ყოველ დღე მინიმუმ 50 სიახლე
მთავარი
შესვლა
რეგისტრაცია
ორშაბათი, 2024-05-06, 7:15 PMმოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
თამაშები [47]
მუსიკები [19]
ფილმები [235]
ვიდეოები [1]
პროგრამები [15]
სპორტი [74]
სურათები [23]
სხვადასხვა [5]
ვებმასტერებს [37]
ონლაინ ფილმები [4]
უფროსებისთვის [4]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ ხმები: 109

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » აპრილი » 7 » 33 წუთი გორში და ბოლნისელთა საყვარელი 1:0
4:04 PM
33 წუთი გორში და ბოლნისელთა საყვარელი 1:0

სპარტაკი (ცხინვალი) – დინამო (თბილისი) 1:3
თბილისის "დინამომ” გორში, 33-ე წუთისთვის, 3 გოლის გატანა მოასწრო "სპარტაკის” კარში და დარჩენილი დრო ფორმალობად აქცია. კახა კაჭარავას გუნდმა მორიგი შეხვედრა მოიგო, მინდორზე მთავარი ფიგურა კი ალექსანდრე კოშკაძე გახლდათ, რომელმაც 2 გოლი თავად შეაგდო, ერთი საგოლე პასი გაახერხა და ერთხელ ძელსაც მოარტყა ბურთი. დიმიტრი ტატანაშვილმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა. "ტატანასთვის” ახლა დადგა გადამწყვეტი პერიოდი, რადგან პეტარ იელიჩი ტრავმირებულია და მთავარფორვარდიც სწორედ "დინამოს” მე-18 ნომერი გახდა.
გოლებზე უფრო ვრცლად: კოშკაძემ პირველად 15-მეტრიდან გაიტანა, შემდეგ საჯარიმოში ჩააწოდა და ტატანაშვილმა თავით შეაგდო, ხოლო მე-3 ბურთი ასე გავიდა – კონტრშეტევისას "ტატანამ” გააყოლა ბურთი კოშკაძეს, რომელიც ერთ მცველს გასცდა და საჯარიმოში შესვლისთანავე ზუსტად დაარტყა.
"დინამო” 7 ქულით ჩამორჩება როგორც "ზესტაფონს”, ასევე "ოლიმპსაც”. 7 ქულა ფურცელზე, თუმცა, თუ თბილისელებმა ორივე გამოტოვებული შეხვედრა მოიგეს, სხვაობა ქულაღა დარჩება.
რაც შეეხება "სპარტაკს” - პრესტიჟის გოლი მაინც შეაგდო და თანაც, ვინ... ლაშა ჯაკობიამ, რომელიც ცხინვალელებმა ორი კვირის წინათ აიყვანეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდი მანამდე უგუნდოდ იყო, ისე კი, ყველამ იცის, რა შესაძლებლობები აქვს ჯაკობიას და თუ როგორმე ფორმაში შესვლას მოახეხებს, "სპარტაკს” შეტევებში ნაკლები პრობლემაღა ექნება.
საინტერესოა, ცხინვალელთა ძირითად თერთმეტეულში 5 (!) ნომინალური ფორვარდი იყო.
ბადრი კვარაცხელია ("სპარტაკის” მწვრთნელი): "ძალიან ცუდად ვითამაშეთ. მეტოქემ ისარგებლა ჩვენი შეცდომებით და პირველ ტაიმში 3 უპასუხო გოლი გაგვიტანა. გვაჯობა "დინამომ” და დამსახურებულადაც მოიგო, რასაც ვულოცავ მათ.
- ძირითად შემადგენლობაში გყავდათ ჯაკობია, ბარაბაძე, მეტრეველი, კლოვისი და დეკანოიძე. ხუთივენი ნომინალური ფორვარდები არიან...
- დიახ, ისინი თავდამსხმელები არიან, მაგრამ ყველაზე წინ მეტრეველი თამაშობდა, დანარჩენები სუფთა თავდამსხმელის პოზიციაზე არ დამიყენებია, სიღრმიდან უტევდნენ.
- ჯაკობიამ გოლი გაიტანა. დიდი ხნის უთამაშებელი იყო და გუნდში აიყვანეთ. როგორ ფორმაშია?
- ჯაკობიას სახით, მართლაც სერიოზული ძალა დაგვემატა. რომ გითხრათ, ლაშა ოპტიმალურ ფორმაშია-მეთქი, მოგატყუებთ. სრულყოფილ ფორმაში რომ იყოს, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იქნებოდა. უთამაშებლობა ეტყობა, მაგრამ მაინც საკმაო ძალაა ჩვენთვის. სხვათა შორის, წინა ტურში "კოლხეთთანაც” კარგად ითამაშა.
კახა კაჭარავა ("დინამოს” მწვრთნელი): "შედეგით კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდით და 3 ბურთით დავწინაურდით, შესვენების შემდეგ კი სრული მოტივაციით მოქმედება გაგვიჭირდა. ვეცდებით, მომდევნო მატჩებშიც ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ”.

6 აპრილი. 16:00. გორი. "ქართლი”.
სპარტაკი (ცხინვალი) – დინამო (თბილისი) 1:3 (0:3)
სპარტაკი: გრიშიკაშვილი, სეფიაშვილი, ტეტუნაშვილი, ფრიდოლინი, მანჩხავა, ჭაფოძე, ჯაკობია, კლოვისი (უგრეხელიძე 46), დეკანოიძე, მიხეილ ბარაბაძე (კილასონია 46), ზვიად მეტრეველი.
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია.
დინამო: ლორია, ღონღაძე (თომაშვილი 74), ჰომოლა, კაკუბავა, ხმალაძე, ჰაჯიბულიჩი (კვეკვესკირი 82), კოშკაძე, რობერტინიო (თექთურმანიძე 67), არზიანი, კახელიშვილი, ტატანაშვილი.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
გოლები: 0:1 კოშკაძე (14), 0:2 ტატანაშვილი (28), 0:3 კოშკაძე (33), 1:3 ჯაკობია (81).
გაფრთხილება: მეტრეველი (24), ჭაფოძე (31), კახელიშვილი (39), მანჩხავა (70).
არბიტრი: ლევან კვარაცხელია.

სიონი (ბოლნისი) – ბაია (ზუგდიდი) 1:0
"სიონმა” ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და ისევ 1:0, შედეგად, "სიონი” საკმაოდ დაშორდა საშიშ ზონას. ბოლნისელთა ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გამოაცხვეს – კობა შალამბერიძის აქტიურობას ირაკლი ჩირიკაშვილის ზუსტი დარტყმა მოჰყვა.
ყველაფერი იქით მიდის, რომ ქვედა სამეულში "სამტრედია”, "კოლხეთი” და "სპარტაკი” დარჩებიან, ხოლო "სიონი” და იგივე "ბაია” შორიდან უყურებენ მოვლენებს. ამ ტურმა ასე გამოაჩინა და ვნახოთ...
მატჩის შემდეგ:
ხვიჩა ქასრაშვილი ("სიონის” მწვრთნელი): "დაძაბული და საინტერესო თამაში იყო, თან გრუნტიც მძიმე... პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მთლიანობაში, ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია და საჭირო 3 ქულა ავიღეთ. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ დიდი ნაბიჯი გადავდგით მიზნისკენ – უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება”.
ელგუჯა ქომეთიანი ("ბაიას” მწვრთნელი): "შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ თამაშის ხარისხი კარგი იყო. "სიონმა” გამოცდილების ხარჯზე მოგვიგო, ხელწამოსაკრავი მეტოქე არ გვყოლია და თანაც, "სიონთან” სტუმრად თამაში რთულია. საგოლე მომენტები საკმაოდ გვქონდა – მარტო რიგვავას ჰქონდა 3 შანსი, აქედან, ერთი ასპროცენტიანიც იყო. ბიჭებმა იბრძოლეს და ვიმეორებ, თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არ ვარ”.

6 აპრილი. 16:00. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია”.
სიონი (ბოლნისი) – ბაია (ზუგდიდი) 1:0 (0:0)
სიონი: ზუხბაია, კობაური, სვანიძე, დიდავა, გიორგი ოქროპირიძე, ადამაშვილი (თარგამაძე 72), გოგობერიშვილი, ნოზაძე, გ.ი. რეხვიაშვილი (ჩირიკაშვილი 56), ქუცურუა (შალამბერიძე 46), ჯიქია.
მწვრთნელი: ხვიჩა ქასრაშვილი.
ბაია: სომხიშვილი, აქუბარდია, აფაქიძე, გამრეკლიძე, როინ ონიანი, სიხარულია, რიგვავა, ვართაგავა, წურწუმია (სამუშია 75), ლომია (ეხვაია 56), ქობალია.
მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი.
გოლი: 1:0 ჩირიკაშვილი (73).
გაფრთხილება: გამრეკლიძე (41), როინ ონიანი (84), ზუხბაია (88).
არბიტრი: ხვიჩა გაგნიძე.

XXVII ტური
სამტრედია (სამტრედია) – კოლხეთი (0:0)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ოლიმპი (რუსთავი) 0:1
ტორპედო (ქუთაისი) – ზესტაფონი (ზესტაფონი) 0:0

№ გუნდი თ მ ფ წ ბ ქ
1 ზესტაფონი 28 17 6 5 52-15 57
2 ოლიმპი 28 17 6 5 41-20 57
3 დინამო 26 14 8 4 38-13 50
4 ვიტ ჯორჯია 27 12 3 12 29-31 39
5 ბაია 27 10 5 12 25-35 35
6 ტორპედო 27 8 10 9 17-17 34
7 სიონი 28 8 8 12 18-33 32
8 კოლხეთი 28 6 8 14 16-37 26
9 სპარტაკი 28 6 7 15 27-35 25
10 სამტრედია 27 6 6 16 23-50 24



შენიშვნები:
• გათამაშების რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა;
• ოთხი წრის შედეგების მიხედვით ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი XXIII ჩემპიონატში პირველ ლიგაში დაქვეითდება, ხოლო სეზონის მე-8 ადგილზე დამამთავრებელი გუნდი პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან ერთ შეხვედრაში გაარკვევს - შეინარჩუნებს ადგილს უმაღლესში, თუ ახალი სეზონიდან დაბალ ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.

ბომბარდირები
ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი) - 14, ირაკლი მოდებაძე (ოლიმპი) - 12 (1 პენალტით), რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) - 11 (1), გიორგი მეგრელაძე (ბაია, ტორპედო) - 11 (1), ჯაბა დვალი (ზესტაფონი) - 10, ლევან ხმალაძე (დინამო) - 7 (3).

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 732 | დაამატა: kritikosi | ტეგები: არზიანი, ჰაჯიბულიჩი (კვეკვესკირი 82), ხმალაძე, ლორია, ღონღაძე (თომაშვილი 74), ჰომოლა, რობერტინიო (თექთურმანიძე 67), კახელიშვილი, კოშკაძე, კაკუბავა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
ელ-ფოსტა:
კოდი *:
Block title

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz