ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
სამშაბათი, 2024-05-14, 1:42 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 10 » ბრძოლის ველზე გიჟი ბიჭები გამოდიან
9:47 PM
ბრძოლის ველზე გიჟი ბიჭები გამოდიან

ესპანეთში ნამდვილი ხულიგნური ფანატური დაჯგუფება მხოლოდ ორია. ყველაზე ძველი – მადრიდული Frente Atletico (ატლეტიკოს ფრონტი) და ყველაზე აგრესიული ბარსელონური Boixos Nois (გიჟი ბიჭები).
Boixos Nois 1981 წელს, "ბარსელონას” მხარდამჭერი რამდენიმე ფანატური დაჯგუფების გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ერთი შეხედვით, ამ ორგანიზაციის მიზანი ყველასთვის ნათელი იყო – კატალონიის მთავარი გუნდის გულშემატკივართა ერთ მუშტად შეკვრა.
თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად როდი იყო. 70-იანი წლების ბოლოს, ბლაუგრანას ინჩასები საკუთარ ქალაქში რამდენჯერმე სცემეს ხულიგნებმა, რომლებიც Frente Atletico-ს წარმოადგენდნენ და ლურჯ-შინდისფრებმაც შურისძიება გადაწყვიტეს.

ისტორიული ბრძოლა ბარსელონას სიახლოვეს მდებარე მცირე ქალაქ ბადალონას გარეუბანში შედგა, რომელიც საკალათბურთო კლუბით, "ხუვენტუდითაა” საზოგადოებისთვის ცნობილი. ორი ბრიგადა რამდენიმე წუთი უხმოდ იდგა ერთმანეთის პირისპირ, რათა შემდეგ, სასიკვდილო ბრძოლა დაეწყოთ.

"ატლეტიკოს ფრონტის” და "გიჟი ბიჭების” წევრები ამ ჩხუბში ყველაფერს იყენებდნენ რაცკი გააჩნდათ და რაცკი ხელში მოხვდებოდათ - არმატურის ნაჭრებს, კასტეტებს და რაღა თქმა უნდა მეტალის ჯაჭვებს. დაჯგუფებების ლიდერები შუამავლებისა და ტელეფონის საშუალებით, წინასწარ შეთანხმდნენ, რომ ჩხუბში ცეცხლსასროლ და ცივ იარაღს არ გამოიყენებდნენ, ყველა დანარჩენი ატრიბუტი კი დაშვებული იყო.

ჩხუბი 20 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ნათელი გახდა, რომ Frente Atletico-ს მებრძოლებს კატალონიელთათვის წინააღმდეგობის გაწევა უკვე აღარ შეეძლოთ, მაგრამ "გიჟი ბიჭები” გაჩერებას არ აპირებდნენ. ბრძოლის ველზე ყიჟინა გაისმა - «Cap Oportunitat!» (უკომპრომისოდ) და გასტროლიორების ცემა მანამ არ შეწყდა, სანამ შემთხვევის ადგილას ბადალონას პოლიცია არ გამოჩნდა.


"გიჟ ბიჭებს” ყოველთვის ახასიათებდათ განსაკუთრებული სისასტიკე. ბევრმა არ იცის, რომ 1993/94 წლების სეზონში, როდესაც "ბარსელონამ” "კამპ ნოუზე” "რეალს” ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა, ნამატჩევს Boixos Nois-სა და ბლანკოსის ყველაზე ცნობილ ფანატურ დაჯგუფება Ultras Sur-ს შორის გრანდიოზული ბრძოლა გაიმართა. ალბათ მიხვდით, რომ მადრიდელმა "სტუმრებმა”, რომლებიც ბლაუგრანას ფანებზე ბევრად ცოტანი იყვნენ, დიდის გაჭირვებით გააღწიეს კატალონიიდან. ამ ჩხუბში "გიჟმა ბიჭებმა” კვლავ გამოიყენეს ჯაჭვები, რაც შემდეგ ბარსელონელი ხულიგნების ერთ-ერთ მთავარ იარაღად იქცა.

საქმე ისაა, რომ Boixos Nois-ის ემბლემაზე ბულდოგის თავია გამოსახული, რომელსაც კისერზე წითელი ეკლიანი ყელსაბამი უკეთია, ხოლო რაც შეეხება ჯაჭვს, ფანატური მოძრაობის წარმომადგენელთა აზით, ეს ნივთი, დაჯგუფების ერთგვარი საკრალური სიმბოლოა და მოპოვებულ თავისუფლებას გამოხატავს. ვისგან ან რისგან გათავისუფლებას? სულელური კითხვაა. კატალონიაში არასოდეს დაივიწყებენ ფრანკოს, რომელმაც "ბარსელონას” პრეზიდენტი სიკვდილით დასაჯა.
მაგრამ "გიჟს ბიჭებს” უფრო მეტი უნდათ. "მე-13 საუკუნიდან ესპანეთის მარწუხებში ვართ, კატალონიამ თავისუფლება უნდა მოიპოვოს!”.
დაჯგუფების წევრად მონათვლის რიტუალი ფარულად, გამთენიისას იმართება. ხოლო თუ რას მოიცავს ეს რიტუალი, ამის შესახებ მებრძოლებს სიტყვას ვერ დააცდევინებ. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ Boixos Nois-ის წევრად გახდომა ქალებს არ შეუძლიათ და კლანის ყველა მებრძოლს მხარზე ბულდოგის თავის ტატუს უკეთებენ. ბარსელონური გაგებით, ამგვარი სვირინგის დახატვის უფლება, "გიჟი ბიჭების” გარდა, არავის აქვს.
დაჯგუფებაში შესვლა "ბარსელონას” ნებისმიერ სრულწლოვან ფანს შეუძლია, წარმომავლობას კი მნიშვნელობა არ აქვს. აი, არაბებსა და ზანგებს კი, კატალონიელები კარგი თვალით ნამდვილად არ უყურებენ. ყველა არაბს რატომღაც ჰომოსექსუალისტად თვლიან. Boixos Nois-ის რიგებში ვერც შავკანიანს ნახავთ. უნდა ითქვას, რომ ესპანეთში რასისტები მრავლად არიან, მაგრამ გაზეთები ამის შესახებ იშვიათად წერენ.

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 755 | დაამატა: kritikosi | ტეგები: Hunger, series., yourself!, Sieger, encounter, Bow, dress up games, truly, bringing, fashion world | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz