ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
სამშაბათი, 2024-05-14, 1:34 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » გვერდზე გიდგას მთელი ერი, განგმირე ვიკმაიერი...
3:39 PM
გვერდზე გიდგას მთელი ერი, განგმირე ვიკმაიერი...

21 წლის ქართველ ჩოგბურთელ ანა ტატიშვილს კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას, რაც იმედია, მისი ელიტაში დამკვიდრების დასაწყისი აღმოჩნდება. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ამერიკულ ჩარლსტონში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირ Family Cercle Cup-ზე (საპრიზო ფონდი 721 ათასი დოლარი) ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა, რისთვისაც 60 სარეიტინგო ქულა მიიღო და დიდი ალბათობით, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) საუკეთესო ასეულში მოხვედრა გაინაღდა.
შეგახსენებთ, რომ ანამ კვალიფიკაციაში ვენესუელელ გაბრიელა პაზსა (479-ე ჩოგანი) და უკრაინელ ტატიანა ლუჟანსკას (194-ე) აჯობა, ხოლო ძირითად ბადეში, ერთ დროს მსოფლიოს მე-4 ნომერ, ამჟამად კი მსოფლიოს 64-ე ჩოგან ელენა დოკიჩის ძლევის (7:5, 2:6, 6:4) შემდეგ, დღეს რუს მე-9 ნომრად განთესილ მარია კირილენკოსაც აჯობა – 5:7, 7:5, 6:3.
ცნობისთვის, კირილენკოს კლასიფიკაციაში 28-ე ადგილი უკავია და ასეთ დონეზე თამაშისთვის ჯერაც გამოუცდელ ქართველთან უდავო ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, სამ საათამდე "გაწელილ” მატჩში ფარ-ხმალის დაყრა მოუხდა.
თამაში ძალიან საინტერესოდ წარიმართა. პირველ სეტში 24 წლის მოსკოველი 5:2 დაწინაურდა, ანამ წონასწორობის აღდგენა მოახერხა, მაგრამ ბოლოსკენ ისევ მარიამ იმარჯვა. მე-2 სეტის დასაწყისში წინ ისევ რუსი ჩოგბურთელი გავიდა (2:0) და თითქოს, თამაშის ბედიც გადაწყვეტილი გახლდათ, თუმცა, ტატიშვილს მე-2 სუნთქვა გაეხსნა და პირველი სეტის სცენარიც განმეორდა, ოღონდ, ანას სასარგებლოდ. ქართველი გოგონა 5:2 დაწინაურდა და მართალია, მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა, საბოლოოდ, 7:5 უკვე თავად იმარჯვა.
მე-3 სეტში ტატიშვილმა პირველი ბრეიკი 1:1-ზე გააკეთა, იქვე საკუთარი მოწოდებაც დათმო, თუმცა, უპირატესობა აღარ დაუთმია. საბოლოოდ, სეტის ბოლომდე ანამ რუს ჩოგბურთელს კიდევ ორი მოწოდება აართვა და 6:3 იმარჯვა.
ანას პირველ მოწოდებაზე 79%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 58%-ით (44 76-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი ბურთების 35% (7 20-დან) მოიგო. ქართველს ეისი არ ჩაუწოდებია, 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა და საკუთარი მოწოდება ექვსჯერ (7 შესაძლებლობიდან) დათმო, თავად კი 18 ბრეიკ-პოინტიდან 8 გამოიყენა.
თავის მხრივ კირილენკომ 3 ეისი მოაწოდა, მაგრამ 4 ორმაგი შეცდომაც დაუშვა. ჯამში, ქართველმა ჩოგბურთელმა სამით მეტი ქულა (107:104) მოიგო და მოწინააღმდეგის მოწოდებაზეც უკეთესი მაჩვენებელი (56:45) ჰქონდა.
ამ წარმატების წყალობით, ტატიშვილმა 7850 დოლარი და 60 სარეიტინგო ქულა მიიღო და როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოს საუკეთესო ასეულს კიდევ უფრო დაუახლოვდა. განახლებულ რეიტინგში ანას მონაგარი 668 ქულა იქნება, ეს კი "უხეში” გამოთვლებით, მიზნის მისაღწევად საკმარისი უნდა იყოს. ცნობისთვის, კლასიფიკაციაში მე-100 ადგილზე მყოფ ფრანგ ვირჟინი რაზანოს 658 ქულა გააჩნია.
მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ბელგიელი იანინა ვიკმაიერი იქნება, რომელიც ჩარლსტონში მე-6 ნომრადაა განთესილი, რეიტინგში კი 2300 ქულით 23-ე გახლავთ. 21 წლის ბელგიელი გასული წლის აპრილში პლანეტის მე-12 ჩოგანიც გახლდათ, ჩარლსტონურ ტურნურში კი პირდაპირ მე-2 რაუნდიდან ჩაება და ჩინელ ჟი ჟენგს 6:4, 6:0 სძლია.
ტატიშვილი ვიკმაიერს კარიერაში მეორედ დაუპირისპირდება. ანა იანინას 2008 წელს ინდიან ჰარბორ ბიჩის თიხნარზე გადაეყარა და 50-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში, ფლორიდული პირველობის მომავალ ჩემპიონთან უშანსოდ – 2:6, 0:6 დამარცხდა. თუკი ქართველი გოგონა რევანშის აღებას მოახერხებს და მეოთხედფინალში გავა, ერბაშად 120 ქულას მიიღებს, მისი მომდევნო მეტოქე კი სავარაუდოდ, მსოფლიოს პირველი ჩოგანი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი იქნება, რომელსაც მე-15 ნომრად განთესილ ჩეხ ბარბორა ზაჰლავოვა სტრიჩოვასთან დაპირისპირება ელის.
და ერთიც. ტატიშვილმა ხომ გაგვახარა და ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებელთა ყოჩაღობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ანას თამაშის მიმდინარეობისას საიტის მომხმარებლებმა რვაასამდე კომენტარი დატოვეს, რაც სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. იმედია, ქართველი ჩოგბურთელი მათ ნაწილს მაინც გაეცნობა და გამამხნევებელი სიტყვები მომავალ წარმატებებშიც შეეშველება.

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 719 | დაამატა: kritikosi | ტეგები: Family Cercle Cup | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz