ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
სამშაბათი, 2024-05-14, 1:59 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » გელაშვილისა და დაუშვილს ორ-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა!
8:24 PM
გელაშვილისა და დაუშვილს ორ-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა!
`მიხეილ მესხის` სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში სფფ–ის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც მთავარი განსახილველი, 2 აპრილს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 27–ე ტურის შეხვედრაში, თბილისის "ვიტ ჯორჯიასა" და ზესტაფონის "ზესტაფონს" შორის, "ზესტაფონის" ფეხბურთელების უდისციპლინობის საკითხი იყო.



ინციდენტი მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა, როცა ფეხბურთელებმა გვერდით მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რისი მიზეზიც, ზესტაფონელთა მიერ მეტოქის კარში გატანილი გოლის არჩათვლა იყო, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე ზეგავლენა იქონია და გუნდები ფრეს დასჯერდნენ.



სადისციპლინო კომიტეტის წევრების განცხადებით, იმერულ კლუბს მათ შეატყობინეს სხდომის გამართვის დრო და ადგილი, თუმცა, "ზესტაფონის" წარმომადგენლები განხილვაზე არ გამოჩენილან. სხდომაზე იმყოფებოდა "ზესტაფონის" ფეხბურთელი – ნიკოლოზ გელაშვილი და ზემოთხსენებული მატჩის მთავარი არბიტრი – ლაშა სილაგავა, გვერდით მსაჯ უკლებასთან ერთად. ასევე, მსაჯთა დამკვირვებელი ოთარ გუნთაძე და მატჩის დირექტორი რევაზ შენგელია.



კომიტეტის წევრებმა წაიკითხეს 2 აპრილის მატჩის ოქმი, მატჩზე დამსწრე ოფიციალური პირებისა და მსაჯების მოხსენებითი ბარათები, რომელშიც მოთხრობილია მომხდარი ინციდენტის. ყველამ ერთად ნახა მატჩის სადაო მომენტების ამსახველი ფირი.სხდომამ მოუსმინა მსაჯებს და ნიკოლოზ გელაშვილს, რომელმაც სინანული გამოთქვა მომხდარის გამო და მოიბოდიშა.



ამის შემდეგ, სხდომა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. სადისციპლინო კომიტეტის წევრები კარგა ხანს თათბირობდნენ. საბოლოო ვერდიქტი კი, ასეთია: საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფეხბურთელები – ნიკოლოზ გელაშვილი და მურთაზ დაუშვილი ორ–ორ თამაშიანი დისკვალიფიკაციითა და 500 ლარიანი ჯარიმით დასაჯეს.



სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – თემურ ღაღანიძე კი, გამოვიდა ინიციატივით, მითითება მიეცეთ არბიტრებს და მათი საკითხი სამსაჯო კომიტეტმა განიხილოს, ვინაიდან, წარმოქმნილი კონფლიქტი მსაჯის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. არბიტრმა სილაგავამ 28–ე ტური გამოტოვა დისკვალიფიკაციის გამო. ბოლო ტურის მატჩი ნიკოლოზ გელაშვილსაც არ უთამაშია.



შეგახსენებთ, რომ ამ ინციდენტის გამო, "ზესტაფონმა" შიდა სანქციები უკვე დაუწესა თავის ფეხბურთელებს. ნიკოლოზ გელაშვილს ერთი თვის ხელფასი დაექვითა, ხოლო მურთაზ დაუშვილსა და ჯაბა დვალს გარკვეული რაოდენობის ფულადი ჯარიმები დაეკისრათ.
კატეგორია: სპორტი | ნანახია: 795 | დაამატა: kritikosi | ტეგები: ვინაიდან, წარმოქმნილი კონფლიქტი, კომიტეტმა განიხილოს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz