემდეგ, მაინც უფრო მეტი გოლი გავიდა, ვიდრე მანამდე.

53-ე წუთზე, კატალონიელებმა დამუშავებული კომბინაციის შედეგად აიღეს სტუმართა კარი. კუთხურის მოწოდების დროს, კართან ახლოს მდგომმა პიკემ უკან დაიხია და მიიღო რა ხავისგან გადაცემა, დაახლოებით 17 მეტრიდან დარტყმით, ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ ორი მატჩია, „ბარსას" ცენტრალურ მცველს გოლი გააქვს და ამჯერადაც კუთხურიდან.

პიკეს გოლიდან ექვს წუთში, მასპინძლებმა, საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს, თამაშის წესები დაარღვიეს, რასაც ბურთის მათ საჯარიმოში ჩაწოდება და რაკიცკის გოლი მოჰყვა. არ იყო გასული ერთი წუთი, როდესაც მარჯვენა ფლანგზე გაილაღა მესიმ და საჯარიმოს წინა ხაზთან მდგომ კეიტას გაატანინა.

წერტილი შეხვედრას კაპიტნის სამკლავურით მოთამაშე ხავი ერნანდესმა დაუსვა. მთელი მატჩის განმავლობაში, არცთუ დამაჯერებლად მოთამაშე დანი ალვეშმა, მეტოქის საჯარიმოში 3 მცველი შემოიხვია გარს და კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ ხავის საგოლედ უპასა.

საინტერესოა, რომ „ბარსელონას" მიერ გატანილი 5 გოლიდან, აცერთი არაა თავდამსხმელის ანგარიშზე. გვარდიოლას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ასეთი რამ პირველად მოხდა. თუმცა, ამას კატალონიელთათვის 1/2-ფინალის საგზურის ვადაზე ადრე განაღდებაში ხელი არ შეუშლია. ახლა, გვარდიოლას შეუძლია გუნდი უკვე „კლასიკოების" სერიისთვის მოამზადოს.



ლონდონი,"სტემფორდ ბრიჯი”37915

ჩელსი-მანჩესტერი 0:1 (0:1)

ჩელსი(4-4-2): ჩეხი, ბოსინგვა (მიკელი 79), ივანოვიჩი, ტერი, კოული, რამირესი, ესიენი, ლემპარდი, ჟირკოვი (მალუდა 70), ტორესი, დროგბა (ანელკა 71)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მანჩესტერი(4-4-2): ვან დერ სარი, რაფაელი (ნანი 51), ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, ვალენსია, კერიკი, პარკი (სმოლინგი 90), გიგზი, რუნი, ერნანდესი (ბერბატოვი 78)

მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი

გოლი: 0:1 რუნი (24)

გაფრთხილება: ჟირკოვი 36, რამირესი 60, ესიენი 66, ტორესი 90 - ვიდიჩი 74, ვან დერ სარი 80

მსაჯი: უნდიანო მალიენკო

დარტყმა21 (7)-8 (2); ჯარიმა15-17; კუთხური3-5; თამაშგარე2-3; ბურთისფლობა57%-43%; სეივი1-7



ბარსელონა,"კამპ ნოუ”86847

ბარსელონა-შახტარი 5:1 (2:0)

ბარსელონა(4-3-3): ვალდესი, ალვეში, პიკე, ბუსკეტსი, ადრიანო (მაქსველი 77), მასკერანო, კეიტა, ხავი, ინიესტა (აფელაი 90), მესი, ვილია (პედრო 70)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

შახტარი(4-2-3-1): პიატოვი, სრნა, იშენკო, რაკიცკი, რატი, მხითარიანი, ჰუბშმანი (ედუარდო 83), დუგლასი, ჟადსონი (ფერნანდინიო 70), ვილიანი (ტეიშეირა 75), ადრიანო

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ

გოლები: 1:0 ინიესტა (2), 2:0 ალვეში (34), 3:0 პიკე (53), 3:1 რაკიცკი (59), 4:1 კეიტა (60), 5:1 ხავი (86)

გაფრთხილება: ინიესტა 59 - რატი 51, რაკიცკი 66, ფერნანდინიო 77

მსაჯი: კრეიგ თომსონი

დარტყმა19 (10)-5 (1); ჯარიმა9-20; კუთხური4-3; თამაშგარე3-5; ბურთისფლობა70%-30%; სეივი0-5

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 674 | დაამატა: kritikosi | ტეგები: კეიტა, მასკერანო, ალვეში, ადრიანო (მაქსველი 77), ბუსკეტსი, ინიესტა (აფელაი 90), ხავი, პიკე, ვალდესი, მესი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz