ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
სამშაბათი, 2024-05-07, 3:23 AMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » ანანიძე ფავორიტის წინააღმდეგ
3:56 PM
ანანიძე ფავორიტის წინააღმდეგ

დღეს, ევროპის ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება. გათამაშებას შემორჩენილი 8 გუნდიდან, 3 პორტუგალიურია და ვინაიდან არცერთი მათგანი ერთმანეთს არ ხვდება, არაა გამორიცხული, სამივე 1/2-ფინალში ვიხილოთ. ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ფინალში, მინიმუმ ერთი გუნდი პორტუგალიური იქნება.

პორტუ-სპარტაკი მ.
ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრების დიდი ნაწილის სიმპათიები მოსკოვის "სპარტაკისკენ” იხრება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჯანო ანანიძის გუნდი, პორტუგალიელებთან ფავორიტი ნამდვილად არაა. მეტიც, საყოველთაო მოსაზრებით, "პორტუ” გათამაშების მოგების უმთავრესი პრეტედენტია.
დღევანდელ შეხვედრას, ძალიან კარგ ხასიათზე ხვდება "პორტუ”. ანდრე ვილაშ ბოაშის შეგირდებმა, პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ ტურში, უახლოესი მდევარი, "ბენფიკა” გასვლაზე დაამარცხეს და გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე, ოფიციალურად გაიფორმეს ჩემპიონობა. ყველა ტურნირის თამაშების გათვალისწინებით, "პორტუს” მოგებათა 7-მატჩიანი სერია აქვს.
რაც შეეხება "სპარტაკს”, იგი ახალ სეზონს კარგ ფორმაში ნამდვილად ვერ შეხვდა. მოსკოველებმა რუსეთის ჩემპიონატის სასტარტო სამ მატჩში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს. გასულ ტურში, ანანიძის გუნდი "კრასნოდართან” დამარცხდა, ანგარიშით 1:3. მოსკოველებს ოპტიმიზმის საფუძველს ის აძლევს, რომ ევროპის ლიგაზე, უკვე 5 მატჩია ისინი დაუმარცხებელნი არიან.
მასპინძლებს საკადრო პრობლემები არ აქვთ. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ პარეხა და პარშივლიუკი არ ეყოლებათ. პორტუგალიაში გაემგზავრნენ ველიტონი, როხო, მაკეევი და ანანიძე, მაგრამ მათი საკითხი ჯერ ბოლომდე გარკვეული არაა.
მსაჯი: სერჟ გუმიენი (ბელგია)

ბენფიკა-პსვ
გათამაშების ფავორიტთა შორის მოიაზრება კიდევ ერთი პორტუგალიური გუნდი. "ბენფიკა”, რომელმაც პორტუგალიაში გაჩემპიონების თეორიული შანსებიც კი დაკარგა, აქცენტს სრულად ევროპის ლიგაზე გააკეთებს, რადგან ჟორჟე ჟეზუსის გუნდისთვის, შიდა ასპარეზზე, ყველაფერი გარკვეულია – ისინი მე-2 ადგილს დაიკავებენ.
ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, უშუალო კონკურენტთან დამარცხდა პსვ-ც ჰოლანდიის პირველობის გასულ ტურში. მართალია, დღევანდელი მეტოქისგან განსხვავებით, ეინდჰოვენელებს გაჩემპიონების შანსები ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ გასულ უქმეებზე მარცხმა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ჰოლანდიელებზე უფრო მეტად იმოქმედა. ამის მიზეზი ისაა, რომ "ბენფიკა” მე-2 ადგილს აქამდეც შეგუებული იყო, პსვ კი, "ტვენტესთან” მატჩამდე, პირველ ადგილს იკავებდა. ახლა, ერედივიზიონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, პსვ ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარს კი, 3 ქულით უსწრებს.
ეს წყვილი ერთადერთია, რომლის წარმომადგენლებსაც, აქამდე, ერთმანეთის წინააღმდეგ უთამაშიათ. "ბენფიკასა” და პსვ-ს დაპირისპირების ისტორია 5 მატჩს მოიცავს. აქედან 3 ფრედ დასრულდა, ხოლო გუნდებმა თითოჯერ მოიგეს. თანაბარია ბურთების შეფარდებაც – 5:5. პორტუგალიაში ჩატარებული 2 თამაშიდან, ერთი მასპინძლებმა მოიგეს და ერთიც სტუმრებმა.
დღევანდელი მატჩისთვის, გუნდებს თითო ფეხბურთელი აკლიათ და ორივე შემთხვევაში, დანაკლისი თავდასხმის ხაზს ეხება. მასპინძლებს, ნუნუ გომეში, ხოლო სტუმრებს, ჯონათან რაისი არ ეყოლებათ.
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

ვილიარეალი-ტვენტე
ევროპის წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატებიდან (ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი), ევროპის ლიგაზე წარმომადგენელი მხოლოდ ესპანელებს ჰყავთ და ისიც ერთი. "ვილიარეალის” მორიგი მეტოქე, ძალზე კარგ ფორმაში მყოფი "ტვენტეა”. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენსჰედელებმა, ერედივიზიონის გასულ ტურში მოგებით, პირველ ადგილზე გადაინაცვლეს, რაც ჰოლანდიელებს ხასიათს გამოუსწორებს. "ვილიარეალის” შემთხვევაში, საქმე პირიქითაა – ლა ლიგის გასულ ტურში, საკუთარ კედლებში დამარცხებით, "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა” მე-3 ადგილი "ვალენსიას” დაუთმო.
სრული შემადგენლობით მოთამაშე "ვილიარეალს”, "ტვენტე” ტრავმირებული კუიპერის გარეშე ეწვია.
მსაჯი: ალექსეი ნიკოლაევი (რუსეთი)

დინამო კ-ბრაგა
1/8-ფინალური მატჩების გამართვამდე, გათამაშების ფავორიტებად ინგლისური გუნდები, "მანჩესტერ სიტი” და "ლივერპული” ითვლებოდნენ, მაგრამ პირველი მათგანი კიევის "დინამომ” გამოთიშა ასპარეზობას, მეორე კი, "ბრაგამ” დატოვა ევროტურნირების მიღმა. 1/4-ფინალში, ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან.
თუ ევროპულ ბუკმეიკერებს დავუჯერებთ, გათამაშების ყველაზე სუსტი გუნდი კვლავ "ბრაგაა”, შესაბამისად, წყვილის ფავორიტის სტატუსი კიეველებს ერგოთ.
პორტუგალიური კლუბის კარგ სათამაშო ფორმაზე მეტყველებს შიდა ასპარეზზე, ზედიზედ 4 მატჩის მოგება. რაც შეეხება "დინამოს”, მას უკრაინის ჩემპიონატის ბოლო 5 თამაშიდან აქვს 4 მოგებული.
ტრავმების გამო, მასპინძლებს მიხალიკი, ნინკოვიჩი და მილევსკი დააკლდებიან. სტუმრები კი, კიევს სრული შემადგენლობით ეწვივნენ.
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

მიშა ზაქარეიშვილი

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 709 | დაამატა: kritikosi | ტეგები: ananidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz